გამარჯობათ,
ყველას მოგილოცავთ ახალ წელს!!!
გუშინ ამის დასაწერად შემოვედი, მაგრამ აქ ისეთი ამბავი ვნახე მარტო ამით ვერ შემოვიფარგლებოდი, არადა დრო არ მქონდა ამიტომაც ახლა დავწერ ცოტა რამეს.
მე ის ჯემლიკო ვარ სულ პირველად ვისგამოც გაიხსნა ეს თემა (ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩემი თემის გახსნის მერე გახსნა ეს თემა მედჰელპმა), პირველ პოსტებს თუ გადახედავთ აქტიურად ვპოსტავდი აქ, ბოლოს მგონი აგვისტოში დავწერე კარგად ვარ მეთქი და იმის მერე დავიკარგე. იმიტომ დავიკარგე რომ საერთო აღარ მაწუხებდა ეგ პრობლემა და ვთვლიდი რომ აქ ჩემი ყოფნა აღარ იყო აუცილებელი სხვებისთვისაც, რადგან მედჰელპი იყო აქ.... (გუშინაც მხოლოდ ახალი წლის მოსალოცად შემოვედი).
როგორც ვხედავ ზოგზოგიერთებმა ჩემთვის გაუგებარი მიზეზით გააგდეს მედჰელპი აქედან, მაგ სიტყვის სრული მნიშვნელობით რადგან მასეთ იაზვურ და ბოროტ გამოხტომებს რაც აქ წავიკითხე მეც ვერ მოვითმენდი. თანაც დათვურ სამსახურს უწევენ "პანიკიორებს". ჯერ ტაკალაშკას მინდა ვუთხრა რომ რასაც ის აქ წერდა არის ძალიან ცუდი დისკუსია, ამ თემაში ხალხს პრობლემები აქვთ და შემოდიან იმიტომ რომ ამ პრობლემებისგან თავის დაღწევა უნდათ, მედჰელპი მათ ეხმარება (ისევე როგორც მე დამეხმარა) და იმის თკმით რომ არ არის მედHლეპი მართალი და არ დაუჯეროთ, მხოლოდ დათვის სამსახურს უწევ ამ ხალხს და რატომ მაგას მერე ავხსნი. დისკუსია შეიძლებოდა იმ Fორმით რომ გეთქვა ჩემი აზრით ზოგიერთებისთვის ეს უფრო კარგი მეთოდი იქნებოდა ანუ ისე რომ იმ ხალხის მოლოდინებში რომელთაც მედჰელპი მართლა შველიდა იმედები არ გაგეცრუებინა, და ეს მასეა შენ თუ გამოვლილი გაქვს ეგ "დაავადება" უნდა იცოდე რომ მაგ დროს ადამიანი ყველა პატარა დეტალს (ანუ შენც იგულისხმები მაგ დეტალებში) ყურადღებას აქცევს. პატრიციაზე ლაპარაკი არ მინდა საერთოდ, რებბს წერს საერთოდ არ უფიქრდება, ან თუ ხვდება და ისე წერს ძალიან ცუდს აკეთებს. ვინც ფიქრობთ რომ მედჰელპსაც პანიკური აშლილობა აქვს და ამ "დაავადებისგან" არ არსებობს ასე მალე განკურნება და სხვებს იმედებს უკლავს, მაშინ მე გეტყვით რომ აქ ვარ 100% ით განკურნებული და სხვაც მინახავს მასეთი (მოგვიანებით დავწერ).
* * *
მოკლედ ეგ აშლილობა დამეწყო დაახლოებით თუ სწორად ვიხსენებ მარტის თვეში, საზღვარგარეთ ვარ სტუდენტი, ვცხოვრობ მარტო. ვიყავი ძალიან ცუდად. გულის შეტევის გამო შუაგამისას გამოვვარდნილვარ სახლიდან და ჩემ მეგობართან წავსულვარ, ექიმები ისევე როგორც თქვენ შემთხვევაში მეუბნებოდნენ სრულიად ჯანმრტელი ხარო. მეგონა რომ ვგიჟდებოდი, თავს მოვიკლავდი და რაღაც ასეთები, მომავლის იმედი დავკარგე აბსოლიტურად ყველაფრის აზრი, ბოლოს უნივერსიტეტში დავანებე სიარულს თავი, "დაჟე" მუშაობასაც შევეშვი, ეს მაშინ როცა მარტო ვინახავ ჩემ თავს და არავინ კაპიკით არ მეხმარება.... ერთი სიტყვით ძალიან ცუდად ვიყავი, მქონდა დეპრესიის და აგორაფობიის თუ რაც ქვია (ანუ სახლში რომ იკეტებიან) მაგის დასაწყისი. ჰოდა მაშინ უკვე რომ მივხვდი ძალიან ცუდად იყო საქმე, ფორუმში დავპოსტე, მედიცინაშიც და ფსიქოლოგიაშიც. ჩემი გახსნილი თემები და დაწერილი პოსტები:
კითხვა კარდიოლოგთანიზმენებიიზმენები ... ---- ეს სადაც მედჰელპი გამომეხმაურა და თემაც გახსნა.
* * *
მაგ მომენტიდან შეიცვალა ყველაფერი, მედჰელპის დაწერილი რომ წავიკითხე და პმ ში მიმოწერა გვქონდა ვთვლი რომ მაშინ გამოვჯანმრტელდი 90% ით. იმიტომ რომ ეს "დაავადება" ჩემი აზრით მაშინ არის "საშიში" (საშიშში დეპრესიას ვგულისხმობ და ნერვების გაფუჭებას, თორე სადაც რამე წავიკითხე მაგ დაავადების გამო გაგიჟებული და მომკვდარი ვერავინ ვნახე, როგორხ მედჰელპმა თქვა) როცა ადამიანმა არ იცის რა ჭირს.
ეხლა დავწერ კიდევ ერთხელ ჩემ სიმპტომებს და იმას თუ საიდან ისწავლა ჩემმა ტვინმა ეგ სინპტომი და საერთოდ ჩემ აზრს მაგ "დაავადებაზე". ერთხელ მაგვს პლანი მოწეული, და დამემართა იზმენა ზუსტად მაგ იზმენის სუსტ ფორმებში ვლინდებოდა ჩემი პანიკური აშლილობა ანუ: მქონდა პირველი ტალღა მაგ პირველი შიშის ტალღაზე ემატებოდა მეორე შიშის ტალღა და ადიოდა ზევი და ზევიტ პანიკის შეტევამდე სურათს მივაბამ თუ შევძელი...
* * *
აი ამ სურათზე მაქვს დახატული ჩემი პანიკის დაწყება, თავიდან ფიქრით იმაზე რომ პანიკა შეიძლებოდა დამწყებოდა, ვიწვევდი ჩემში შიშს და მოდიოდა შიშის პირველი ტალღა, მაგ პირველი ტალღის გამო ვხვდებოდი რომ ეხლა იწყება და უფრო მეტად მეშინოდა ანუ მოდიოდა მეორე უფრო დიდი ტალღა მაგავე დროს გულის ცემა მიჩქარდებოდა და უფრო ვრწმუნდებოდი იმაში რომ პანიკა მეწყება და ბოლო ბოლო მიდიოდა პანიკის შეტევამდე. ყოველთვის რათქმა უნდა არ მიდიოდა პანიკამდე რადგან ვისწავლე ყურადგების გადატანა, ან გადავბრუნდებოდი გვერდზე თუ ვიწექი ან ფეხს გავიქნევდი, ამიტი ტალღები ქრებოდა. მეტწილად უმოძრაო მდგომარეობაში მეწყებოდა ეგ გრძნობა განსაკუთრებით როცა გულის ცემას ვგრძნობდი, ეს თქვენც შეგიძლიათ შეამოწმოთ, დაძინებისას გულზე ხელი დაიდეთ და ისე სინჯეთ დაძინება, თუ გულის აჩქარების გამო ხართ შეშინებულები მაგ პანიკის დროს, ძალიან უსიამოვნო შეგრძნება გექნებათ (ჩემი აზრით) ასევე მაგიტომაა რომ არმბობტ მარშუტკაში არ შემიძლიაო, პანიკა მეწყებაო, ეგ იმიტომ რომ მარშუტკაში მიჭუჭყული ზიხარ შენი გულის ცემა კარგად გესმის, უსიამოვნოგარემოა და ყურადღების გადატანასაც ვერ ახერხებ, ვერც ხელს გაიქნევ და ვერც ფეხს, ვერც წამოხტები და ვერც რაღაცას დაარტყავ...ან კიდევ ფიზიკოსო

რომ ამბობ მანქანით ჩქარა სიარული მშველისო, ეგ იმიტომ რომ შენი ტვინი სხვა რამეზე გადაერთვევბა ხოლმე, იმის შიშზე რომ არ დაიმტვრე ან კიდევ უბრალოდ კონცენტრაცია შენი გულის ცემიდან სხვა რამეზე გადაგაქვს და მაგიტომ გშველის ჩემი აზრით

ანუ სხვანაირად რომ ავხსნა ეს "დაავადება" არის პატარა ცუგასავით რომელიც გიყეფს, იმიტომ რომ გეშინია და უფრო მეტად გიყეფს თუ ძაან გეშინია ბოლო ბოლო შელება გიკბინოს კიდევაც, ანუ ეგეც შენი პანიკის შეტევა და ისევე არაფერი მოგივა მაგ პანიკის შეტევით როგორც მაგ ცუგას ნაკბენით. მხოლოდ ის რომ შეიძლება უფრო მეტად შეგეშინდეს იმ ცუგასი მარა ბოლო ბოლო როცა იქნება მაგ ცუგასიჩ აღარ შეგეშინდება და სდრუზავ ერთს ანუ ყველანი ჩემი აზრით გადალახაავთ მაგ პრობლემას (თუ გინდათ რა თქმა უნდა). შენთვის ფიზიკოსო ეგ ცუგა ქალაქ გარეთ დარბის, და გაჩერებულ მანქანაშია ხოლმე. შენთვის კიდევ აგორაფობო (თუ როგორც ქვია) სუპერმარკეტშია ეგ ცუგა და გარეთ სხვაგან. პრობლემიდან გამოსვლა იქიდან იწყება რომ მაგ ცუგასი არ უნდა შეგეშინდეს, ანუ ის პირველი ტალღა სურათზე რომ არის ისე უნდა გადაატარო რომ არ შეგეშინდეს და მეორე ტალღაც არ დაემატება, ის ცუგა გაჩერდება თუ არ შეგეშინდება

. მე მაგედან დავიწყე, მედჰელპის რჩევა იყო, ერთხელაც თქვი რაც უნდა ის ქნასო და არ შეგეშინდესო, მასეც მოვიქეცი და პირველმა ტალღამ გადაიარა ისე რომ არ შემშინებია, მერე კიდე ერტი ორჯერ ვქენი მასე, დაბოლო ბოლო მაგ ტალღების გამოწვევა ვეღარ მოვახერხე

ეგ იმიტომ რომ ჩემმა ტვინმა გაიგო რომ არ ყოფილა ეგ საშიში ტყუილად პანიკდებოდა თურმე. ეგ რათქმაუნდა 1 დღეში არ მომხდარა და რამოდენიმე დღე გრძელდებოდა მაგაში დარწმუნება. ჩემი აზრით ისიც მართალია მედჰელპმა რომ თქვა გადამისამართება შეილება მაგ გრძნობისო (არ ვიცი აქაც უწერია თუ მარტო პმ ში მითხრა) როგორც კი ნაცნობ გრძნობას მივამსგავსებდი, ანუ პანიკის დასაწყისს 0 წერტილს, მიმართულებას ვუცვლიდი და წარმოდგენას ვიქმნიდი სხვა გრძნობისას მარა ბოლოს შევეშვი იმიტომ, რომ ყოველ მაგ გრძნობაზე ორგაზმი კაი არ უნდა ყოფილიყო

ანუ ხვდებით რასაც ვგულისხმობ

.
* * *
მაგას ადრე თუ გვიან ყველანი გაიგებთ და ყველას მოგეხსნებათ ეგ პრობლემა მე დარწმუნებული ვარ, მარა სწრაფად რომ მოგეხსნათ კარგი იქნებოდა თუ მედჰელპის რჩევებს გაითვალისწინებდით და რატომ:
ყველაზე დიდი რჩევა მედჰელპისა რაც მე მომცა იყო ის რომ მითხრა წაიკითხე მაგ დაავადებაზეო, გერმანული ვიცი და ცოტაოდენი რაღაც წავიკითხე. რაც არ უნდა წამეკითხა ყველაფერში მედჰელპის ნათქვამები მახსენდებოდა და მიკვირდა ეს ამდენი როგორ წაიკითხა მეთქი, ან გერმანული საიდანიცოდა მეთქი. სინამდვილეში კიდე გერმანულის ცოდნა საერთოდ არ არის საჭირო, უბრალოდ რასაც მედჰელპი ამბობს ყველა ენაზე ერთი და იგივეა და ძაან გავრცელებული მკურნალობის მეთოდია, ასე რომ ის მაგალითები რასაც მედჰელპი ყვება წაკითხულიდან და თავისი გამოცდილებიდან ჰგავსდანარჩენ მაგალითებს სადაც ამ "დაავადებაზე" რამე წერია. ეგ კოგნიტური ქცევის თერაპია "kognitive Verhaltenstherapie" რასაც მედჰელპი გამოიყენებს არის გერმანიაში პანიკური აშლილობის მკურნალობის საუკეთესოდ აღიარებული მეთოდი (ვინც გერმანული იცით აი ლამაზად გაკეთებული საიტი
http://www.dr-gumpert.de/html/panikattacke.html ზოგადად წერია ყველაფერი). ჩემი მეგობარი გერმანელის დას ჰქონდა პანიკური აშლილობა და მაგ მეთოდით უმკურნალეს, არადა თავიდან სანამ გაიგებდნენ დედამისი დაიტანჯა, ცალცალკე ცხოვრობენ და შუაღამისას ურეკავდა დედამისს ჩქარა მოდი ჩემთან ვკვდებიო. ბოლო ბოლო 2 თვეში სრულიად განიკურნა, მე რომ ველაპარაკე მითხრა ერტ ოთახში ვიჯექით ეს პანიკიორებიო, ყველა თავის სიტუაციას ყვებოდაო, და ბოლო ბოლო რა აზრიც მე გამოვიტანე იმ ფსიქოლოგმა დაარწმუნა რომ არ არის არაფერი საშიში და პროსტო დაიკიდეთო რა.....
* * *
მოდი ცოტა ვიკაიფოთ

აბა ხელები, ფეხები და თავის კანკალი დაიწყეთ და იძახეთ " ბაბ ბაბბაბაბბაბა", მერე ერტხელ კიდე გაიმეორეთ ვითომ პანიკაში ხართ

არ გეცინებათ?

აი ეგაა თქვენი პანიკა და მეტი არაფერი

როგორც არაფერი დაგაკლდათ ისევერ არაფერი დაგაკლდებათ, უბრალოდ დროს კარგავთ ნერვიულობით და მეტი არაფერი, თორე ეგ რომ საშიში არარის მაგას 100% მიხვდებთ როცა იქნება, რომ არ კვდები ბოლობოლო ხომ კითხავ შენ თავს როდესმე რომ აჰა 2 წელი გავიდა ჰა რა ეხლა

როდემდე ბოლო ბოლო, არ ვკვდები და რიგასი მეშინია. რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას თუ სახლში ვიქნები გამოკეტილი.... მაგ აგორაფობიასაც როგორც მედჰელპმა თქვა შველიან მაგ შიშთან დაპირისპირებით (თანდათანობით რათქმაუნდა და არა ისე როგორც ტაკალაშმა გაუკეთა მედჰელპის სიტყვებს ინტერპრეტირება და გააკრიტიკა, ობობის თავზე დასმაო და რაღაც თუ სწორად მახსოვს), მაგ გერმანულ საიტზეც წერია ზევით რომ დავდე. არ ვიცი ენები როგორ იცით, მე ალბათ გამიმართლა რომ გერმანული ვიცოდი კარგად და წავიკითხე ცოტაოდენი რამ და მედჰელპი აქ მაგიტომ იყო კარგი რომ ქართულად გითარგმნიდათ პრაქტიკულად იმ მთავარს რაც ინტერნეტში და არამარტო ინტერნეტში წერია....
* * *
ძალიან მინდა დაგეხმაროთ, ვიცი რომ რთულია ძალიან არ ვიცი რამდენად სერიოზულად ხართ დაპანიკებული მაგრამ ეჭვი მეპარება ჩემნაირად ყოფილიყავით, მაგალითად ფიზიკოსო შენ მუშაობა შეგიძლია სამუშაოდ დადიხარ, მე კიდევ მუშაობასაც შევეშვი მაშინ და ლექციებზეც აღარ/ვეღარ დავდიოდი და როგორც ხედავ სრულიად არღარ მაქვს პრობლემა. თუ გერმანული და ინგლისური არ იცით რუსულზე სათარგმნი პროგრამები ხომ არის და სშეეცადეთ გადათარგმნოთ, უბრალოდ არ ვიცი რამდენად სანდოა ეგ პროგრამები, რამე ცუდად რომ გადათარგმნოს უფრო არ დაგაპანიკოთ

მე ძალიან ცოტა დრო მაქვს თორემ დიდი სიამოვნებით გადაგითარგმნიდით, ვსწავლობ და 20 საათი კვირაში ვმუშაობ პრეზენტაციები და რაგაცეებიც მაქვს გასაკეთებელი

ისე ძალიან მაინტერესებს რა პროფესიის ხალხი ხართ... ლოგიკურად ყველანი კარგად მსჯელობთ

იქ ზურიელა ფიზიკოსიო მეც აქ გიჟი მათემატიკოსი ვარ ეხლა ფინანსებს ვსწავლობ, მგონი ეს პრობლემა მართლა "ცოტა" ტვინიან ადამიანებს შეიძლება დაემართოს

(იმას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა რომ ვისაც არ აწუხებს უტვინოაო, უბრალოდ უტვინო ვერ ვნახე ეს პრობლემა რომ აწუხებდეს) "დაჟე" ტაკალაშის პოსტები რომ წავიკითხე, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ მის მიმართ სიმპათიურად განწყობილი, უნდა ვთქვა რომ ძალიან ნაკითხი ადამიანის შტაბეჭდილება დატოვა....
მოკლედ ყველას გისურვებთ ამ პრობლემის მალე გადალახვას, და დამიჯერეთ თქვენც ისევე გაგეცინეთათ თქვენ თავზე როგორც მე მეცინება ეხლა, როცა ვიხსენებ თავსროგორ ვიპანიკებდი
მედჰელპს კიდევ მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვუხადო, იმისთვის რაც მან მე გამიკეთა და არა მარტო მე. ძალიან კარგი ადამიანი ხარ, რომ შენ დროს რაც შენთვის გასართობად შეგეძლო გამოგეყენებინა აქ ჩვენ გვითმობდი, მართლა სიტყვები არ მყოფნის ჩემი მადლობის გამოსახატავად. იმედია როდესმე შემოხვალ ისევ აქ და წაიკითხავ ჩემს მადლობას, და გაიგებ რომ არის როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი რომელსაც შენ ძალიან ძალიან დაეხმარე
This post has been edited by jemliko on 2 Jan 2010, 17:19
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)