შიხანის პანიკის შეფასების სკალა გასაღები: 0. არა 1. მცირედ 2. ზომიერად 3. საკმარისად 4. უკიდურესად ძლიერ
1 ჩასუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა ან აჩქარებული სუნთქვა 0 1234
2 მოხრჩობის შეგრძნება ან ბურთი ყელში 0 1234
3 გული ხტის, ფართხალებს, მზადაა ამოხტეს მკერდიდან 0 1234
4 ტკივილი მკერდის ძვლის საპროექციო არეში, უსიამოვნო სიმძიმის
გრძნობა გულ-მკერდის არეში
0 1234
5 ძლიერი ოფლიანობა, ოფლში ცურვის შეგრძნება 0 1234
6 სისუსტე, გულის წასვლისა და თავბრუსხვევის შეგრძნება 0 1234
7 ”ბამბის ფეხები” - შეგრძნება თითქოს ფეხები არ გემორჩილება 0 1234
8 სხეულის არამყარი მდგომარების შეგრძნება ან წონასწორობის
დაკარგვა
0 1234
9 გულის რევის ან კუჭის არეში უსიამოვნო შეგრძნება 0 1234
10 შეგრძნება, რომ გარშემო ყველაფერი არარეალური, უცნაური,
ბურუსით მოცული ან დაშორებული გახდა
0 1234
11 შეგრძნება, რომ ყველაფერი მიცურავს (”სხეულის გარეთ
ვარსებობ”)
0 1234
12 სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება 0 1234
13 შეხურების ან შეცივების შეგრძნება 0 1234
14 კანკალი (ტრემორი) 0 1234
15 სიკვდილის შიში ან შიში იმისა, რომ ახლა რაღაც საშინელება
მოხდება
0 1234
16 ჭკუაზე შეშლის შიში ან იმის შიში, რომ საკუთარ თავს ვერ
მართავ
0 1234
17 შფოთვის (განგაშის) მოულოდნელი შეტევები, რომელსაც თან
ახლავს 3 ან მეტი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი – აღმოცენებული
უშუალოდ ისეთი სიტუაციის წინ ან მასში მოხვედრისას,
რომელსაც თქვენი გამოცდილებით შეუძლია შეტევა გამოიწვიოს
0 1234
18 შიშის მოულოდნელი შეტევები, რომელსაც თან ახლავს 3 ან მეტი
ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, აღმოცენებული მცირე საბაბით ან
საბაბის გარეშე (ე.ი. როდესაც თქვენ არ იმყოფებით ისეთ
სიტუაციაში, რომელსაც თქვენი გამოცდილებით შეუძლია შეტევა
გამოიწვიოს)
0 1234
19 უეცარი, მოულოდნელი შეტევები, რომელსაც თან ახლავს 1 ან 2
ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, აღმოცენებული მცირე საბაბით ან
საბაბის გარეშე (ე.ი. როდესაც თქვენ არ იმყოფებით ისეთ
სიტუაციაში, რომელსაც თქვენი გამოცდილებით შეუძლია შეტევა
გამოიწვიოს)
0 1234
20 პანიკის (შფოთვის) პერიოდები, რომელიც მატულობს იმისდა
მიხედვით, როდესაც თქვენ ემზადებით გააკეთოთ ისეთი რამ, რასაც
თქვენი გამოცდილებით შეუძლია გამოიწვიოს განგაში, თანაც იმაზე
ძლიერი, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა ასეთ სიტუაციაში განიცდის
0 1234
21 ისეთი სიტუაციის თავის არიდება, რომელიც თქვენ გაშინებთ 0 1234
22 მდგომარეობა, როდესაც სხვაზე ხართ დამოკიდებული 0 1234
23 დაძაბული ხართ და არ შეგიძლიათ მოეშვათ (მოდუნდეთ) 0 1234
24 განგაში (შფოთვა), `ნევროტულობა”, მოუსვენრობა 0 1234
25 მომეტებული მგრძნობელობა ბგერის, სინათლის და შეხების მიმართ 0 1234
26 ფაღარათის შემთხვევები 0 1234
27 გადამეტებული წუხილი საკუთარ ჯანმრთელობაზე 0 1234
28 დაღლილობის, სისუსტის და გამოფიტვის შეგრძნება 0 1234
29 თავის ტკივილები ან ტკივილი კისრის არეში 0 1234
30 ჩაძინების გაძნელება 0 1234
31 ღამით გაღვიძება ან მოუსვენარი ძილი 0 1234
32 დეპრესიის მოულოდნელი პერიოდები, რომლებიც უმნიშვნელო
საბაბით ან მის გარეშე აღმოცენდება
0 1234
33 გუნებ-განწყობის და ემოციის მერყეობა, რაც ძირითადად
დამოკიდებულია თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე
0 1234
34 განმეორებადი და მოუცილებელი აზრები, წარმოდგენები, აზრები,
იმპულსები ან ხატები, რომლებსაც თქვენ აღიქვამთ როგორც
მძიმეს, უსიამოვნოს, უაზროს და მიუღებელს
0 1234
35 ერთიდაიგივე მოქმედების განმეორება რიტუალის სახით (მაგ.
გადამოწმება, გადათვლები, ხელები განმეორებითი ბანვა), რაც
აუცილებლობით არ რაის გამოწვეული
0 1234
OFFTOPIC:დამუშავება და ინტერპრეტაცია: შფოთვის დონე 30 ქულის ზემოთ ითვლება ანომალურად, ხოლო 80-ის ზემოთ _ მაღალ დონედ. პანიკური აშლილობის დროს საშუალო დონე 57 ქულას შეადგენს, მკურნალობის მიზანი უნდა იყოს განგაშის დონის 20 ქულაზე დაბლა დაყვანა. |
This post has been edited by Ninela on 3 Jun 2010, 20:06