ბურზო ნერვები გაქვს ცუდ დღეში, ეგრე ვიყავი მისაღებს რომ ვაბარებდი მის წინა პერიოდში.. ძალიან დატვირთული გრაფიკის, დიდი და მძიმე ემოციური მდგომარეობის ფონზე.. გიჟიც კი არ ვიყავი, განა ვფსიხობდი და ვჩხუბობდი.. მინდოდა მეტირა, ნამეტანი გულჩვილი გავხდი ))) დედას ტელეფონზე ვეღარ ველაპარაკებოდი ბოლოს, ტირილი მინდოდა და თან უაზროდ. რისთვის და რატომ ვერ ვხვდებოდი, ყელში ბურთი რომ მოგებჯინება და უბრალო რაღაცაზე გინდა იბღავლო.. თუმცა, ეს 2 თვე თუ გაგრძელდა, ყველაფერი მოგვარდა და ესეც სადღაც დაიკარგა )))
გადახედე შენს დღის განრიგს, გადახედე სიტუაცია ირგვლივ, რა იწვევს ამ დაძაბულობას , გადაღლას, რამ გამოიწვია ეგეთი ემოციური ფონი, იქნებ აღმოაჩინო მიზეზი, ან სულაც იცი კიდეც . მთავარია მოეშვა და და კიდევ ამაზე არ ინერვიულო, რატომ მემართებაო, ამით უფრო გაამწვავებ, გაითავისე რომ ეს დროებითია
თუ მიზეზს ვერ პოულობ, და ჩვენც ვერ გაპოვნინებთ..
იქნებ ჩიყვზე გაესინჯო მერე . წარმატებას გისურვებ ))))
კარგ მუსიკებს გვჩუქნი, აღარ გაიმეორო თორე შემიყვარდები

შუტკა
უცხო ყველაფერი კარგად იქნება, ეჭვიც არ შეგეპაროს. ძლიერი ადამიანი ხარ, ვიცი და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე. მადლობა რომ არსებობ, მადლობა მუსიკისთვისაც
felixcount როგორ ხარ ანანო? ორ რამეზე მინდა გამოგეხმაურო..
პირველი ის, რომ კარგია როცა ასეთი წრე ფართოვდება, იცი რატომ? ეს ის წრეა სადაც ადამიანები ერთმანეთს უგებენ, და ხდებიან უფრო მიმნდობნი, თორემ რა.. განა "უბედურების" წრე ფართოვდება.. ეს ის ადგილია სადაც ყოველ ჩვენთაგანს დაედგომება თუ მოისურვებს..
მეორე ის რომ, კარგია როდესაც ახლობელი შენს აზრს ითვალისცინებს, ამაში რასხედავ ცუდს? უბრალოდ რა ფორმით გაწვდის ამას ესაა ჩემთვის საინტერესო და შესაბამისი დასკვნის გამოტანის საბაბი..
დილით, დედას ყოველთვის მოაქვს ყავა ჩემთვის, ოთახში.. მე მადლობას ვუხდი, თან ისე რომ სიამოვნებს, უხარია რომ მე მასიამოვნა და უხარია რომ ვუფასებ ზრუნვას.. მთავარია ფორმა , როგორ მიაწვდი დამოკიდებულებას .. მიმიხვდი? ))))