ესლი ოჩენ' ნადო

დახურავენ თემას, ასე თუ გავაგრძელეთ.
გამარჯობათ, მე ნატო ვარ. მე მასურ ონლაინ როლურ თამაშებს ვთამაშობ.
პრინციპში ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ რატომ იზიდავენ ეს თამაშები ადამიანებს ასე წინა გვერდზე დავაფიქსირე.
ჩემთვის, ვაღიარებ, არაერთხელ ყოფილა "გაქცევის" შესაძლებლობას.
თამაშისას, ძირითადად wandering around-ით ვარ დაკავებული. უბრალოდ დავდივარ სადღაც, რაღაც "აღმოჩენებს" ვაკეთებ.
არ მიყვარს PvP. შემიძლია სამი საათი ვიარსებო საწინააღმდეგო ფრაქციის მოთამაშესთან ერთად, თუ ის, ასევე წყნარად იარსებებს ჩემს გვერდით.
ძალიან ვბრაზდები, როდესაც რამეს ვაკეთებ და ვიღაცეები "მგანკავენ"(ა.კ.ა. მეპარებიან და მკლავენ). ბუნებრივია, ყოველთვის გულუბრყვილოდ ველი, რომ არაფერს დამიშავებენ, "მე ხომ არაფერს ვაშავებ?".
ხო, კიდევ თამაშში ბევრად უფრო მკვეთრად მაქვს გამოკვეთილი ფემინინური მიდრეკილებები, ვიდრე ცხოვრებაში. მაგალითად, რეალურად, არ მაღელვებს შოპინგი, ტანსაცმელი. თამაშში, უამრავი უსარგებლო "რობა" მიყრია ბანკში, იმიტომ რომ "ლამაჟია"

...
სხვა თამაშებს რაც შეეხება, არ მიყვარს შუთერები, ძალიან საშიში თამაშები. უფრო ქვესტები მიზიდავს "წადი იქ, არ ვიცი სად, მომიტანე ის, არ ვიცი რა".
სიმულატორი თამაშები მიზიდავს. სიმსი, მაგალითად ))
კიდევ, უამრავი "წვრილ-წვრილი" თამაში. Facebook-ში მაგალითად.
კიდევ თუ გამახსენდება რამე, დავამატებ.