#15938673 · 12 Oct 2009, 10:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nnino
QUOTE | ჩემს ქალაქში, გორში ყოველ მეორეს (თუ ყველას არა) ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა ომის შემდეგ. ჰუმანიტარული დახმარება კი იყო, მაგრამ მოსახლეობასთან ფსიქოლოგებს არ უმუშავიათ (წესით ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ფსიქოლოგთა ჯგუფები მუშაობენ ხოლმე ამაზე). |
მოდი შეძლებისდაგვარად ჩამოვაყალიბოთ ომისშემდგომი სოცილაური სიტუაცია ფსიქოლოგიურ ჭრილში და მერე განვიხილოთ საკითხი, თუ რა შეილება აქ გააკეთოს ფსიქოლოგთა ჯგუფებმა.
საზოგადოებრივი დეპრესიის მიზეზები 1) ომი, რომელიც არ გვიომია წავაგეთ. 2)ადამიანებმა მიიღეს უზარმაზარი ეკონომიური ზარალი და მორალური სტრესი 3)ყოველივე ამის ფონზე, ყოველ დღე, ხელისუფლება თავის ჯიბის მედია-საშუალებებით, გაუბედურებულ და ცხხოვრებაახდილ ხალხს სახეში აფურთხებს და ეუბნება "ჟუჟუნა წვიმა" იმღერეო!
ახლა მითხარით ...რა შეულია ამ ომისშემდგომ პოლიტეკონომიურ კრისისულ სიტუაციაში ფსიქოლოგთა ჯგუფებს?!...გრუზავიკით იარონ და ხალხს კოკაინი დაურიგონ?!...სხვა რითი დაარწმუნონ ეს ხალხი, რომ ყველაფერი კარგადაა, ომიც მოგებულია და "ქათამიც ქვაბშია და იხარშება"..... უნდა გაუძლონ ?!...რას უნდა გაუძლონ და რამდენი რამე აიტანონ?! -მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროს მამაპაპისეული სახლ-კარის და ბაღ-ვენახების დაკარგვას...კონცლაგერებში ცხოვრებას და ყოველივე ამას დამატებული ,,,პარანოიკი ხელისუფალის ყოველდღიურ გამარჟვების ყიჟინას?!
მაპატიეთ მაგრამ ასეთ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს ნეიროქირურგთა ჯგუფები თუ იხსნის ამ ყოველდღიური პერმანენტული სტრესისგან...ტვინის გარკვეული უბნების გაუქმების გზით!
....სამწუხაროდ აქ ფსიქოლოგია უძლურია ამ მოსახლეობასთან მუშაობის მიმართებაში , რადგან სტრესის წყარო, რომელიც მუდმივად მოქმედებს, არა ამ მოსახლეობაშია არამედ ხელისუფლების მოსახლეობასთან დამოკიდებულებაში!...ეს კი უკვე პოლიტიკური საკითხია და მისი გადაწყვეტა ისევ პოლიტიკურად უნდა მოხდეს ამ მოსახლეობის მიერვე!!!
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|