GITANAკი, სამყაროში სწორედ მიწიერი და არამიწიერი გავაერთიანე
ფილმებში, რომანებში, ზღაპრებში- იმარჯვებს , იმიტომ რომ ეს სურს ადამიანს, მოთხოვნაა ასეთი, ანუ ადამიანი მიდრეკილია სიკეთისკენ, თუ თავად არ აკეთებს, სხვისგან ითხოვს
ისევე როგორც საზოგადოებას სჭირდება გმირები
რომ დაუკვირდე, დიდი პროცენტი ადამიანებისა მიზეზობს იმას რომ ცხოვრებაა მტაცებელი და მას სხვანაირი ცხოვრება არ შეუძლია, უწევს ჩაებას ამაში
არადა ამ ცხოვრებას ვქმნით ჩვენ
იქნებ ესეც თვალის ახვევაა, მოთხოვნა-სიკეთის
მაგრამ, რატომ არსებობს სინდისი? რატომ ქენჯნით ადამიანებს ? და რატომ აქვს მოტივაციას დიდი მნიშვნელობა?
ბრძოლაში რატომ არის ის მხრარე ფსიქოლოგიურად მდგრადი რომელსაც მიაჩნია რომ სიმართლისთვის იბრძვის?
ავიღოთ აგვისტოს მოვლენები
ორივე მხარე იბრძვის არა მხოლოდ ხელებით, არამედ ინფორმაციულად, ვინ უფრო სამართლიანია, ვინ იცავს და რას- ამაზეააცენტი
მაშ რისთვის? ადამიანებისთვის
ჯარისკაცებს აბოლებენ, თავის მებრძოლებს, რისთვის? იმისთვის რომ ფსიქოლოგიურად ძლიერი იყოს, თითქოსდა სამართლიანია
ყველა ნიღბად იფარებს სიმართლეს, სამართლიანობას. თუ საკუთარი თავისთვის არა - ხომ დანარჩენებისთვის?
ანუ ადამიანში დევს -ბოროტი მარცხდება, ბოროტი ხიხიაა, იმარჯვებს სიკეთე, უნდა ვიბრძოლოთ სიმართლისთვიც
ცალკეა ჩვენი ბუნება-ხარბი
ვეპოტინებით, ვიპყრობთ, საჭმლისთვის, ძალაუფლებისთვის- ესეც გამართლებაა, ანუ ჩვენ ყველაფერს ვამართლებთ
მშიოდა, მწყუროდა,მჭირდებოდა და ამიტომ დავიპყარი
გამართლება რისთვისაა საჭირო? იმისთვის რომ დაიცვა პოზიცია
რისგან?
თუ ჩვენში არ დევს "სამართლის აღსრულება" თუ ჩვენთვის სულ ერთია, აღარაფერს მოვუძებნიდით გამართლებას
ის კი მართალია, რომ ქვეყნად ბევრი უსამართლობა ხდება, რომ ზღაპრებში იმარჯვებს ყოველთვის, და ეს იმიტომ რომ ეს გვინდა
გვინდა ერთია და როცა ყველა ინდივიდუალურნი ვართ, ხდება შეჯახება, სურვილების
ეს იწვევს ბრძოლას
კი მტაცებლები ვართ ამიტომ, ყველა იბრძვის თავისთვის, თავისი სურვილებისთვის
მაგრამ ხომ შემიძლია ვიბრძოლო სიკეთისთვის, თუ ეს ჩემი სურვილია? შემიძლია , მაგრამ ყველას ეს არ უნდა იმდენად, რამდენადაც იბრძვის
მაგრამ კარგ ადამიანებსაც შეუძლიათ მოიპოვონ მისი წილი ბედნიერება. იმიტომ რომ ის ბედნიერება, რაც სხვისი უბედურებითაა მოპოვებული მხოლოდ ბოროტებისაა .. ის იქ ჰპოვებს , ისე რომ კმაყოფილია.. მაგრამ ბედნიერი, არის ვინმე? საქმე ისაა რომ მიწიერს ზეციერი განაგებს, ყველა აგებს პასუხს..
სიკეთე თავისი არსით ყოველთვის გამარჯვებული იქნება, მერე რა რომ ირგვლივ ბრძოლაა..
თუ ყველა ბოროტი იქნება და ისე იბრძოლებს, ყველა გამარჯვებული იქნება განა? ყველა ბედნიერი იქნება?
ყველა-არასოდეს იქნება გამარჯვებული
სიმართლეა ის რომ ბევრს 'იმკის' ყველაფერზე წამსვლელი, ბევრს იღებს , მაგრამ არა ყველაფერს
კარგი ადამიანიც შეიძლება მიაწვეს და სიმართლით გაიტანოს, მიაღწიოს, თუ ვერ მიაღწევს, ბოროტი რომ ყოფილიყო იმ შემთხვევაში გახდებოდა რამეს?
გახდებოდა რაღაც ვარიანტებში კი, შესაძლებელია მაგრამ .. ყველა რომ ბოროტად იქცეს, ჩათვალე რომ ქვეყნის აღსასრული დამდგარა..
* * *
საბოლოოდ კი, ერთის თქმა შემიძლია..ყველაფერი იქყება იქედან, რომ ჩვენ ყველანი ვიმართებით შიშის ფენომენიდან
შიშით რომ არ ვიქნებით და თუ ვიქნებით, ცუდად ვიქნებით
შიში გვასწავლის სიყვარულს
თავიდან მოდის შიში სიკვდილის, აღსასრულის. შეგვამეცნებენ რა.. რომ ამ ქვეყნის გარდა კიდევ არსებობს ირეალური სამყარო- ჯოჯოხეთის
შემდეგ ვსწავლობთ სიყვარულს, სიკეთეს
როდესაც თავის გადარჩენისთვის გზებს ვეზებთ , 'ვსწავლობთ' უფალს და მის სიყვარულს
სამწუხაროა, მაგრამ ასეთია ჩვენი ნატურა - ბრძოლა სიამისთვის
"შიში შეიქმს სიყვარულს " ამ შემთხვევაში ზუსტად ჯდება
ამაზეც ბევრს დავწერდი.. იმიტომ რომ შეიძლება ახლა სხვანაირად ჟღერდეს რაც ვიგულისხმე.. ალბათ მკრეხელურად.. მაგრამ, აღარ განვავრცობ ( ამ ეტაპზე მაინც).. იყოს კიდევ ერთი მკრეხეობა ჩემს კისერზე
* * *
ღირს ცხოვრება ..
ზუსტად იმდენი - რა ფასსაც დავადებთ