მე გეკითხები:
რატომ თენდება და
შენ დახედავ თითებს...
შემცივნულს უფრო...
მხრებს გადაღმა და ცხრა თვალს იქით-
ყველაზე ჩუმად, ყველაზე წყნარად
ახლა თითები იღიმებიან...
ახლა უკვე...როცა გათენდა
თითებზე მაინც ღამის ფერი
რატომ გეტყობა...
რის გამო დგება ასე ფრთხილად,
ასე შეპარვით, ის დრო როდესაც-
შენს ხელებზე უნდა ვიარო...
ჯერ ყველა ღრმულში სათითაოდ გადავიჩეხო,
ხელისგულზე კი დაგაწყვიტო-
სიკვდილის და მერე სიცოცხლის...
წვრილი ძაფები...
საბოლოოდ რომ გორგალივით სიმშვიდე შევქმნა.
და გეკითხები-
რატომ მიგაქვს სხვასთან ხელები
და სულში უწყობ.
თუ ბოლოს მაინც
ჩიტებივით მოიყვან ჩემთან-
ბავშვმა, რომ მოკლა
და თან იცი, რომ ვეღარ ვუშველი.
შენ საპასუხოდ ახლა ხელებს უნდა იჭრიდე...
ფანჯარას აღებ..
და გეკითხები :
რატომ გათენდა თუ წახვიდოდი?

გეკიტხები საყვარელო
რატომ გიჭირს
ნინო ტკბილო ....რატომ არასდროს გაქვს ჩემს კითხვებზე პასუხი?
შიგნით მერევი.