ნუგეშინია ლი
ნუ გეშინია

ნუ გეშინია
ნუ გეშინია, ლი... ჩშშ.. ნუ გეშინია...

კარგი გოგო ხარ რომ გუშინ პირველ საათამდე დაიძინე
კარგი გოგო ხარ რომ დავალება ასი პროცენტით შეასრულე
კარგი გოგო ხარ რომ სუუულ ყველას დაუკავშირდი
კარგი გოგო ხარ რომ არაფერი შეგშლია
კარგი გოგო ხარ რომ კოხტად ჩამოწერე ყველაფერი
კარგი გოგო ხარ რომ მეგობრისთვის ფული დაგრჩა
კარგი გოგო ხარ რომ მეგობარზე ფიქრობ
კარგი გოგო ხარ რომ სიყვარული შეგიძლია
კარგი გოგო ხარ რომ მეწვრილმანე არ ხარ
კარგი გოგო ხარ რომ შემოქმედებითი ნიჭი გაქვს (აქ მე რა შუაში ვარ...)
კარგი გოგო ხარ რომ დედასთან ჩხუბს დარდობ ხოლმე
კარგი გოგო ხარ რომ სიკვდილი გახსოვს
კარგი გოგო ხარ რომ ტანსაცმელი მეტ-ნაკლებად მოაწესრიგე
კარგი გოგო ხარ რომ ცდილობ იყო მოწესრიგებული
ცუდი გოგო ხარ რომ ცალსახა თვითკრიტიკა გჩვევია

კარგი გოგო ხარ რომ ცდილობ დალაგდე
კარგი გოგო ხარ რომ როცა ეს არ გამოგდის წლების განმავლობაში, გულს მაინც არ იტეხ
კარგი გოგო ხარ რომ ფორუმებზე არ წერ
კარგი გოგო ხარ რომ ინტერნეტს გამოეთიშე
კარგი გოგო ხარ, მიყვარხარ

წადი ახლა და ნუ მოიწყინე. ჩემი საყვარელო, ჩემო პატარა გოგონა, ჩემო შეშინებულო, ჩემო გულჩვილო და საყვარელო

ნუ მოიწყინე. ყველაფერი კარგადაა, რა გაშინებს ან რა განერვიულებს? დამშვიდდი. გახალისდი. და წადი, ცოტა დაიძინე.