Utopianრომ არ ვიცოდე როგორ გაკადრებთ

------------------------------------------------
ამ ლექსების და ღამის ფონზე, გამახსენდა.. ამოვქექე ჩემი ძველი ბლოკნოტები , მოკლედ ( იმ დღეს სამეცადინოს ვეჯექი და ეს ერთი ამოსუნთქვით წავიკაიფე )
16 ივნისი. 2005 წელი

"აბდა -უბდა"
ქარი ქრის, ღამეა, მთვარეა
დარდია, მოგონებები მწარეა,
აქ აწმყო ვერაფერს გვპირდება
მომავლის იმედი გვიკვდება.
საშინელ ფიქრებში ჩაფლული,
ამ ქვეყნის ავ-კარგში ჩართული,
ვსუნთქავ და მე მესმის ქართული-
ლამაზი ბგერებით დართული
იქ, სადღაც შორს, კვნესის გიტარა
სხვის ბედის ჯოკერმა იტარა,
მის სულში მზის შუქმა იდარა
მე კიდევ არ ვიცი მინდა რა
ეს ქარი ხელს მიშლის მაწვალებს
მიფანტავს ფიქრებს და მაწამებს
მიწეწავს თმებსა და სულს
მისრისავს გრძნობას და გულს.
მინდა რომ დავწერო ფიქრი
მე ისევ სივრცეში მივქრი
არ მინდა დასვება თავქვე
მინდა რომ მე დავრჩე აქვე
ღრუბლებში დავიდო ბინა
ფიქრებით დავსახლდე აქ
და აღარ დავბრუნდე, გინა
ხანდახან დავეშვა აქ
ცაზე რომ ვარსკვლავი მოსწყდა
და ქარმა წაიღო შორს
სისწრაფით მაგონებს ფრინველს:
შევარდენს, არწივს და ქორს
ვუცქერი ბუნების ბორგვას
და შიშით მოველი წამს
როდესაც ღრუბელი შავი
გაისვრის აქ პირველ ნამს
ელვა რომ ცას ორად გახევს
გრუხუნი სიწყნარეს დახევს
მისწვდება მთასა და ბარს
დალეწავს სიმშვიდის კარს
ქარი ქრის, როგორც ზღვა ღელავს
და გრძნობას საამოს ქელავს
ვუცქერი მაღლა და ფიქრი
კვლავ დაბრუნებას ბედავს!
ცაზე რომ ვარსკვლავი მოსწყდა
და ქარმა წაიღო შორს
სისწრაფით მაგონებს ძერას,
შევარდენს, არწივს და ქორს
თეო.ჯ
Barklai რისი მდლობა , პირიქით, სასიამოვნო სიზმრებს გისურვებ
This post has been edited by teoj on 24 Dec 2009, 02:32