დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა... ვადევნებდი თვალს წინა თემის ბოლო ფურცლებს და არ მინდოდა დაწერა... არ ავხსნი რატომ...
ერთხელ მთელი ნახევარი გვერდი დავწერე, მინდოდა მეთქვა, მეყვირა, მაგრამ წავშალე და ჩუმად გავედი....
ახლა ვწერ, მინდოდა დაწერა, მაგრამ ერთმა ადამიანმაც მიბიძგა და მადლობა მას მოხეტიალეს....
საკმაო დრო გავიდა..ბევრი მოხდა..ბევრი დაიწერა , წაიშალა... ვიღაცამ მოიტყუა, ვიღაცამ დაიჯერა, ვიღაცამ გაიმარჯვა, და მაინც ისევ მარტოობა... სიცივე, უნდობლობა... მთელი დღეები კარნავალებით, ნიღბების გაკეთება მოხსნით, და თამაშიტ, რომელშიც შენ თავსაც კარგავ, და უკვე გვერდიდან უყურებ, გინდა დაუძახო უყვირო "გეჩერდი" ამას ასე ნუ გააკეთებ მაგრამ არ ესმის (ან ესმის) მაგრამ არ ჩერდება... აკეთებს იმას რაც ხშირად სისულელედ მეჩვენება...
სიარულია, ბოდიალი, ხეტიალი, სეირნობა ათასი რამ შეიძლება დავარქვა ამას... უბრალოდ ავიღებ და დავდივარ, დავდივარ მთელს ქალაქში, ფეხით ერთი ბოლოდან მეორეში, ვცდილობ დავინახო სილამაზე , მზერა, სიცილი... მინდა გავიღიმო, არ გამომდის... მაგრამ მაინც დავდივარ... ვაკვირდები ხალხს და შენობებს, ქუჩებს და დზებს და მაინც სადღაც მჯერა, რომ ყველაფერი შეიცვლება, იქნება ფერადი , იქნება სინათლე და იქნება არ ვიცი რა იქნება... მინდა რომ იღიმოდეთ, გიხაროდეთ და მეც მიხაროდეს... არ იყოს აგრესია , ნეგატივი...
გადავედი მე ლირიკებში...
ეს წელიც გავიდა... მოდის ახალი... იქნება ესეც ძველივით... ჩვეულებრივ ჩაივლის ყველაფერი... როგორც ყოველთვის... არც მიხარია... ნუ სულ ერთია... ახალია თუ ძველია....
მეტს არ ვიტყვი... ისედაც ბევრი ვთქვი....
არ მიყვარს მილოცვები..დამშვიდობები, მაგრამ მინდა ეს თემა არსებობდეს, ვიყოთისე როგორც გვინდა, და არა ისე როგორც სხვას უნდა ან როგორც სისტემას, ან საზოგადოებას...
ყველას გილოვაცთ.. ყველაში მიხვდებიან ადამიანები ვინც ვიგულისხმე აღარ ჩამოვთვლი....
მე მოვრჩი ამ წელიწადში.... ალბათ...
-------------------------
უბრალოდ გილოცავთ...

© მე
პ.ს. და აი კიდევ რა... ეს ქავერი დღეს აღმოვაჩინე.. მიკვირს აქამდე არ ვიცოდი....
ნამდვილთან არ მივა.. მაგრამ მაინც........
.....
"Under unnatural circumstances, I forget about your vain pretenses.
But if you want to recreate the sea, another sky for me, I got you."
~It doesn't matter what you create, If you have no fun.
"I really believe there are things nobody would see if I didn't photograph them."
✖✖
NZ