გავბრაზდი უმიზეზოდ. ერთ რამეს მივხვდი და გავრაზდი!
როცა ადამიანს ენდობი და შენს ჭუჭყინა სულში ახედებ გგონია რომ რაღაცნაირად პატივს სცემ რომ ენდობი, მაგრამ თურმე სულაც არაა.
ადამინებისგან დაფასება რომ მიიღო თურმე მით უფრო ნაკლებად უნდა ჩაახედო სულში და მით უფრო მეტი ნიღაბი უნდა მოირგო რომ წარმოდგენაც არ ჰქონდეთ რეალურად ვინ და რა ხარ.
უფსკრულამდე გზაც ჰქონია ყველას!
ეს ისე რომ არ დამეწერა არ შემეძლო. მერე კიდევ დავწერ ჩემთვის რამეს. უბრალოდ მინდა რომ დავწერო. ვიფიქრებ და დავწერ.
ისე რა ცხოველები ვართ ადამიანები და მერე კიდევ მორალზე ლაპარაკს ვიწყებთ ხოლმე. ალბათ რა სასაცილოები ვართ მაგ დროს. ამორალური რომ მეტყველებს მორალზე. ისე რაც უფრო ამორალურები ვართ მით უფრო მეტს ვღაღადებთ "მორალზე"
ოღონდ იმ მორალზე რომელიც ჭეშმარიტი მორალისგან ძალიან შორს არის.
და საერთოდაც ნეტავი რა არის მორალი? ის რაც საზოგადოების ჩარჩოსთვსი არის მიღებული?
ოჰ.. ეს კითხვა ისე მაწუხებს, ისე მაწუხებს, თითქოს ქირურგია სხვა ლიზას ჰქონდეს სასწავლი.
კბილებში ისევ შენი კანის გემო მაქვს...