გუშინ პირველად დამება ენა კარგი ბიჭის დანახვაზე!

პალატაში შევედი, მეგონა ვიღაც ასაკიანი დამხვდებოდა და რომ დავინახე, ჯერ ხომ ძლივს გავიხსენე რა უნდა მეთქვა და მერე:
სი-სი-სიცხეს გა-გა-გაიზომავ?
ისეთი საყვარელი ბიჭი იყო, ისეთი, ისეთი, რომ მეტი არ შეიძლება რააა.

მერე ცოტა ვილაპარაკეთ, მერე ცოტა კამფეტები მომცა და მერე გამოვედი რაღა უნდა მექნა?!

როცა გინდა რომ ბევრი წამლები ჰქონდეს გასაკეთებელი და ყოველ საათში წნევა გასაზომი მაშინ არაა ხოლმე და როცა არ გინდა მაშინ იცოცხლე ბატონო, ოხრად! ჰმმმ
ეჰ... შემდეგ მორიგეობაზე გაწერილი იქნება უკვე.
ისე სადამდე მიდის ადამინის სისასტიკე? ვინმეს გიფიქრიათ ამაზე? რატომ მიდის ადამინი აფექტურ მდგომარეობამდე?
როგორ შეუძლია ერთმა ადამიანმა მეორე თვალის დახამხამებაში სასიკვდილოდ გაიმეტოს? და მითუმეტეს საკუთარი შვილების დედა?!
რაც უფრო ვფიქრობ ამაზე მით უფრო ვხვდები რომ ადამიანები ცხოველებზე უფრო დაბალ საფეხურზე უნდა იდგნენ! მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ აზროვნების უნარი კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ მომართული და არა კაცობრიობის საკეთილდღეოდ!
ღმერთი რასაც გვაძლევს რატომ ვიყენებთ ასე სასტიკად? რატომ უნდა ვფიქრობდეთ თუნდაც ხანდახან ადამიანის მკვლელობაზე? ნუთუ ჩვენი გადასაწყვეტია მისი სიცოცხლე სად იწყება ან სად მთავრდება?!
კბილებში ისევ შენი კანის გემო მაქვს...