teojრავი
შეიძლება არც არაფერია დასათრგუნი
ერთი კარგი ადამიანის ლექსი გამახსენდა : )
დაწვით ცეცხლზე ყველა საათი,
რომ არასდროს დაგვაგვიანდეს ერთმანეთთან,
რომ ვერავიზე ვთქვათ უდროოდ წავიდაო.
ნუ დავუთვლით ერთმანეთს წამებს
წამიერებაში...
დაე, ვერასოდეს გავიგოთ რა დროა.
წასვლის დროა...
რომ ვერ ვთქვა: დადგა ჩემი დრო.
დაწვით ყველა საათი,
რომ ყოველი წამი სიკვდილის
სუნთქვას არ ჰგავდეს...
დაწვით და არ დავბეროთ ერთმანეთი.
დაწვით, რომ ვერ ვთქვა:
შვიდი წლის შემდეგ,
შენ ესტუმრები ჩემს სასაფლაოს...
ბექა აბუთიძე