კარგ და ერთგულ მეგობრებზე უკეთესი არაფერია.
შეიძლება ბევრიც გყავდეს, სულ სხვადასხვანაირები, მაგრამ ყველა რაღაცის გამო გიყვარს და აფასებ.
მეგობრობა , პირველ რიგში ,დიდი თავისუფლებაა. შენ ირჩევ შენ თანამოაზრეს.
ბავშვობაში მშობლები ცდილობენ თავისი ამხანაგების შვილებთან დაგამეგობრონ, თუ გამოვიდა, ხომ ძალიან კარგი, მაგრამ ისე მხოლოდ შენი არჩევანია.
კარგი და ერთგული მეგობარი დიდი ძალაა, საყრდენია.მით უფრო მწარეა, მისგან ღალატი , მაგრამ ასეც ხდება ხოლმე, თუმცა ეს ხომ აუცილებელი არ არის.მაინც გამონაკლისია.
ასე რომ გავუფრთხილდეთ მეგობრებს და ვისიამოვნოთ ერთად გატარებული წლებით და მოგონებებით.
რაც მთავარია, სიმართლე კი უნდა ვუთხრათ, როცა ეშლება , მაგრამ უნდა დაინდო.
მე მყავდა ასეთი მეგობარი. რამეს რომ მოვუყვებოდი და რჩევას ვკითხავდი.სრულ სიმართლეს მეუბნებოდა, როგორც ხედავდა სიტუაციას. არ მომწონდა, მერჩივნა ეთქვა, რომ მე ვარ მართალი, მაგრამ ჩემთვის აკეთებდა და თან ისეთი ტაქტით,დანდობით. ორი წლის წინ გარდაიცვალა და ახლაც ,როცა მიჭირს, სულ ვფიქრობ ,აბა, რას მეტყოდა, რას მირჩევდა.