ტყუილის თქმასაც ცოდნა უნდა??
აი ,ისეთის ,უწყინარი ტყუილის დამაჯერებლად თქმას??
როგორც წესი ჩემს ნათქვამში ეჭვი არასოდეს შეაქვთ.არ ვარ ზოგადად მატყუარა.ანუ როცა რამეს ვამბობ,თუნდაც წარმოუდგენელს,ვინმესთვის დაუჯერებელს,იმისთვის რომ დამიჯერონ არ მჭირდება ფიცი-მტკიცი..და რა ხდება როცა ვცრუობ..ზოგადად ვერ ვიტან ტყუილებს და თოთქმის არასდროს არ ვამბობ..მარა აი,ხომ არის მომენტები,როცა გჭირდება რა..რომ "გამოძვრე " სიტუაციიდან...ან ზოგჯერ განმუხტო...ჰოდა თუ ჩემი ზოგადად სჯერათ,აი ამ ცრუპენტელა ტყუილების რატო არ სჯერათ?
შეიძლება იმიტომ რომ მე თვითონ არ მჯერა??ანუ როცა მართალს ვამბობ,მე თავად მჯერა იმის რასაც ვამბობ და ეტყობა ეს შეგრძნება ცნობიერად თუ არაცნობიერად სხვებსაც გადაედებათ,და როცა ვსტყუი....
აუჰ..არადა გავბრაზდი...

ამ ერთ უმნიშვნელო ტყუილს თითქმის 2 საათი ვარჩევდი და რა..მაინც არ დამიჯერეს.

მე კიდე იმის აღიარება რომ ვიცრუე...უბრალოდ არ შემიძლია და..