Utopian
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.
ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.
შენშიდაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარი: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილების და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები!..
teojეს ?
უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე,
ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?!
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.
თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ
საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია ქალბატონო?
ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი
ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ,
არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.
მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს!
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო.
და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით, მაგ სიტყვების სამახსოვროდ,
გახსოვთ მაშინ, თვალს რო ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო?
თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ?
ახლა ვინ გყავთ პატრონი ან საპატრონო?
მომიტევეთ, კიდევ ერთხელ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო.
This post has been edited by Barklai on 1 Mar 2010, 00:33