მოკლედ, დავწერ ახლა და ვეცდები დიდი ტექსტი არ გამომივიდეს

ჯერ ზოგადად ვიტყვი:
-მე ვთვლი, რომ ფორუმის ფსიქოლოგიის განყოფილება ვერაა მთლად ისეთი. ანუ "მე უფრო ლამაზი მინდ(ოდ)ა"

. მაგრამ ეს კონკრეტულად არავის ბრალი არაა, ანუ კონკრეტული რომლიმე პიროვნება ამაში დამნაშავე არაა. (ვინაიდან ეს ჩემი პირადი აზრია და უმეტესობისთვის სულერთია, იუზერ მინერვას რა უნდოდა, ამიტომ დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ პირველ პუნქტს)
-მიკვირს ძალიან ფსიქოლოგიის(!) განყოფილებაში მუდმივად ასეთი ამბავი რატოა. ოცდაათწლიანი "ომია" და ვეღარ დამთავრდა, ხან სად გაჩნდება ბრძოლის კერა, ხან სად . არადა წესით, გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქოლოგებს(და ფსიქოლოგიით დაინტერესებულებს) საქმე აქვთ აზროვნება-სულის შიგნეულობასთან და მეტად ესმით საგანი, ეს განყოფილება უნდა იყოს ადამიანთა ურთიერთობათა, ასე ვთქვათ, მაგალითი..
-კამათი, როგორც ასეთი, ძალიან საჭირო რამაა. ურთიერთობა, სადაც არ კამათობენ, ჭაობია. ჰარმონია არაა ის, რომ ყველა ერთმანეთს ეთანხმებოდეს, ღმერთმა დაგვიფაროს!

)) კამათში ვგულისხმობ ჯანსაღ დისკუსიას და არა გაწევ-გამოწევას.
-ბუტიაობა, ხმის არგაცემა, ჩასაფრება-გამოჭერები_ გარკვეულ ასაკამდე საბავშვო ბაღია, მერე უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი და ნეგატიური პიროვნული მახასიათებელი. რა უდევს ამეებს საფუძვლად, ამას ფსიქოლოგიურად აღარ ჩავუღრმავდები.
ხო ახლა ცოტა კონკრეტულად:
კარგი ადამიანი არ ნიშნავს აუცილებლად კარგ მოდერს და პირიქით.
ძალიან, ძალიან აუცილებელი მოდერისთვის არის "პლასტიკურ-მობილური" გონება და აზროვნება.
რომ დავუკვირდეთ, ნებისმიერი კანონი და წესი არის დიდი აბსურდი, ზოგადად ცხოვრებაშიც და მითუმეტეს აქ, ფორუმზე. როგორ შეიძლება ვინმემ ვინმეს დაუკანონოს, რომელი ქცევა არის სწორი და რა არის არასწორი, ხო?
მაგრამ....
I მაგრამ:
რადგან სათითაო მორალმა ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი თანაცხოვრება + ადამიანებმა მხოლოდ უფლებები მოვინდომეთ და მოვალეობების შესრულება არავის გვინდოდა, საჭირო გახდა საერთო მორალის (კანონების) შემოღება და ჩვენც გვინდა თუ არ გვინდა, უნდა დავემორჩილოთ კოდექსებს. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში, გინება-ბილწსიტყვაობა დასჯადია, ჩაიდენს იუზერი ამ "დანაშაულს" - დაისჯება, მიეცემა გაფრთხილება. ეს ძალიან მარტივია. ასეც(და სწორად) მოიქცა me vs me როცა იუზერს ნაცისტების თემაში მისცა სიტყვიერი გაფრთხილება.
II მაგრამ:
რამდენადაც ზემოთხსენებული პრობლემები იოლი მოსაგვარებელია, იმდენად რთულდება სიტუაცია, როცა საქმე ეხება ისეთ დარღვევებს, როგორიცაა მაგალითად: დემაგოგია, დაცინვა, პროვოკაცია, გარკვეულწილად შეურაცხყოფა(ც) და ა.შ. ნებისმიერ ადამიანს ამ სიტყვების და შესაბამისად ქმედებების სხვადასხვანაირი აღქმა აქვს. ანუ ჩემთვის შეიძლება რაღაც დემაგოგიად ჩანს და სხვისთვის არა, ან ერთიდაიგივე სიტყვა/წინადადება, ერთ შემთხვევაში დემაგოგია იყოს და მეორე შემთხვევაში- არა. აი აქ არის საჭირო სწორედ ისეთი აზროვნება, რაც წეღან ვახსენე. ანუ "ცხვირი გავს? გავს. თვალი გავს? გავს"- პრინციპი არ გამოდგება. მოდერს უნდა შეეძლოს ყველა კონკრეტულ სიტუაციას, სიტუაციის შესაბამისად მიუდგეს და არა წინასწარ დაწერილი რაღაც სამოქმედო გეგმის მიხედვით... იგივე შემიძლია ვთქვა, თემების დახურვა-მიერთებასთან დაკავშირებით. ბევრი ისეთი თემა დაიხურა ან შეერთდა, რასაც საინტერესოდ განვითარების პერსპექტივა ჰქონდა. ბევრი ისეთი ტივტივებს, რაც ათასჯერ გადამღერებულ-გადაღეჭილია. აქაც ალღოა საჭირო, რა დაიხუროს, რა გაიღოს.
საწყენად ნუ მიიღებთ, მაგრამ ბარემ აქვე ვიტყვი გრამატიკიკინასთან დაკავშირებით მაშინდელ ამბავზეც, ჩემი აზრით თეომ იჩქარა მაშინ დასკვნების გამოტანა და მაგაზე აეწყო კონფლიქტი. ანუ მხოლოდ პროვოკაციის მოახლოებას რომ იგრძნობ მაშინ იუზერის გაფრთხილება ნაადრევია, ყველაზე ადრე, პროვოკაცია როცა უკვე სახეზეა, მაშინ უნდა მიუთითოს მოდერმა

უშეცდომო ცხადია არავინ არაა და ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება რაღაც ვერ გათვალოს და მოცემულობის ადექვატურად ვერ მოიქცეს, მაგრამ დიდი უნარია, როცა ამის აღიარება შეგიძლია. ეს არავის არა მცირებს, პირიქით.
საერთოდაც, მოდერებმა ერთმანეთში რომ იმსჯელონ ხოლმე ანუ ერთმანეთის მოდერირების კონკრეტული ფაქტები გააკრიტიკონ ან შეაქონ, ეგეც ჯანსაღია. მე პირადად ვემხრობი, რომ ამას ჰქონდეს არასაჯარო ხასიათი. ანუ ამ თემაში, ღიად, გადამეტებული გარჩევები არაკოლეგიალურია.
რასაც ვამჩნევ კიდევ აქ, ისაა რომ იუზერებში ერთგვარი "კლანური" (როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა

) სულისკვეთებაა და არ მომწონს. ანუ ნაცნობებს ვაპატიოთ, "შენიანი" ყოველთვის მართალია და უნდა დაიცვა.... ისე კიბატონო, მარა ფორუმზე მოდერ-იუზერის ურთიერთობისას ესენი არ გავა. ანუ სამართლიანობა, ობიექტურობა და არავითარი ორმაგი სტანდარტები

მეღიმება ხოლმე მოდსიპით ძალაუფლებით ტკბობასა და თითის ქნევით საუბარს რომ იწყებენ და ასე არ დაგვემართოს აქაც. ხანდახან ტონი უფრო მთავარია, ვიდრე სიტყვები და ნურავის ეგონება, რომ ნაწერს ტონი არა აქვს

სადაც არაა პრობლემა, იქ ნუ ვეძებთ.
ჩვენი სამართალდამცავებივით დარღვევების გეგმა ხო არ გვაქვს შესასრულებელი?
რა მოხდა, რომ გაიხსნა კაბინეტის მეთხუთმეტე თემა? რა დაშავდა? არ მესმის : ) ორ-სამ დღეში ავა ას გვერდამდე ძველი და მერე მაგაში გადავა ყველა. ეს იმდენად წვრილმანი რაღაცა იყო რომ ლაპარაკადაც არ ღირდა.
მე მგონი ძირითად საკითხებს ყველას შევეხე, თუ რამე გამომრჩა, მერე დავამატებ.
პ.ს. და ბოლოს, მე არავის ჯინი არ მჭირს და წყენად ნუ მიიღებთ ამ პოსტს და კრიტიკას, მიიღეთ როგორც კეთილი სურვილი ჩემი მხრიდან და არა, როგორც პირადი "ანგარიშსწორება" ვინმეზე ან რამეზე


ყველას
This post has been edited by minerva on 26 May 2010, 02:22