gramatikikina კიკინ უკაცრავად და

როცა დოლორესი უსიტყვოს ( თუ არ ჩავთვლით "არის უკვე ასეთი თემა") ანუ განმარტების გარეშე ხურავდა თემას, სად იყავი მაშინ?

სად იყავით როცა პოსტები იშლებოდა, ვორნები რიგდებოდა პიკოლინას დროს? სად იყავით როცა თემები ჩეთდებოდა განუსაზღვრელ სიდიდეებში და იმის მაგივრად რომ გასუფთავებულიყო, მომენტალურად იხურებოდა მოდერის მიერ? იხურებოდა კარგი თემები მხოლოდ იმიტომ რომ მავანნი აჩეთებდნენ?
სად იყავით მაშინ როცა სხვანი თუ დასჭირდებოდათ განყოფილებას 'წამოარტყამდნენ' ფლეიმია ქაურობა ო? რომ ყველგან ჩეთიაო?
საერთოდ რას აკეთებდით? პოპკორნს ჭამდით ხომ? ახლა როცა საპოპკორნე მასალა აღარ გაქვთ, ტავად გადაწყვიტეთ გამოიწვიოთ და ისე მიირთვათ პოპკორნი
ძლიან კარგად ვიცნობ აქაურ სიტუაციას და ვიცნობ თქვენს ბუნებას , მახსოვს თითოეულის დამოკიდებულებები და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე
იმის მაგივრად რომ მომისმინოთ რას ვწერ როცა გიხსნით , გაუთავებლად აგრძელებთ ერთი და იმავეზე რუტინულ მაგრამ მწვავე რეაქციებს
წესი არის წესი, არ შეიძლება ერთი და იმავე საკითხზე თემის გახსნა ხომ ასეა?
თუ მე რგორც მოდერი ჩავთვლი საჭიროდ და რაღაც დროით ან სამუდამოდ ( იმიტომ რომ არსებობს საკმაოდ წონიანი მიზეზი) რომ დარჩეს თემა ცალკე, ვტოვებ და დამიტოვებია კიდეც
რაც შეეხება სოციოფობიის თემას
იყო უკვე გახსნილი და ახალში იქ პროფესიული კუთხით არც წასულა საუბრები,( რომც დაწერილიყო, ძველ ტემაში წერა 'გრეხია'? თუ ცალ ცალკე უნდა იყოს მკითხველისთვის ერთ თემაზე ინფორმაცია გაბნეული? ) მიუხედავად იმისა რომ გარკვეული პერიოდი ვაცადე, რადგან არსებობდა ძველი თემა, სადაც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია და საუბრები იყო, ლამის ამოწურულიც, ავდექი და შევუერთე მას, ამასთანავე ავტორს შევუთანხმე
თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა რატომ არ გააგრძელა იმავე თემაში?
თუ ვინმეს ამბიცია ეხსნება რომ ერთხელ გადამღერებული საკითხი თავიდან წამოჭრას და ჩემთან შეუთანხმებლად იმავე საკითხზე თემა გახსნას, მაშინ ჩემგან საპასუხო ზომების გატარების შემთხვევაში ნუ ექნება მწვავე რეაქცია
ძალიან მარტივია და რატომ ართულებ
რომელ საინტერესო პოსტების შლაზე მესაუბრები? როცა ოფებს თუ მართლა საინტერესოა და თემას არ შეესაბამება მაინც ვტოვებ მხოლოდ იმიტომ რომ ინფორმაციულია აზრიანი ა და ვითვალისწინებ?
ზემოთად რაღაცეები დაწერე, რაზეც არ გამიცია პასუხი იმიტომ რომ წყლის ნაყვას ემსგავსება , ერთი და იმავეს ვწერ ფაქტიურად და თუ შენ შავს ხედავ თეთრად, ქირურგიულ ჩარევას ვერ განვახორციელებ
სხვა რა უნდა ვთქვა, არარეალური ბრალდებებია იმ მხრივ რომ ფაქტები გაშუქებულია არასამართლიანად. მალე შემუშავდება
წესების ახალი თემა და შესაბამისად ძალაშიც შევა
მომიტევონ წინამორბედმა მოდერებმა , არ მინდოდა ძველ საკითხებს შევხებოდი
და ბოლოს, არ ვაპირებ ჩავერთო რაიმე სახის ავანტიურაში
შენ შეგიძლია გააგრძელო ეს კარუსელი და ერთი და იმავეზე გაუთავებელი უსაფუძვლო ბრალდებები , შენი ნებაა ვერ წაგართმევ
This post has been edited by teoj on 26 Apr 2010, 18:17