გამოვცხადდი პოსტზე!
თუ რამეს ვწერ ჩემს თავზე, ბლოგზე მიდევს, როცა მეწერინება მაშინ ვწერ, შეკვეთით არ გამომდის ორი ფრაზაც კი.
რავი აბა რა ამოვა, ვეცდები მოკლედ მაინც გავეგოპერფომანსდე.
პატრიაცია (სამი მეგობარი) + პაოლა (დიდი სახ. პატ დიას.) + მერცია (ამბრი უმბრი და არაბნი) + დონია სოული (სისხლი და ქვიშა) + თეო (სხვისი შვილები)
ამათი საშუალო არითმეტიკული ვარ

ჩემი სულიერი სამშობლო ჩინეთია.
მიყვარს და მივილტვი კონტრასტებისკენ ყველგან, ყველა და ყველაფერში.
უსარგებლო, ძველი ნივთების გადაყრა ყველაზე დიდი ჰობია ჩემი. (პირდაპირი მნიშვნელობით)
არ მახასიათებს ადამიანებზე მიჯაჭვულობა. მარტო ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს და ყველაზე "შინ", აქედან გამომდინარე მეგობრობა არ არის ჩემთვის პერმანენტული ცნება. " ბავშვობის მეგობარია და როგორ დავკარგო" ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მეგობარია იქამდე სანამ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ და ზრდაში არ ჩამომრჩება. არც ფინჯანი ჩაის ან ყავის "საბუტილნიკ-საჩეთაო" დაქალოჩკები მყავს.
მიხარია რომ ვისწავლე აღარ მოვითხოვო ადამიანისგან იმაზე მეტი, ვიდრე ეს მასშია.
ერთი შეხედვით ვცნობ "ჩემიანებს" და ბოლომდე ვიხარჯები მათთვის, დანარჩენები შორს და კარგად!
მეზიზღება, აი მთელი გულით მეზიზღება ძუნწი ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა სხვა რა დადებითი თვისებები აქვს. ჩემთვის ძუნწზე უარესი ადამიანი არ არსებობს დაჟე ქრონიკული ალკოჰოლიკიც კი, რომელიც ასევე მეზიზღება თავისი მუდმივად ჩაწითლებული თვალებით, კანსა და ტანსაცმელში გაჟღენთილი მონელებული ალკოჰოლის სუნით, შესიებული ცხვირ-პირით, ჩახლეჩილი ხმით და სწრაფად აჩუყებადი გულით (ბრრრრრრრრრრრრ!

)
და საერთოდ უფრო ბევრ რამეზე შემიძლია ვთქვა ვერ ვიტან, ვიდრე მიყვარს ან მომწონს. (ადრე პირიქით იყო)
ვეთაყვანები ადამიანებს, რომლებიც ფორტეპიანოზე მაგრად უკრავენ.
საშინლად მეზარება ლაპარაკი. არ მიყვარს თქო - არა! მეზარება, ფიზიკურად მეზარება სიტყვების წარმოთქმა. ასევე მეზარება სმს-ის გაგზავნა, ამიტომ თითქმის არასოდეს ვპასუხობ მოსულ სმს-ს, პასუხად ვრეკავ. მეზარება ყველანაირი ჩათი, ამიტომ ონლაინ ვარ მხოლოდ მაშინ როცა ვინმესთან რამე საქმე მაქვს.
ჩემი ”სამოთხე”: ბუხარი, ტორშერი, სავარძელი, წიგნი და მხოლოდ საათის წიკწიკის ხმა. ჩემი წუთიერი ”ჯოჯოხეთი”: როცა ამ სამოთხეს ვიღაცა რაიმე ყოფითი კითხვით მირღვევს და პასუხის გაცემა მიწევს ან ტელეფონი რეკავს.
ვერ ვიტან მობილურს, აუცილებლობა რომ არ მოითხოვდეს, არ მექნებოდა. ხშირად მრჩება სახლში, მავიწყდება დატენვა კვირობით და ა.შ. ძირითადად მპ3 ვხმარობ.
არც ტელევიზორი მიყვარს. მარტო როცა ვარ, არც მახსენდება თუ არასებობს.
ინტერნეტზე ვარ საშინლად დამოკიდებული, 96- წლიდან ამით ვარ ავად. როცა რამე მიზეზის გამო გათიშულია, ასე მგონია მაკლია ცალი ხელი, ფეხი, თვალი, ყური. ვარ ძალიან აფორიაქებული, გაღიზიანებული და ვერაფერზე ვერ გადამაქვს ყურადღება, სანამ არ ჩაირთვება. სულ რომ არ მივეკარო კომპიუტერს, როცა ვიცი რომ ქსელი ჩართულია წყნარად ვარ. მწეველებს რომ სჭირთ ბოლო რამდენიმე ღერზე ისე ვარ რაა.
ფილმებზე და წიგნებზე ისევ ისე მიჩუყდება გული, როგორც ბავშვობაში, დაჟე ანიმაციაზეც კი.
ყველაზე ცრემლუხვად გამოტირებული მაქვს ნაირა გელაშვილის ”ჩვენება” და რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო რეაქცია ისევ ისეთი, როგორც პირველად.
ვერ ვიტან ”რაც არ უნდა კარგი იყოს დედამთილი მაინც დედამთილია” ქალებს და უნდათ თუ არა მსხვერპლის როლს რომ ირგებენ. უფრო მეტად ვერ ვიტან ცოლსა და დედას შორის გაჭ###ტილ ბუნჩულა ქმარს, ვერც ერთის წყენას რომ ვერ ბედავს და საკუთარ წვენში იხარშება.
და საერთოდ ბუნებამ მაგრად გამაზა ჩემზე, კაცად რომ არ გამაჩინა, მიუხედავად იმისა ქალი ვარ ნა ვსე სტო.
ვერ ვიტან ქალურ შტერულ და უინტელექტო იუმორს. არც კუთხური იუმორი მიყვარს.
ოცნებები არ დამმსხვრევია, იმიტომ კი არა რომ ბედი მწყალობდა, უბრალოდ არ მქონია და იმიტომ, მქონდა მხოლოდ მიზანი, რომლისკენ მიმავალიც შუა გზიდან უკან ვბრუნდებოდი, შიშის გამო არა, ინტერესი მეკარგებოდა. დღემდე მომყვება ეს ცუდი თვისება, როცა ვხედავ რომ რაღაცა ადვილად გამომდის შუა გზაზე ვტოვებ. დაბრკოლებებს ვერ ვიტან, მთავარია იმ დაბრკოლებას ერთი ნაბიჯით გადავახტე, აი მერე ჰოპლას დაძახების სურვილი მეკარგება. აქედან გამომდინარე ვიცი თითქმის ყველაფერი, მაგრამ საფუძვლიანად არაფერი.
ადრე ყველაგან და ყველაფერში პირველი ვიოლინო უნდა ვყოფილიყავი, ეხლა სრულიად ვკმაყოფილდები პარტერის ბოლო რიგში ვიჯდე ყველაზე განაპირა სკამზე გასასვლელ კართან ახლოს და იქედან ვადევნო თვალყური ყველაფერს ჩუმად და როცა მომბეზრდება ასევე ჩუმად გავიპარო.
მშურს იმ ადამიანების რომლებსაც კარგი ემართებათ თუ ცუდი ღვთის ნებას მიაწერენ, მარტივია ესე ცხოვრება.
დიდხანს მჯეროდა ქვაზე დადებული მადლის ბუმერანგის თვისებაზე, ისიც დიდი მიღწევაა ქვა მაინც თუ დაგხვდა, სიკეთეს აღარ ვჩივი.
არანაირ პატივს არ ვცემ ცალმხრივი სიყვარულით გამოცალტვინებულ ქალებს.
ჩემს სიმღერებს ნელ-ნელა დავდებ და კიდე თუ რამე ვიზუალურ ეფექტს ვიპოვი მე რომ მგავს.
ეს ჩემი ცხოვრების ნომერ პირველი ჰიტია
This post has been edited by GITANA on 27 Feb 2010, 01:46