დუბლი 2
ხოდა ვწერდი, რომ ამ თემას ცოტა არ იყოს და ჩამოვრჩი და იმედია ჩარჩოებიდან არ გამოვალ მეთქი

ვწერდი მაგრამ წამეშალა .
ჩემი ბავშობით დავიწყებ, რომელიც წარმოუდგენილია ამ მუტფილმის გარეშე. საშინლად მიყვარდა, დღეში 10-ჯერ ვუყურებდი. ზეპირად ვიცოდი მთელი მუტლფილმი და ჩემი მეგობრებიც ჩართული მყავდა. ისე ეხლაც ასეთი მანიაკალური სიყვარული მაქვს , ანუ რამე თუ შემიყვარდა მთელ ჩემს არსებას მოიცავს ხოლმე, მივაწერ ხოლმე ყველა არაამქვეყნიურ და ამქვეყნიურ პლიუსებს ხოლმე.
ცოტა გვიან ლექსების წერა, რასაც დიდი ხანია თავი დავანებე და აღარ მიტაცებს. თუმცა, რა დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ეხლა იმ ლექსებს, უბრალოდ შენახული 1-2 მაქვს. ისე, რა საინტერესო იქნებოდა მაშინდელ ჩემს თავს შეხვდეს ეხლანდელი ჩემი თავი. თან სულ სხვადასხვა პიროვნებებია, აი სულ სხვადასხვა. თითქოს სხვა ვიღაცააო უბრალოდ ნაცნობი. თან მე კი გავუგებდი მაშინდელ მეს მაგრამ მაშინდელი მე ვარ გამუგებდა ეხლანდელ მეს, ძალიან შევიცვალე. ისე ამასთან დაკავშირებით ის მოსაზრებაც მაქვს რომ ადამიანი რამოდენიმეჯერ კვდება ფაქტიურად ამ ცხოვრების განმავლობაში. ის რაც ვიყავი ნამდვილად აღარაა არსად. უკიდეგანო მეტამორფოზა განვიცადე

10-20 წლის მერეც სულ სხვანაირი ვიქნები (თუ საერთოდ ვიქნები)....
მერე იყო ეს :

ნირვანა და დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი, ნირვანა განსაკუთრებით მიყვარდა და განსაკუთრებით მიყვარდა ეს სიმღერა:
ამავე პერიოდში იყო ასეთი კლუბი ლესელიძის 4-ში, UR. ეს რაღაც საოცრება იყო მართლა ჩემს ცხოვრებაში. იმ დროს მასა განსაკუთრებით სერი იყო და იქ კიდევ სულ სხვა იყო ყველაფერი, კონცერტები, ქოხის ფართი...ეს ყველაფერი ერთად იყო ძალიან მაგარი!
ვთვლი რომ ძალიან დატვირთულად გავატარე თინეიჯერობის წლები და ზუსტად ისე როგორც უნდა გამეტარებინა, ბევრი ისეთი რაღაცის კეთებით რასაც მერე ვეღარ გაატარებ, სხვანაირად თავისუფალი ვიყავი მაშინ.
ისე როდესაც ვუსმენ იმ სიმღერებს , ვიხსენებ იმ დროს წამიერად იქ გადავდივარ, თავი იქ მგონია და ის ვხდები რაც ვიყავი. ხშირად არ მინდა ოღონდ ამის გამოწვევა, შეიძლება გახუნდეს და ვეღარ შევძლო ხოლმე იქ დაბრუნება. არადა კარგია
ამ წუთას ესპანურზე ვარ ჩაციკლული, როგორც ზემოთ აღვნიშნე თუ რამე შემიყვარდა მერე ავადმყოფურად მიყვარს, ასე ვარ ეხლაც.....
ხო კიდევ ვერ ვიტან საოფისე ჩაცმოულობას

მიყვარს ყველაფერი უბრალო , ბუნებრივი
აი ეს მეზიზღება

აი ეს ჩემი სარაფანი მირჩევნია, ვიცი ღამის პერანგს ჰგავს, მაგრამ მე ეს მომწონს.

მიყვარს ბუნება, ცხოველები, ადამიანები ვსაც თუ არ უყვარს აფასებს მაინც უკვე თქმულს (ბუნებას, ცხოველებს) ...უკვე თქმული

საინტერესო სიტყვაა
ხო...ბევრ რამეს არ დავწერ

ზედმეტად კირჩხიბი ვარ ასე საჯარო განცხადებებისთვის

რამოდენიმე სურათით ვეცდები გადმოვცე ის რაც მომწონს:


სივრცე


ეს რაღაც პროგრამაა, ტანსაცმელს აწყობ თუ რაღაცა მე ეს ავაწყე



ჯონატანით დავამთავრებ სურათებს
