ჰოდა....
დავიწყებ მაშინ....
რადგან წარმოდგენა არ მაქვს რა დავწერო ამ თემაში, რამე სისულელით დავიწყებ... როგორც მჩვევია.
დღეს ვეუბნებოდი ზუსტად ერთ ადამიანს....საკუთარი თავის დახასიათება, რომ მთხოვონ, ვერაფერს ვიტყვი-მეთქი....
რომ მკითხონ რა თვისებები ჭარბობს ჩემში....ხმას ვერ ამოვიღებ.
მოსიარულე არაფერი ვარ.
დღეს ისედაც ჭკუიდან ვიშლები....მოვახერხე თითქოს არ მეფიქრა ...
საერთოდ არ მეფიქრა და მეცხოვრა ისე...მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანებ, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც შენ და ისევე გიყვებიან ამის შესახებ შენ, როგორც შენ უყვებოდი ხოლმე საკუთარ თავს...
უყვებოდი და იშლებოდი....
როცა ვამბობ მეშინია, მე არ ვგულისხმობ ისეთ შიშს, რომელიც ახლავს ყოველდღიურობას.
ეს შიში, უფრო ძირფესვიანია, არგავლადი და მტკივნეული.
როცა ვამბობ -მეშინია. მე არ ვიცი რის.
ამიტომ ამას ვამბობ, მხოლოდ საკუთარ თავთან....რომელიც ხანდახან მაინც არ დამცინებს....თუმცა ახლა უკვე აქაც.....
შიშის შიგნიდან ღრნის და წამლავს ჩემნაირ სუსტებს
არ მინდა ამაზე ლაპარაკი....
დადგმულს და ყალბს გავს ...ამიტომ აღარ მინდა...
რამე მსუბუქი თემა სჯობს...
ვუსმენ....
არ მბეზრდება.....
მიყვარს.
ერთი ღერი სიგარეტი დამრჩა.
ღამით მიყვარს მოწევა, როცა სახლსაც სდზინავს, ხალხსაც , ქუჩებსაც....ქუჩის მაწანწალა ძაღლები კი ალაგ ალაგ ჩნდებიან ხოლმე....
ვხვდები, რომ აღარ გამომდის წერა..ადრე ბევრს ვწერდი....მტკიოდა და ვწერდი....ახლა კი დავკარგე ყველაფერი, ტკივილის უნარიც.
წერაც აღარ შემიძლია....
რამეს მაინც დავწერ....
*********
იწყება ლექსით...რომელიც ძალიან მგავს მე,
რომელსაც ვერ ვიშორებ
და რომელიც ძალია ჰგავს ჩემს ავატარს...
ვისაც ახლოდან არ უნახავს ჩემი თოჯინა
ვერ გაუგებს...
სხვანაირია.

ასკლიპიოდოტა დავარქვი.
ანეტას თოჯინის გამო
თავიდანვე მოუხდა ეს სახელი.....

და ეს ლექსი...
თურმე აქ სრულდება
ის გრძელი ამბავი
მაშინ რომ დაიწყო,
როცა ვუყურებდი
როგორ იზრდებოდა ჩემს გვერდით
თოჯინა,
რომელიც ახელდა და ხუჭავდა თვალებს.
თურმე აქ დასრულდა,
ის გრძელი გზა,
რომელიც დაიწყო ზუსტად მაშინ,
როდესაც გადასახვევი ვიცანი
და მერე გამიჭირდა,
რადგან ბალახები უფრო დიდი იყო,
ვიდრე მე და ჩემი თოჯინა ერთად.
ეს ამბავი კი სრულდება იქ,
სადაც პირველად გამიჩერდა გული,
როცა ხის გრძელფეხიანი სახლიდან
ფეხი ჩამოდგა
დიდმა და არანორმალურმა სიყვარულმა.
რომელიც არასოდეს დამთავრდებოდა,
მართლა რომ არსებობდეს “არასოდეს”.
ეს ამბავი კი, რომელსაც ვყვები
დიდი ხნის წინათ წაიღო ქარმა,
გადაქარა, იქ სადაც
მთავრდებიან სიტყები:
არასოდეს, სამუდამოდ,
დაგივიწყებ,მეყვარები.
ჩემი ამბავი კი ახლა უკვე
იხსენებს ნანას,
რომელიც ალბათ ერთხელ მიმღერა ,
აბა რატომ ამატირებდა ჩემი ხმითვე ნამღერი
ნანა, როცა პატარას ვაძინებდი?
ალბათ მიმღერდა და არასდროს უთქვამს,
მე კი ასე, თვალსა და ხელს შუა
გამახსენდა, მაგრამ იყო გვიანი უკვე.
და ის იყო შორს
და მენანებოდა რომ არ ვთქვი,
რომ არ წაეყვანათ,
სადმე იქვე, მოგვენახა ვიწრო ადგილი
სადმე. ჩვენს ახლოს.....
ლექსით
შეგიძლია თქვა....ყველაფერი თუ არა....
რაღაც მაინც.
ამ საურათს ვგავარ კიდევ....მან მაჩუქა....

ძალიან აქტუალური თემაა სიყვარული....
ალბათ მეც უნდა დავწერო რამე აქ...
მოვყვე, როგორ მიყვარდა....როგორ მძულდა...მიმატოვეს...მივატოვე...
მაგრამ რადგან არაფერი ამდაგვარი არ მომხდარა....არც მოვიტყუები.
ერთადერთი რაც იყო
გატაცებებია....
ჩემი გატაცება კი არასდროს არის საკმარისად ძლიერი და გამძლე...რა თქმა უნდა მაქვს სურვილი, არ იყოს ასე....
რაღაც მეტი მინდა, იმაზე მეტი, რაც შემიძლია...თუმცა თავის მოტყუება არ გამომდის...
აღარც ამზე ლაპარაკი მინდა....
გავიხსენებ, რამდენიმე ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მეძვირფასებოდა
და განვიცადე...
რამდენიმე წლის წინ იყო...
ზოგიც ახლახანს...
მერე მოდიან ეს ადამიანები და გახსენებენ თავს....როცა უკვე აღარ გახსოვს და ფიქრობ იმაზე, ნამდვილა დიყვნენ, თუ ფანტაზიის ნაყოფი იყო ყველაფერი....თუმცა იმასაც კარგად ხვდები, რომ არ აქვს უბრალოდ ამას მნიშვნელობა, არ აქვს და მორჩა....
რაც განიცადე...მთავარია. განცდის უნდარია...მთავარი.
სინანული კი არ მჩვევია....
ძალიან მიყვარს ეს სიმღერა...
სერთოდაც ამ ჯგუფის მუსიკა...ლირიკა....
და კიდევ არ შემიძლია ჯოპლინი არ ვახსენო...რადგან ვწერ ჩემზე...
თუმცა ეგეც საკითხავია ))
ჯენისი თქვენს წინაშე
დავიწყებ ჩემი საყვარელი სიმღერით
've been misery 'n,
Ever since my daddy gone, yeah.
I've been, honey, I've been misery 'n, yes I have, now.
Ever since my, since my daddy gone, gone, gone.
But I believe that it won't,
Baby, it won't be too long,
If I just could hang on,
Yeah, until my, till my misery
Will all be gone.
Whoa, I said my rooms, you know,
They're so empty, empty, empty, empty, empty.
Filled up with sadness, sometimes, yeah.
My rooms are so empty, empty, empty, empty.
Child, filled up with sadness, honey, sometimes, sometimes.
Oh well it just, it just moves in,
Like the fog rolls in.
And I find I, well I can't see you, baby,
For my tears.
But I've tried.
Don't you know I've tried.
Cried, cried, cried, cried, cried.
Baby now, I've been missin' you.
Oh, I've been missin' you, babe!
Yeah, and it all seems to bother me
Much more that it seems it should be.
So, baby, now, now,
Baby, now, now,
Baby, tell me why,
Does it have to be
Oh, so wrong for me ?
I never thought I could ever want anybody,
No, no, no, never did, I never did.
Why am I feelin' so strange ???
Whoaaaaa, I never, never, never needed nobody, no, no,
But maybe you could help me —
Why am I feelin' so strange ?
Yeah, an' I've got me a great,
An' I've got a great big bed
With two pillows for my head.
Hey, but lately I been sleepin', sleepin' alone.
But I've tried,
Don't you know I've tried.
Cried, cried,
You know how I've cried.
An', an' baby, I've been missin' you.
Tried,
Don't you know I've tried.
Cried,
Cried, cried, cried, cried,
Baby now, I've been missin' you.
Tried,
Don't you know I've tried.
Cried, cried,
You know how I've cried.
An', an' baby, I've been missin' you,
Yeah ...!!!!!!!!!!!!
ეს ქალი ისე ისტერიულად მღერის...თანაც ჩემი სიტყვებით, რომ თუ რამის თქმა მინდოდა და შემეძლო ახლა...
ესაა მხოლოდ....
დღეისთვის მოვრჩები....
ამ სურათებს და სიმღერებს იმიტომ ვდებ,,,რომ სხვანაირად, უბრალოდ ვილაყბებ ....
დღესაც ჩვეულებრივ არეული...
ამ ნახატივით....
გამარჯობა დღეო
მე ისევ ცარიელი ვდგავარ სენს წინაშე

. . . და სიბნელიდან გამოდის ბავშვი,
რომელსაც ბევრი სინათლე სურდა,
რომელმაც უცებ იპოვა ქარში
დიდი მსგავსება საკუთარ სულთან
და ბოლოს მაინც შენთან მოვიდა
სხვისთვის განკუთვნილ ვნებებით სავსე
და ცას უყურებს უკვე შორიდან
და აღარ ცდილობს აფრენას ცაზე
რადგან არ უნდა, არ სურს, რომ ჰქონდეს
ის, რაც ოცნებებს და სიზმრებს ერთვის
მე შენ გგულისხმობ . . . საიდან მოდის
ამდენი ფიქრი შენზე და შენთვის!!!!!! ასე....