მგონი მგავს შენი მეგობარი...მართლა.

მაშინ მეც დავწერ ჩემს მარიამზე...
დავწერდი, მაგრამ....ვერ.
ერთი ვიცი, რომ ყველაზე ახლოს არის, ყველაზე ჩემია და ყველაზე უბრალო.
არ მეუბნება მოწავს დაანებეო თავი...ჩემი ლექსები და ნაწერები უყვარს...მერე რა რომ სუბიექტურად....მაინც.
ყოველთვის იცის, როცა უნდა იყოს....
და ის ადგილი მიყვარს ჩემს გვერდით
მარიამი რომ დგება ხოლმე წასვლის წინ....
არ მახსოვს, როგორ დავუახლოვდი...თითქოს სულ იყო....კი არ გავიცანი, თანდაყოლილია
როგორც სახე....როგორც ხელები....
ლამაზი ხელები აქვს....ვწუხვარ იმის გამო, რომ ვუყვარვარ ასე....განიცდის
თუმცა არ ვწუხვარ...ეგოიზმია. რომ არ იყოს,...მერე აბა მე?...მე არა ფერი
ჩვენი სახლი
ჩვენი სახლი ძალიან მძიმეა
თუმცა დიდი ხნის წინ დავცალეთ გძნობებისგან.
მძიმეა -კუთხეში მიდგმული სიცარიელე,
სიჩუმით ნაგები კედლები,
და ცარიელი ალბომები .
არ უხდება ამოშენებული ფანჯრები...
ჩვენს სახლს, მე ალბათ ვეცოდები
მხრებით რომ ვცდილობ გავამაგრო-
და არ ვწყვეტ ღიმილს, როდესაც ვხედავ
რა მარტივად ახერხებ ნგრევას.
როცა ჩვენი სახლი ჯერ კიდევ არსად არ იყო,
მე შიგ ვარჩევდი ადგილს-
სადაც დავდგამდით სითბოს ...
კარის ადგილას ჩავსვამდით სიჩუმეს
და ზედ დიდ ყვავილს მივახატავდით.
... ჩვენ სახლს ალბათ ექნებოდა
ჭორფლები ჭერზე... და დიდი ეზო.
...
ჩვენი სახლი ძალიან მძიმეა ახლა.
უსასრულო სიცივეებმა გვერდები მოუყინა
და კბილით უჭირავს სული.
ჩვენს ავადმყოფ სახლს ,
რომელსაც ყრუ პატრონები ვყავდით
ესმის, როგორ
მიჭირს მე ასე...ვამაგრებდე,და თან მტკიოდეს
მე კი ვეღარ ვწყვეტ ღიმილს ...
ისევ ჯობია მოვალ უბრალოდ-
დანგრევაში მოგეხმარები...
ეს ვიდეო კი ზუსტად გამოხატავს ჩემს განწყობას...
ჰო მართლა-
სოფელში მინდა....ძალიან.
იქ სიმშვიდეა სხვანაირი....
დილისთვის კმარა...წერა
მძულს დილით ადრე გაღვიძება....
მაგრამ მიწევს..
ახლა კი შემიძლია დავიძინო....
"თითქოს უცებ დავიკარგე -
მოვწყდი ცას და...მოვწყდი მიწას,
ნეტავ სადმე წყნარ ადგილას
სამუდამოდ ჩამაძინა".... (ნ,სამადაშვილი)
* * *
17:27...........
რა ყალბი გამხდარა
გატყლარჭული, გაწელილი ფრაზებით საუბრობს
და ზუსტად უნდა გათვალოს ვისზე რა შთაბეჭდილებას მოახდენს მისი სიტყვები
მკიდიაო, ვინ რას იფიქრებს....რა ნაცნობი ჭიკჭიკია

არ მინდოდა ასე შეცვილიყო...
არა კი არ შცვილილიყო გამომჟღავნებულიყო
საკუთარი სახე გამოეჩინა....
მერჩივნა ისევ ისეთი მგონებოდა
ისევ მენერვიულა მასზა დებილი ბავშვივით....
უფრო სწორედ არც ვიცი როგორ მერჩივნა....
ახლა დავვაკვირდი და არც მიფიქრია ამაზე....
რა უცნაურია...მგონი აღარ მაადარდებს;...სულ აღარ

აქამდეც ასე იყო....
ხანდახან როცა რაღაც უაზროდ ცხადს და ნათელს, ისეთს აქამდე რომ "მალავდი" ...ეტყვი საკუთარ თავს...როგორ ისვენებს ხოლმე ის მახინჯი სიცარიელე რაც ადამიანებს მოაქვთ

....
* * *
ჯანდაბას მისი თავი
საერთოდ რატომ გამოჩნდა ისევ?....