მე ?
კარგი, ვიქნები . .
თუმცა აქ მიმობნეულია უკვე ჩემი ეგო. მცირე დოზით, ზოგჯერ ალეგორიულად, მაგრამ მაინც . .
გაჩერება მხოლოდ ასვლის დროს შეიძლება და არა ვარდნის დროსო, მგონი ნაპოლეონმა თქვა.
კარგად რომ დავუკვირდე, ჩემი ცხოვრება ასვლაა, ასვლა ცხოვრების კიბეზე. ძალიან ნელა ავდივარ. ზოგჯერ ფეხს მოვუჩქარე კიდეც. საბედნიეროდ, დღემდე, ფეხი არ დამცურებია, მაგრამ იყო პერიოდები, როცა ერთ საფეხურზე დიდხანს ვიყავი გაჩერებული, ვიდექი, ვიდექი, არც წინ მივდიოდი, არც უკან. სიმართლე რომ გითხრათ, არ მსურდა გზის გაგრძელება, მეზარებოდა და ახლაც ხშირად ხდება ასე. ვგრძნობ, რომ მეზარება ცხოვრება. ცუდად მხდის მოფუსფუსე ხალხი, რომლებიც არბიან ამ კიბეზე, ორ საფეხურს ერთად ახტებიან, ერთმანეთს ხელს კრავენ, არ აცდიან და ამის გამო ზოგი ვარდება, ზოგს ფეხი უსხლება და მერე ქვემოდან ისევ მობობღავენ ჯიუტად. მე მშვიდი ვარ ..
არასდოს მიყვარდა თამაში. მაგრამ ოდესმე მომიწევს ავდგე და დავიწყო. თეთრი ფიგურები ჩემია, თეთრები იქყებენ, ჩემს მაგივრად ვერავინ გააკეთებს პირველ სვლას, ჩემს მაგივრად ვერავინ იცხოვრებს. ზეცა მიღიმის, შანს მაძლევს კვლავ და კვლავ, მე კი ჯერ ვერა, თუმცა უკვე ვფიქრობ ამაზე ..

ჩემი გზა

გვერდით მდგომი, რომელსაც გავყვები ამ გზაზე, მინდა ვენდობოდე

ვიცი, რომ ერთად ყველაფერს მივაღწევთ და ამ კიბეზე ასვლის სურვილიც გამიჩნდება

თუმცა ვიცი, ყველაფერი ვერ იქნება დიპილონის ჭურჭელივით იდეალური

ჩემი გრძნობები

ბედნიერების ჩიტი, ლურჯი ფრინველი, უბრალოდ მინდა ბედნიერი ვიყო
* * *
მოვედი და ვაგრძელებ :

ეს არის ომფალოსი დელფოში. აპოლონის ტაძართან. სამყაროს ჭიპის გამოხატულება. უცნაური გრძნობაა როცა ეხები საუკუნეების წინანდელ ქვას, საკრალურს ძველად, თუმცა დღეს ბევრი ტურისტი ისე ჩაუვლის, ვერც კი შეამჩნევს.

არ უნდა იმოგზაურო მარტო. ამ დროს ხვდებო, რომ დედამიწა ძალიან დიდია შენთვის.
ეს კი ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემ. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი
This post has been edited by Barklai on 7 Feb 2010, 16:26