2006 წელი..... ზამთარი.....
ისევ ახალი წელი......შამპანურის ჭიქები...ღიმილი.... მომავლის და ბედნიერების სადღეგრძელო....ის დრო რომელსაც ოჯახთან ატარებდა ვალდებული იყო მათთვის ბედნიერებად ექცია... მერე ისევ ბრუნდებოდა თავის შავთეთრ სამყაროში.....უცნაურია მაგრამ აქ უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს.....
_ გიყურებ და შენი მეშინია შვილო....
_მიზეზი?
_ შენი შემოხედვა მზარავს .... ზოგჯერ მგონია რომ მხოლოდ მე ვხედავ ამას.... ცოტას ლაპარაკობ...ძალიან ცოტას და ისიც მხოლოდ იმათთვის ვისაც ცოტა სჭირდება იმისთვის რომ სენტან საუბარი შეძლოს... ასეთები კი ან არ არსებობენ ან არარ საუბრობენ.... მარტოობას ირჩევენ.... ყველაზე მეტად კი ის მაშინებს რომ აღარ ხატავ..... საკუთარ სულში აღარ ეძებ.... ზურგი აქციე იმას რაც ყველაზე მეტად გიყვარდა და ყველაზე უკეთ გამოგდიოდა ....
.... ძალიან კარგი ხარ შვილო ზედმეტად კარგი... და ეს დაგღუპავს....
გოგომ უბრალოდ გაიღიმა არც ეხლა უთქვამს რაიმე მამისთვის .... არც იყო საჭირო.... ისიც კარგი მამა იყო.... ზედმეტად კარგიც კი.....
***
მიზეზი ყველას აინტერესებდა მაგრამ ვერავინ ბედავდა კითხვას..... თითქოს არაფერი შეცვლილა .... ის ისევ ისეთი იყო როგორც ადრე.... მხიარული მეგობარი..... კარგი შვილი..... საინტერესო ტრფობის ობიექტი....
თუმცა ცდილობდა არასოდეს დარჩენილიყო მარტო.... არ ეფიქრა..... გასწრების და გადარჩენის სტიმული აღარ ჰქონდა და უბრალოდ მიჰყვებოდა .... დინებას.....გაურბოდა საკუთარ თავს....სასოწარკვეთილს...უსუსურს...რომელსაც არაფერი ქონდა საერთო იმ ქალთან ვინც ამ დროის მანძილზე მუდამ იდგა ბიჭის გვერდით....
_ თავისუფლება.... იცი რა ტკბილია და მაცდური....
_ პასუხისმგებლობაც....
_ ალბათ ამიტომ იზიდავთ ესე ადამიანებს...
_არა ადამიანებს მხოლოდ თავისუფლებით ტკბობა იზიდავთ..... პასუხისმგებლობის განცდა უკვე აღარ....
........................
_ მინდა რაღაცას დამპირდე.... მინდა ყოველთვის მართლები ვიყოთ ერთმანეთთან და საკუთარ თავთან...შენ იცი რას ნიშნავს ჩემს გვერდით ყოფნა....მე შეიძლება გავიქცე... გავიქცე მთელი ძალით და ძალიან შორს.... მაგრამ აუცილებლად მოვალ იქ სადაც ყოველთვის მელიან.... გავა თვეები ,წლები და მე ისევ მოვალ.... და .... შენ დამხვდები?.... ყველანაირ პასუხს მივიღებ და ამით ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ერთი წამით არ შეიცვლება.... გაფასებ.... მჭირდები...მინდიხარ.... ამიტომ გეკითხები ამას.... და გისმენ...
_ გპირდები.....
***
წიგნი არ გამოსულა..... არავინ იცის რატომ.... გოგო არ იჯდა და მის გამოჩენამდე წამებს არ ითვლიდა..... თუმცა იცოდა რომ ის აუცილებლად დაბრუნდებოდა....
* * *
2007 წელი შემოდგომა.....
ისევ დადგა შემოდგომა მის ცხოვრებაში.... განსაკუთრებით უყვარდა ამ დროს საათობიტ ხეტიალი....ყველაზე ლამაზი და ბევრი ფერი....სასიამოვნო გამხმარი ფოტლების სურნელი ტრიალებს მთელ ქალაქში.... ეს ის პერიოდი იყო რომელიც ყოველთვის ცვლიდა და ტავდაყირა აყენებდა მის ცხოვრებას.... შემოდგომის ერთ საღამოს ის ისევ დაბრუნდა....რაღაცამ ერთიანად აამოძრავა და აახმაურა მისი სული მაგრამ ვერ მიხვდა რა იყო ეს....სიხარული....მონატრება....თუ უბრალოდ ავი წინათგრძნობა....
დიდხანს იჯდნენ ჩუმად.... არცერთს არ შეუმჩნევია როგორ შემოიტანა შუახნის ქალმა ფინჯანი ყავა ....
_ მომენატრე ჩემო გოგო...
გოგოს არაფერი უთქვამს უბრალოდ ფინჯანს დასწვდა....
ძნელი იყო ორივესთვის იმაზე ფიქრი რა ეწეოდათ ისევ ერთმანეთისკენ.... ერთი ყოველთვის გარბოდა.... მეორე უშვენბდა და იქ ხვდებოდა უკან დაბრუნებულს სადაც დატოვეს... ერთი თავისუფლებისთვის იყო შექმნილი...მეორე იმისთვის რომ არასოდეს შეეზღუდა ეს თავისუფლება.....
***
_ მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე....
_ არა.....
***
_ ცოლი.....
_ ბედნიერებას გისურვებ....
***
ცხოვრებამ ნელნელა კალაპოტი შეიცვალა და თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დადგა....მეგობრები.... თაყვანისმცემლები...ფული.... სამსახური..... ეხლა უკვე მას ტავისუფლად შეეძლო ეჩუქებინა მისთვის ეს რამოდენიმე ნული....ცხოვრებით რომელიც თავად შექმნა პატარა წარმატებებითურთ ცხოვრება სადაც არ იცოდნენ რა იყო happy end და არც არავის აინტერესებდა ის სიმშვიდე რაც ამ happy end-ს მოჰყვება თავს.... როცა ღამით საკუთარ თავთან ჩამოჯდებოდა სარკის წინ.... უღიმოდა იმას ვისაც შიგ ჰხედავდა ....
_ ყოველთვის როცა ვირაცას გულს ვტკენ დედის სიტყვები მახსენდება ... " მე მეცოდება ის ქალი ვისაც შენ ეყვარები...."
მარტალი იყო დედა...ბიჭს არ შეეძლო სიყვარული...ის ეტრფოდა თავად სიყვარულს...იდეალებს რაც მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობდა და გოგოს რომელიც უბრალოდ ყველაზე მეტად აგონებდა ამ იდეალს .... ამიტომ ბრუნდებოდა ყოველთვის.... მაშინაც კი როცა პატარა გოგონა ეყოლა ... შვილი რომელზეც ესე ოცნებობდა.... თუმცა არა იმ ადამიანისგან ვისტანაც წლების წინ გატაცებით საუბრობდა შვილებზე და მომავალს გეგმავდა....უამრავი ქალი იყო მის ცხოვრებაში თუმცა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზნით...მხოლოდ იმიტომ რომ ისევ დაბრუნებულიყო იქ სადაც თავადაც გრზნობდა რომ მისი ადგილი იყო....
და რა იყო მოლოდინი..... სიყვარული თუ უბრალოდ ჩვევა....ცხოვრება მოლოდინიდან მოლოდინამდე.... ამას ეკითხებოდა ყოველ ღამით გოგო სარკის წინ საკუთარ თავს და ისევ იპარავდა უმოწყალოდ სარკის იქეთა მხრიდან იმედს....მხარდაჭერას.... ღიმილს.... და სიტყვებს ... "მე შენთან ვარ"....
ეს უკვე საცოდავი ნამცეცები იყო იმ ფერადი სამყაროსი რომელიც ორივემ გულმოდგინედ დააქუცმაცა და გაფანტა უსასრულობაში.....
***
2008 წელი ზამთარი.....
ბოლოს მათი ურთიერთობის სადღეგრძელო დალიეს....
_ მოდი ამ ცხოვრების დავლიოთ....ცხოვრების რომელიც ძალიან ტკბილია შენს გვერდით ჩემო გოგო...მიყვარს ეს სიმღერა გახსოვს?....
რათქმაუნდა ახსოვდა....ეს მათი იყო... ძალიან ნაცნობი და საყვარელი...
_ ამით შენ გაგიმარჯოს ჩემო გოგო.... და ამ წლებს გაუმარჯოს....
* * *
***
კართან ისევ იმ შუახნის ქალს შეეჩეხა.... პირველად შეხედეს ერთმანეთს გაბედულად.... არასოდეს უფიქრია გოგოს ვინ იყო ეს ქალი...დღეს კი პირველად დაინახა მასში დედა....რომელიც ეხლა მის წინ იდგა და გრძნობდა უკანასკნელად ხედავდა გოგოს რომელსაც მისი შვილი უყვარდა....უყვარდა მთელი გულით და ისეტი როგორიც იყო...თავისუფალი... ამჯერად თავად გაუღიმა...მაგრამ გაუღიმა იმიტომ რომ სინდისი ჰქენჯნიდა....ქალიც უხმოდ მიუხვდა ....თვალები ძირს დახარა და ძლიერად მოუჭირა ხელი ხელზე....
_ მაპატიეთ იმედი გაგიცრუეთ......
მხოლოდ ამის თქმა მოახერხა.... როგორც სჩვეოდა ისევ შემობრუნდა კარტან მისული და პირველად დაინახა მომღიმარი დედის თვალზე ცრემლი.... და თავდახრილი ბიჭი თეთრი ღვინის ბოკლით ხელში...
დარჩნენ მხოლოდ ორნი... დედა_შვილი...ორი ნახევრად დაცლილი ბოკალი თეთრი ღვინით და სიმღერა..... ".....და ავიფარე სახეზე ხელი......." ბოლოს სიმღერაც შეწყდა...გოგო გამოფხიზლდა კარს მოსორდა და სირბილით გავარდა სადარბნაზოდან.
ამჯერად თავად გაიქცა..დატოვა თავის ბოჰემასთან.... მის ცხოვრებასთან რომელშიც აღარ იყო იყო იმ პატარა გოგოს ადგილი რომელსაც უკვე მთელი არსებით სძულდა და აღარ უნდოდა ვირაცის იდეალის და პატივმოყვარეობის ანარეკლის როლი..... და მან წასვლის ნება მისცა.....
2009 წელი ზამთარი.....
შეძლო ესწავლა მის გარეშე ცხოვრება.... თუმცა განა ბიჭი ოდესმე იყო მასთან?.....
_ იმისთვის მოვედი რომ ბოლოჯერ შემოგხედო...ვიპოვე ის რასაც ვეზებდი მთელი ცხოვრება.... სიმშვიდე.... და ამ სიმშვიდეში მივხვდი რომ სწორედ შენ მომიყვანე აქ....წასვლამდე ერთადერთი ვისთან საუბარიც შვებას მგვრის შენ ხარ.... მხოლოდ იმიტომ მოვედი რომ მინდა გითხრა.....უბრალოდ გითხრა როგორ გაფასებ...ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგო....ბევრი ქალი იყო ჩემს ცხოვრებაში მაგრამ შენ.....შენ სხვანარი ხარ.... ჩემი ხარ....იმდენად ჩემი რომ ერთადერთი ხარ რომელსაც მართლა ვუყვარდი.... ერთადერთი რომელსაც ჩემი სიყვარული შეუზლია და ერთადერთი რომელსაც სათანადოდ ვერ ვაფასებდი ვერასდროს...ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტი ვატკინე და ყველაზე მეტად გავუცრუე იმედები....პატიებას გთხოვ ამისთვის...ძალიან მინდა შევძლო და მოგცე ყველაფერი რაც გამაჩნია.... ღმერთი აუცილებლად დაგიფასებს იმას რომ სიყვარული შეგიძლია.....იმ წლებს და იმ დროს რაც ჩემი ცხოვრების თავდაყირა დასაყენებლად და ჩემთვის სიმშვიდის პოვნაში დახმარების გაწევისთვის არ დაინანე.... ვიცი ყოველთვის იცოდი და გრძნობდი რა ზვირფასი ხარ ჩემთვის....მოგაკელი ყველაფერი რაც მხოლოდ შენთვის უნდა მომეცა და უხვად დავუირიგე სხვას ვინც ამას არ იმსახურებდა.... მაპატიე თუ შეგიძლია... შენს ნახატებს დღემდე ვინახავ....ვუყურებ და საკუთარ ცხოვრებას ვხედავ...შენი თვალით დანახულს...შენს გვერდით.... შავთეთრს მაგრამ უზომოდ ფერადს და სასიამოვნოს....იქაც წავიღებ თუ ამის ნებას მომცემ....არ ვიცი შევძელი კი ცოტათი მაინც გამებედნიერებინე მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი შენს გვერდით....უკეთესი ვიყავი იმაზე უკეთესი ვიდრე ვარ.... ალბათ ჩვენი გზები არარ გადაიკვეთება მაგრამ შენ ყოველთვის ჩემი საყვარელი გოგო იქნები....გოგო რომელიც არასოდეს ითხოვდა სანაცვლოს მისი სიყვარულისთვის.... სწორედ ამიტომ გაფასებ.....
_ მშვიდობით....
_ ღმერთი გფარავდეს....იცხოვრე ბედნიერებისთვის და მაპატიე ეს წლები თუ ოდესმე შეძლებ.....
***
გოგო დარცა ისევ მარტო.... იქვე ჩამოჯდა .... ბნელოდა...არ ტიროდა...იჯდა ემოციებისგან გამოფიტული .... და უკვირდა რომ ტირილი არ უნდოდა...ეს აღარ იყო ის ბიჭი რომელის თავისუფლებასაც ამ წლების მანზილზე დარაჯობდა....ეს სხვა ადამიანი იყო... ადამიანი რომლის არეულ ცხოვრებაშიც შეძლო მშვიდობა შეეტანა.... მათ შეცვალეს ის რაც შესაცვლელი იყო....ერთმანეთი .... და ყველაფერი ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდა .... მათი გზები უბრალოდ გაიყარა....
ისევ ისე გამოფიტული მიწვა საწოლზე და პირველად ამ წლების მანძილზე მშვიდად ჩაეძინა.....
<<<დასასრული>>>
* * *
ამით გახდას მოვრჩი.....

იმედია სასიამოვნო იყოს...... ჩემს შემდეგ ვისაც სურვილი ექნება გაიხადოს
This post has been edited by E madame on 20 May 2010, 16:40