დიდი მადლობა

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რამ ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს 5 წლის წინ , მაინც არ ვიცი როგორ დავიწყო...
ახლანდელ თეოს , თითქოს არ უნდა დამანახოს ძველი თეო.
ახლა ვარ ერთი ძლიერი ქალი, ზოგჯერ ზედემეტადაც, იმდენად, რომ ეც ჩემი სიძლიერე მაშინებს.
არადა სინამდვილეში იცით როგორი ვარ? ( რატომღაც ყველას ვეუბნები ამას ნებისმიერი სახის ურთიერთობის დასაწყისში , მაგრამ მაინც არ ითვალისწინებენ)
ძალიან პატარა, უმნიშვნელო წვრილმანზე შეიძლება მეტკინოს გული, ხოლო ისეთი რამ, რაზეც ყველა გაბრაზდებოდა, ჩვეულებრივად მივიღო.
ვცდილობ ადამიანს გავუგო ადამიანური მხრიდან და მგონი ქვეცნობიერად ამას ვითხოვ სხვებისგანაც.
მეგობრობა-უწმინდესი ჩემთვის. აი ხომ არიან ადამიანები , ვისთვისაც პირადი ცხოვრებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ეს ყოველთვის
მერამდენეღაც ადგილზე იყო. მეგობრობა ყოველთვის პირველზე. რამდენჯერ დამიგვიანია პაემანზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს მეგობარს ვჭირდებოდი, თუნდაც უბრალოდ მსმენელის როლშI. ყველა ის მეგობარი, მოგვიანებით გახდა შეყვარებული და მათთვის პირველი ადგილი დაიკავა ამან. მაშIნ დავფიქრდი იქნებ ასეა სწორი, იქნებ მე უფრო მეტი დრო და პატივი ვარგუნო ჩემს პირად ცხოვრებას? მაგრამ მერე კარიერაში აღმასვლა დაიწყო და ისევ უკანა პლანზე დარჩა ის. ადრე იმასაც ვფიქრობდი, რომ ნამდვილი სიყვარული ის კი არაა, მასთან ყოფნისთვის რომ გაწირავ ყველას და ყველაფერს, არამედ მისი ბედნიერებისთვის რომ დათმობ თავად მას. ხანდახან ახლაც გამიელვებს ხოლმე ასეთი ფიქრი.
ჰოროსკოპით კირჩხიბს გაორებული ცხოვრება დამეწყო, შინაგანად ვარ ხელოვნებისკენ მიდრეკილი, მიყვარს კარგი კინო, ფოტოები, პოეზია, ლაშქრობებშI სიარული. სიანმდვილეში ყოველდღე ვსაქმიანობ აბსოლიტურად ყველაფერს გარდა იმისა, რაც მიტაცებს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ როდესმე ჩემ საკუთარ ფლმსაც გადავიღებ და ისეთი ფოტოკამერაც მექნება, რომელიც ზუსტად ისე აღბეჭდავს იმ კადრს, როგორც მე დავინახე და არა ისე სანახევროდ, როგორც ამას ჩემი ამჟამინდელი კამერა ახერხებს : )
ესეც მე


ასეთი ცხოვრებით :

ბავშვობა ბედნიერი:

შემდეგ კი ნახტომი ბავშვობიდან რეალობაშI :

იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
(პატარა მალულიტასავით)
მინდა ვიყვირო:
„ცუკველა გაცუმდეს!!!...“
იცი რა მიყვარს?
გაზაფხული რომ მოსაღამოვდება და
რომ იწვიმებს და
იმ ტერფებით,
ცოტა ხნის წინ ჰაერში რომ დააბიჯებდნენ,
ახალდანამულ მიწაზე რომ გავივლი და
ნაადრევად ჩამოცვენილი ფოთლები გამიწვებიან ფეხებთან...
და რომ ავკრეფ სათითაოდ, გზა-და-გზა...
მათ კიდე ძალიან გაუკვირდებათ
გათელვას რომ გადარჩნენ და
ჩემს ხელებში სიხარულით გაინაბებიან....
მე კიდე ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
იცი რა მიყვარს?
იასამნები რომ გაიღვიძებენ და
ხელებს რომ შემოვხვევ უზარმაზარ თაიგულს,
მერე თვალებით ხუთფურცლიან ყვავილს დავუწყებ ძებნას და...
ძლივს რომ ვიპოვნი და მოვწყვეტ...
ცოტა ხნის წინ გაფაციცებული რომ ეძებდნენ,
იმ თვალებს რომ დავხუჭავ და,
სურვილს რომ ჩავიფიქრებ და ყვავილს ჩავყლაპავ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ხელში გაზაფხულს რომ მოვტაცე მიწაზე ყოფნისას,
ის იასამნები და ფოთლები მიჭირავს და
პატარა ტერფებს მთელი ძალით ვიქნევ ჰაერში...
გარედან „ვიღაცეები“ რომ მეძახიან და
ადამიანებთან დაბრუნდიო, მთხოვენ....
მე კიდე მთელი ხმით მინდა ვიყვირო:
„ცუკველა გაცუმდეს!!!...“
მაგრამ მხოლოდ ვიღიმები...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
გავაგრძელებ .....