ხშირად წამიკითხავს ამა თუ იმ იუზერის პოსტებში მისი დამოკიდებულება ფორუმის სივრცის მიმართ. ფაქტია, ჯერჯერობით ვერ შევხვდი ისეთ ვერსიას, რომელიც იმდენად მომეწონებოდა, რომ დამაჯერებლად მიმეღო.
დიდი ხანია მეფიქრება ამ თემაზე, ოღონდ აქამდე კარგად ვერ შევძელი ჩამოყალიბება.
რაც შეეხება ჩემს კონცეფციას...
თბილისის ფორუმი და მომხმარებელის ფასეულობათა ტიპოლოგია...რა ფასეულობაა ფორუმი მისი მფლობელებისათვის, ალბათ სამსახური, ბიზნესი არა?
რატომაა ფორუმი ასეთი მიმზიდველი რიგითი მომხმარებლისათვის?
რისი მონაწილე ხდება იუზერი, როცა შემოდის ფორუმზე და რას წარმოადგენს თავად ის ამ სივრცეში?
რომელი განწყობების საფუძველზე დგება ორმხრივი კავშირი?
რას განვიცდით ამ სივრცეში და რამდენად ახლოს დგას ეს ემოციები რეალობასთან?!....
განა ეს მხოლოდ გარკვეულ წესებში მოქცეული აზრებია, რომლებიც ავსებენ ცარიელ ფურცლებს? თქვენ ასე ფიქრობთ?
რა არის ფორუმი სინამდვილეში:
1. გალერეა, ბიბლიოთეკა, თეატრი, სპექტაკლი და ა.შ...
2. ”მრგვალი მაგიდა” ამა თუ იმ სფეროში რეზულტატზე ორიენტირებული დისკუსიების გასაშლელად, ან თუნდაც კამათის კულტურის დასაუფლებლად;
3. სივრცე: აუდიტორია+თავისუფალი შემოქმედებითობა ჯანსაღი კონკურენციის საზღვრებში;
4. სხვა...
რომელია ფორუმის ყველაზე უფრო ”მოთხოვნადი” განყოფილებები?
ალბათ უფრო
პოლიტიკა, ასევე
ქალი და მამაკაცი.
ძალიან ბუნებრივია.
მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა მოტივით შემოდის აქ პიროვნება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ბაზარი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გართობასა და დასვენებას ვირტუალურ სივრცეში. ვცდები? მგონი არა.
დასვენება...
რასთან ასოცირდება ეს სიტყვა იუზერისთვის?!...
ალბათ უფრო სასიამოვნოსა და სასარგებლოს ჰარმონიულ თანხმობასთან.
* * *
თამაში, როგორც თერაპია...საინტერესოა თითოეული ”შოუ”, როგორც იუზერის თვითპრეზენტაციის ერთ-ერთი საშუალება. ოღონდ ვაღიაროთ, რომ გამოხატვის ფორმების გრანდიოზული ელფერი ხშირად რჩება ფორუმზე და არანაირ კავშირში არ არის პიროვნების რეალური ცხოვრების წესთან... სპექტაკლი ვირტუალურ სივრცეში, ნიღბები განსჯებისათვის, შეუცნობელი და მიუწვდომელი იმიჯი, ახლადმორგებული როლები:
http://www.youtube.com/watch?v=zVaTPOh55IUhttp://www.youtube.com/watch?v=Eo9PKm5j63Yhttp://www.youtube.com/watch?v=oQWQ7GizK3cთუმცაღა ვაღიაროთ, რომ ზუსტად ასეთივე სიხშირით ქცევის მოდელები, რომლებიც აქ გვხვდება წარმოადგენს პიროვნების რეალური ქცევის ზუსტ ანალოგს. მეთანხმებით არა?
* * *
ერთად დავძლიოთ მარტოობა...თავისთავად სიყვარული, სითბო, ზრუნვა, ყურადღება, როგორც მარტოობისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა.. გრძნობები, ემოციური სპექტრის ურთიერთგაზიარების ფორმები - გამოხატული სიცილაკებში. კოცნები და ჩახუტებები, რომლებიც ჩვენთვის ზოგჯერ რეალურთან ასოცირდება.. იმიტაციები ახალი ადამიანების შემეცნებისა და მათში სიახლეების აღმოჩენის, შეგრძნებისა თუ ასე ვთქვათ ”შესუნთქვისა”, რასაც თავის მხრივ მოაქვს ახალი დადებითი შეგძნებები და საბოლოოდ ვირტუალური მეგობრობა.
ეს განცდები თითქოს რაღაცით ჰგავს მოგზაურობას ეგზოტიკურ ადგილებში, მთაში ან თუნდაც ზღვის სანაპიროზე - ახლობლები, ცხელი მზე, ქოლგების სასიამოვნო ჩრდილი, მოშვება, კმაყოფილება, სიამოვნება...
http://www.youtube.com/watch?v=HZFz0tYeQegბანალურია. ხომ მართალია?
* * *
ომი სისხლის უკანასკნელ წვეთამდესაინტერესოა რა განაპირობებს ემოციურ განცდებს - გადატანილს ვირტუალურ ”ომებში”, სადაც ძალიან რეალურად აღიქმება მეომრები, ჯარისკაცები, ბანდები, ყაჩაღები, ლიდერი, ჯგუფი, მონადირეები, ჩასაფრება, თავდასხმა, საქმის გარჩევა, ალყის შემორტყმა, დევნა, ციხე-სიმაგრეთა აღება, მტრის მოგერიება, თვით სიკვდილი და სიცოცხლეც კი.. ეს ყველაფერი, როგორც აგრესიისგან დაცლის საუკეთესო საშუალება იღებს ტროლინგის, შეურაცხყოფის, პროვოკაციის, ძალადობის სახეს.. რაც ხშირად ფორუმის გარეთ არც გადის:
http://www.youtube.com/watch?v=iibu_BoY6xE...=endscreen&NR=1http://www.youtube.com/watch?v=DZTxemLkATkთუმცაღა მაინც ძალიან სამწუხაროა. ხომ ასეა?
* * *
დიდი მიზანი - ვაკეთოთ პოლიტიკანებისმიერი ბაზარი მოთხოვნადია, თუკი შეხება აქვს პოლიტიკასთან - თავისი ბინძური ლაბირინთებით. ეს არის პოლიგონი მუდმივი, დაუსრულებელი დებატებისათვის გნებავთ ფორუმზე, გინდათ საძინებელში, თუნდ ქვესკნელში, ანდა სულაც კოსმოსში
http://www.youtube.com/watch?v=rlRxkJtUbP4კატასტროფაა ყველგან და ყველაფერში პოლიტიკა, ხომ ასე ფიქრობთ?

* * *
ბიკინი და მისი მეგობარიზოგადად, ვიზუალური რეკლამის საერთო რაოდენობათა 40 %-ში ე.წ. ხაფანგის ნაცვლად გამოყენებულია ქალისა თუ მამაკაცის შიშველი, ნახევრადშიშველი სხეულები, სრულყოფილი ფორმები, როგორც ასე ვთქვათ... მარადიული ახალგაზრდობის სიმბოლო. შესაბამისად ფორუმზე მიმოწერის თემატიკა მუდმივად ტრიალებს პირადი საცვლების (პირდაპირი მნიშვნელობით), სილიკონებისა და უკანალების ზომა-წონების ირგვლივ კომენტარებითა თუ უკომენტაროდ...
http://www.youtube.com/watch?v=lBbBb_UJdC8http://www.youtube.com/watch?v=a6e5riMFgHUთქვენც მოგბეზრდათ ამისი კითხვა არა? მეც.
* * *
გზა ფლეიმისაკენსაინტერესო ტენდენცია, რომელიც არ შემიძლია არ აღვნიშნო ის არის, რომ ყველაფერი სულდგმულობს საფიხვნოს ხარჯზე, სადაც ჭორაობა მიდის დაახლოებით ერთი და იგივე თემაზე: ”როგორ ჩავწვდეთ მესამე პირთა ცხოვრების იდუმალ მხარეებს”... დიახ, მესამე პირთა და არა საკუთარი ცხოვრებისა..
საინტერესოა რას გვთავაზობს რეკლმის სპეციალისტთა 20 %?
ისინი გვთავაზობენ რეალობისგან სრულიად მოწყვეტის ”თეორიას”, რაც გულისხმობს ლტოლვას მუდმივი დასვენებისაკენ, მუდმივი უსაქმურობისაკენ.
http://www.youtube.com/watch?v=5qm8PH4xAsshttp://www.youtube.com/watch?v=06pHo7rybNoალბათ ვინმე იფიქრებს, რომ ეს ზუსტად ისაა, რასაც წარმოადგენს ფორუმი, რამდენადაც გართობის ყველაზე უფრო ოპტიმალური და ”ოპერატიული” ფორმაა არა?
მე კი არა მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მუდმივ დასვენებაზე, 24 საათიან რეჟიმში ისხდებიან ფორუმზე და ჭორაობით გაირთობენ თავს. რატომ?
იმიტომ, რომ დასვენებას გამომუშავება სჭირდება და გარდა ამისა, თუ არსებობს რესურსი, მისი გახარჯვა მოხდება სხვაგან და არა მარტოოდენ აქ.
* * *
ვირტუალური გალერეებიარსებობს კიდევ ერთი სტერეოტიპი, რაც ნამდვილად წარმოადგენს იუზერთა ინტერესის სფეროს.
ეს არის ცნობადი, მარადიული, კლასიკური ფასეულობები, რომლებიც ასრულებენ კლიშეთა ფუნქციას - მასობრივი დათვალიერების, რეპროდუცირების, კოპირებისა და პლაგიატიზმისათვის.
შემოვიდა, გამოჩნდა, დაათვალიერა, შეიმეცნა, დატოვა მოკრძალებული ან სულაც მნიშვნელოვანი მოსაზრება მისთვის ფასულ საკითხზე, მოიწონა, დაიწუნა და რა? შეძლო რაიმე ახლებური იმპროვიზაცია?!... შესაძლოა, მაგრამ არაფერი ახალი ჯერ კიდევ არ შეუქმნია.
რასაკვირველია, მარადიულ ფასეულობებს ვერ შევეხები, მაგალითად ისეთებს როგორიც არის ეს:
http://www.youtube.com/watch?v=t4lWOWrtLbIსამაგიეროდ, მე მინდა შეხვიდეთ ამ ლინკზე და კარგად დააკვირდეთ ამ კლიპს, როგორც პირამიდის მეორე მხარეს, რომელიც ჯერ კიდევ სიცარიელეს წარმოადგენს.
http://www.youtube.com/yt/creators/playbook.htmlამ მხარეს შესაძლებელია ყოფილიყვნენ მონები. დიახ, დიახ, თუ მოინდომებთ აქ თქვენ შეძლებთ წარმოიგინოთ მონები, რომლებიც საკუთარი მხრებით ეზიდებიან უმძიმეს ფილებს.
ისინი აშენებენ პირამიდებს...
რისი თქმა მინდა ამითი?
მე უბრალოდ მინდა, რათა დავფიქრდეთ, ვინ ვართ მოცემულ სივრცეში, რას წამოვადგენთ ჩვენი განწყობებითა და ღირებულებებით. ერთი სიტყვით, მინდა კარგად გავაცნობიეროთ, თუ ამ პირამიდის რომელ მხარეს ვიმყოფებით.
ამ მხარეს:
http://www.youtube.com/watch?v=5HKVE5fw9JYთუ მის მეორე მხარეს:
http://www.youtube.com/watch?v=nxP46jWYglIეს რას ნიშნავს?
იმას, რომ თუ ფორუმი აღიქმება სივრცედ - შეუსვენებელი წვისთვის, ჩვენ მართლაც გადავიწვებით, გამოვიფიტებით.
თუ ჩვენ აქ მხოლოდ სიამოვნების მიღებისა და სხვათა ხარჯზე გართობის მიზნით შემოვალთ, აქაურობას კი ვაქცევთ მუდმივი დასვენების პუნქტად, მაშინ გამოვშტერდებით.
ამდენად ვფიქრობ, აქ შემოსულ მომხმარებელს კარგად უნდა ესმოდეს სამი ძირითადი მიმართულება და ჰქონდეს შესაბამისი განცდა, რომ:
1.
ის დაცულიამისი პიროვნება და სახელი მაქსიმალურად ხელშეუხებელია, უსაფრთხოდაა (კანონის უზენაესობა).
2.
ძალებს აღიდგენს, ისვენებსმისთვის ამ სივრცეში დასვენება და გართობა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს (საღი ფსიქოლოგიური ატმოსფერო).
3.
ეძლევა პიროვნული განვითარების შესაძლებლობაჯანსაღი კონკურენციისა და თავისუფალი შემოქმედებითობის პირობებში შეუძლია იყოს ორიენტირებული პროგრესზე, უკეთესზე, უფრო წარმატებულ შედეგზე (შემოქმედებითი თავისუფლება).
თემები, განყოფილებები, ”დეკორაციები”, ”ინტერიერი” და კლიპები კი შეგვიძლია დავდოთ იმდენი, რამდენსაც მოვისურვებთ. რატომ?
იმიტომ, რომ არსებითია სინამდვილეში ის, თუ:
1. რა არის ფორუმის მუშაობის ძირითადი ღირებულებები, მიზნები თუ მათი შესრულების გზები;
2. რამდენად სწორი, გასაგები და ღია ფორმით მიეწოდება ეს ფასეულობები მომხმარებელს;
3. რა ეხმარება მას კარგად გააცნობიეროს ორმხრივი პასუხისმგებლობა თუ უფლებები;
4. რამდენად აძლევს არსებული სივრცე მას თავისუფალი შემოქმდებითი, პიროვნული, სულიერი თუ ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობას - მაქსიმალური დაცულობის პირობებში, რაც შეიძლება მინიმალური მორალური დანაკარგებით...
This post has been edited by TAMTAgirl on 26 Jun 2012, 21:28
ომი მშვიდობაა! თავისუფლება მონობაა! უმეცრება ძალაა! ©ჯ. ორუელი
Волки могут становиться пастухами, если успеют понять, или если не станут собаками. Собаки - нет. Овцы... Удел овец - страдать. ©сказка
Я буду молчаливой галлюцинацией. ©Булгаков, "Мастер и Маргарита"