შენი კონცენტრაცია გაქვს მიმართული შიშის დაძლევისაკენ, როცა დაკვრას იწყებ ერთდროულად ორი საქმის კეთება გიწევს და იბნევი. აგეხლართება აბა რა იქნება
ამასთან დაკავშირებით არის რეკომენდაციები, დაგიწერ და შეეცადე ესე გააკეთო:
პირველ რიგში მიიღე ეს შიში და ღელვა ნორმალურ ბუნებრივ და ლოგიკურ მოვლენად
ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა შეეცადო დაძლიო ეს შიში, არამედ შენი კონცენტრაცია უნდა გადავიდეს შემდეგზე: აჩვენო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ექსტრემალურ პირობებში. შენი გონება იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ დაუკრა შიშთან ერთად და არა იმისკენ, რომ მოდუნდე და ეს სიმშვიდე შეინარჩუნო
შეეცადე და ნახავ შედეგს
2. შიში აუდიტორიის მიმართ ყველას აქვს, მაგრამ უფრო ძლიერად გამოეხატებათ ეს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავებს უყენებენ ზემაღალ მოთხოვნებს
რეკომენდაცია:
გამოსვლის წინ შეეგუე იმ აზრს, რომ შენ შ ე ი ძ ლ ე ბ ა აჩვენო საშუალო დონე
ეს რეკომენდაციები არაა იმისათვის, რომ ადამიანს თვითშეფასება დაუქვეითდეს
ანუ არ ვამბობ, რომ შენს თავზე ცუდად უნდა იფიქრო და ცუდი შედეგითაც დაკმაყოფილდე
ლაპარაკია უშუალოდ გამოსვლის წინ შენს აზრებზე. თუ ესე იფიქრებ შენი კონცენტრაცია შიშის დაძლევიდან ეგრევე გადავა იმაზე, რომ შეეცდები უკეთესად დაუკრა და შენი 100% აჩვენო
3. ივარჯიშე სახლში გამაღიზიანებლებთან ერთად. სთხოვე შენი ოჯახის წევრებს მასინ როცა მეცადინეობ იარონ ოთახში და იხმაურონ. ტელევიზორი ჩართე, ან სხვა მუსიკა საშუალო ხმაზე და ისე იმეცადინე
კიდევ საჭიროების შემთხვევაში დასაშვებიაო ვალერიანის მსგავსი დამამშვიდებელი. ეს თუ გულის ცემა გაწუხებს დაკვრის დროს. მაგ. ვალოკორდინი
სამწუხაროდ გერმანულის გარდა არც ერთ ენაზე არ ვიცი რა ქვია ამ მდგომარეობას
გერმანულად Angst vorm Rampenlicht
ბევრი ინფორმაციაა გუგლში
This post has been edited by gramatikikina on 8 May 2010, 18:27