[OFFTOPIC]
mari-cristineინტში თუ შემხვდა სადმე დაგილიკვან სადღაც მაქვს ნანახი და ვეცდები ვიპოვო, ისე გუშინ ვნახე წიგნების მაღაზიაში

მგონი ამას უნდა ეძებდე ხო? ვრცლად გიპოვი.
ბოდიშით ოფისთვის

ადამიანის ნებისმიერი ქცევის განმაპირობებელი არის განწყობა. ის არის არაცნობიერის მოვლენა, ანუ მისი აღმოცენება ფსიქიკაში არაცნობიერი პროცესების გავლენით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ გააჩნია მისი ცნობიერი და ნებელობითი კონტროლის უნარი. ნებისმიერ ქცევას, უზნაძის მიხედვით, აუცილებლად წინ უსწრებს განწყობის აღმოცენება. იმისათვის რომ აღმოცენდეს ქცევა და შესაბამისად, ამ ქცევის ადეკვატური განწყობა, საჭიროა, არსებობდეს მოთხოვნილება (რომელსაც მომავალი ქცევის საშუალებით დავიკმაყოფილებთ) და სიტუაცია, რომელიც მოიცავს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტორებს.
განწყობა არის ფსიქოფიზიკური მზაობის მდგომარეობა. შესაბამისი განწყობის არსებობის გარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებდა, ყველა ფსიქიკურ პროცესს, ყველა ჩვენს ქცევას განწყობა ამოძრავებს და აძლევს მიმართულებას. როგორც ავღნიშნეთ, განწყობა არაცნობიერია. იგი შედგება სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებისაგან. სუბიექტურ ფაქტორს განეკუთვნება მოთხოვნილება; ობიექტურ ფაქტორს განეკუთვნება სიტუაცია, ის გარემო, რომლეშიც ადამიანი არსებობს და რომელშიც იგულისხმება ის ობიექტი, რომელიც ადამიანს მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებს. ანუ, ჩნდება მოთხოვნილება, ჩნდება ობიექტი, საშუალება, რომლითაც მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეიძლება. ამ ორის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება განწყობა, რომელიც ფსიქიკურ პროცესებს ისე წარმართავს, რომ ადამიანი ამ ობიექტს დაეუფლება. მაგალითად, ადამიანს თუ შია და მაგიდაზე არის პური, იქმნება განწყობა, გარკვეული შინაგანი მზაობა, რომ ადამიანმა აიღოს ეს პური და შეჭამოს. განწყობა აძლევს ადამიანს ძალას და საშუალებას, რომ ეს გააკეთოს, ანუ განწყობა მომართავს, ამზადებს ადამიანს ამისათვის.
უზნაძის განწყობის ბანალურ მაგალითი: ადამიანმა რომ წყლის დალევის ქცევა განახორციელოს, ამისათვის საჭიროა, გააჩნდეს შესაბამისი მოთხოვნილება და ამავე დროს იმყოფებოდეს გარემოში, რომელიც მისი მოთხოვნილების ობიექტის შემცველია, ანუ წყალი უნდა დაინახოს. მხოლოდ მაშინ შეექმნება ადამიანს წყლის დალევის განწყობა და ის განახორციელებს წყლის დალევის ქცევას.
განწყობის თეორიის მიხედვით, თუ ადამიანს ან საზოგადოებას შეუქმნი რაიმე მოთხოვნილებას და ჩააყენებ ისეთ სიტუაციაში, რომ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება – განწყობაც გაჩნდება.
ერთხელ ერთ-ერთმა მეცნიერმა მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და სთხოვა, რომ სიკვდილმისჯილები მისთვის გადაეცათ ექსპერიმენტებისათვის. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შეშემდეგში – პატიმრებს უხვევდნენ თვალს და ეუბნებოდნენ, რომ ვენებს გადაუჭრიდნენ და სიკვდილით ისე დასჯიდნენ. სინამდვილეში ექსპერიმენტის დროს თვალს უხვევდნენ და მაჯაზე სახაზავს უსვამდნენ. ეს პატიმრები სახაზავის გადასმიდან ზუსტად იმ დროში იღუპებოდნენ, რამდენიც სისხლისგან დაცლას სჭირდებოდა. ცხადია, არანაირი ვენების გადაჭრას და სისხლისგან დაცლას ადგილი არ ჰქონია. სიკვდილის მიზეზი ყველა ამ შემთხვევაში იყო გულის გაჩერება.
მოვიყვანოთ მეორე მაგალითი: ბავშვებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. ექსპერიმენტატორები შევიდნენ საკლასო ოთახში, ბავშვებს დაანახეს გამჭვირვალე ჭურჭელში ჩასხმული სითხე და უთხრეს, რომ ეს იყო მჟავა, რომელიც კანთან შეხებისას იწვევდა დამწვრობას. შემდეგ ჩამოიარეს და ყველა ბავშვს თითო-თითო წვეთი დაასხეს ხელზე. ზოგიერთ ბავშვს მართლაც ხელზე მსუბუქი დამწვრობა გაუჩნდა. აქაც, ცხადია, სინამდვილეში ეს სითხე წყალი იყო. ორივე შემთხვევაში მთავარი მიზეზია განწყობა.
მორჩით სუყველა უნიჭო ქცევას...
ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა...