Utopianკა'ქ'ი ხარ შენ

და მადლობებიო

შენ, შენ

* * *
________________
დაგლეჯილი ფარდების მიღმა, რომელსაც ადამიანები სალოცავად აპყრობენ მზერას, ჩემი განცდები ირევიან.
ერთმანეთს აბიჯებენ და უვლიან, ქაოტურად იბნევიან ცის კაბადონზე და ბზარებს შორის იჭედებიან.
შემიხორცა ცხოვრებამ და ახლა მასთან ერთად გავდივარ გზას, რომელსაც შავფრაკიან კავალრამდე მივყავარ.
თითებზე ვიწებებ ბგერებს და მელოდიად ვართავ გრძნობებს, რომ სხეული შეგიფუთო..
ტუჩის კიდეზე იმარცვლება ჰაერი, რომლითაც ფილტვებს ივსებ და ღამისფრად აალებულ ზეცას ვუზიარებ უშობელ სიტყვებს.
ვყალიბდები ქვეცნობიერში და ვიზრდები შენი სხეულის შიგნით.
ვსრულყოფილდები შენში და საბოლოოდ ვარღვევ კონტურებს..
მელოდიას ვუხამებ ტკივილს და ტუჩებით ვეძებ ჭრილობებს..
სისხლისფერი მელექება სულში, ლიცლიცებს ჩემი არსებობა..
ვიფიტები, ვივსები.. ვმრავლდები და ვკვდები..
შემაგროვე შენში და მასვი საკუთარი სიცოცხლე შენი პეშვებიდან..