#20891060 · 29 Jul 2010, 20:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | მე პირადად ძალიან ხშირად მაქვს განცდა რომ ჩემივე სამშობლოში თავს ემიგრანტად ვგრძნობ, როცა იმდენად უცხოა ყველაფერი რომ სადღაც გაქცევა მინდა. როცა ქვეყანა სადაც დაიბაადე და გაიზარდე უკვე შენი სამშობლო კი არა აბსოლუტურად უცხოა... სად უნდა გაიქცე ამ დროს ფსიქოლოგთან?
|
ძნელია, როცა იყურები და თვალში უცხო სახეები გვხვდება... უცხო მზერა, თვალები, ხმები, მიხრა-მოხრა... მეც ხშირად მქონია ასეთი გრძნობა, რომ ყველაფერი უცხოა, თვით ის ადგილიც კი, რომელზედაც შეიძლება მეასეჯერ მიაბიჯებ - მაგრამ ეს მაშინ ხდება როცა სასოება მიქრება, გული მივარდება ადამიანებზე მათივე საქციელის გამო, ისეთი უგუნურები არიან ხოლმე რომ ძნელია ინდიფერენტულობა შეინარჩუნო...
ფსიქოლოგთან გაქცევა მე არ მჭირდება.. მე თვითონ ვარ ჩემივე თავის ფსიქოლოგი... ასეთ დროს ვფიქრობ ძალიან ბევრს... წიგნებიც მეხმარება, რელიგიური წიგნები ჩემთვის ასეთი განწყობის გაქარწყლების წინაპირობაა.. მშველის...
--------------------
"თუმცა სიცოცხლე სნეულთათვის წვალება არი, მაგრამ, ჰე ღმერთო, გმადლობ, ამ დღეს რომ შემასწარი"
|