მაღალ სართულზე დგეხარ გადაწყვეტილი გაქვს რომ წამებში სიცოცლხეს დაასრულებ, უცებ გადადიხარ აივნის მეორე მხარეს და წინ იყურები, რამოდენიმე წამში მთელი ცხოვრების მომენტები გახსენდება, ცუდი კარგი არაფრისმთქმელიც კი, წარმოიდგენ რომ ხელები გაუშვი მოაჯირს და უკვე ჰაერში ხარ, ისიც კი წარმოიდგინე როგორ გტკივა დაცემის მომენტში და როგორ ხმას გამოსცემს შენი უსულო სხეულის ასფალტთან შეხება, უცებ რაღაც გიბიძგებს და ხვდები რომ წინ მხოლოდ ჯოჯოხეთია და მეტი არაფერი, მხოლოდ უკანაა სამოთხე და ამ სამოთხეში იგრძენი რაც კი ცხოვრების მანძილზე კარგი თუ ცუდი შეგიგრძვნია. ოდნავ ადუნებ ხელებს გინდა რომ საკუთარი თავი დაარწმუნო რომ შენ ეს შეგიძლია და ძლიერი ხარ, შენ შეძლებ ამას, მაგრამ ვიღაც მხარზე ხელს გადებს და ყურში ჩუმად გეუბნება ნუ იზამ ამას შენ ხომ მთელი ცხოვრება წინ გაქვს, დაფიქრდი გარშემომყოფებზე რომელტაც ძალიან უყვარხარ, წარმოიდგინე რას იგრძნობენ და როგორ ეტკინებათ როდესაც ამას გაიგებენ, ხელებს მაგრად კიდებ მოაჯირს და ფეხები გიკანკალებს ხვდები რასაც აკეთებდი და გონება გინათდება. გადმოდიხარ უკან და გრძნობ რომ სახლში დაბრუნდი აღარ მიდიხარ ჯოჯოხეთის კარიბჭესთან.
ესე მოკლედ და ლაკონურად ავღწერე რასაც ვგრძნობდი იმ რამოდენიმე წამში. იმედია ნაწერში ბევრი არ შემშლია
This post has been edited by levvani on 5 Aug 2012, 14:51