ეგ სულ ეგრეა, როცა წამოვსულვარ ზაან კარგი ყოფილა, მარა ხო იცი რაც მიშლის ხოლმე ხელს და ყოველთვის ვერ ვახერხებ , მარა ერტხელ მაინც წამოვალ

ესეთი თუთიყუში მყავდა, მწვანე, სასწაულებს აკეთებდა.. ლაპარაკი არ იცოდა მაგრამ ქვეცები ქონდა ისეთი, ყველაფერს ამბობდა ამით..
ერთხელ, აბიტურიენტი რომ ვიყავი, ვიჯექი ვწერდი რაღღაცეებს, მომიჩოჩდა .. იმდენი ქნა რო მიმახვედრა, დავიჭირე ჰორიზონტალურად ფანქარი მარცხენა ხელში, ზედ შესკუპდა და დაიძინა, მე კიდევ გავაგრძელე მეცადინეობა
მოფერება უყვარდა, მოგადებდა თავს ლოყაზე და გაინაბებოდა, დაიწყებდა ჟღურტულს, გიჟდებოდა ყვრიმალებზე რომ თითით ვეფერებოდი და სულს ვუბერავდი.. სუფრაზე ცო ოჯახის წევრივით ყველაფერს გასინჯავდა.. კიდევ დაცუნცულებდა მაგიდაზე, რაღაცას გადაათრევდა ( ფურცელს ან მსუბუქ რამეს ) და გადააგდებდა ძირს , თან დახედავდა, რო დავარდებოდა დახტოდა გახარებული.. გაფუჭებით არასოდეს არაფერი გაუფუჭებია, სულ ღია ქონდა გალიის კარი და უყვარდა თავისი 'სახლი' შეფრინდებოდა ხოლმე ხშირად თავის სამფლობელოში

სარკე უყვარდა.. ხელს რომ გავუშვერდი გაწვრთნილი ძერასავით გადმოფრინდებოდა ზედ
კიდევ ძაან დადებიტი აურა და სიმშვიდე მოიტანა სახლში, მამაჩემი ნასვამი რო მოვიდოდა, ეგ უძლებდა მის ლაპარაკს, გაიყვანდა თავისთან და იყვნენ იდილიაში

უხ რომელი ერთი მოვყვე.. მერე სოფელში შემატყობინეს, რომ .. მეზობლის ბავშვი მუსულა გალიასთან აივანზე ყოლიათ ჰაერზე ( რომ გავიდოდით გაგვყავდა ესეც, ბეღურებს ეძმაკაცებოდა

) ხოდა გადმოუგდია გალია, მერე დააფრთხეს და გაფრინდა.. ვერ აგნებენ ხოლმე სახლს მაგ დროს, თვალები უჭრელდებათო, უცხოები რომ არ ყოფილიყვნენ არ დაფრთხებოდა, ნეტავ ვყოფილიყავი მოვიდოდა ჩემთან, მოვიფიქრებდი რამეს.. გამოვიტირეთ ოჯახმა კარგა გემრიელად .. მაგრად გვიყვარდა..
მერე მამაცემმა ორჯერ სამჯერ მოიყვანა კიდევ სხვა თუთიყუში მარა, ჩიჩოს რომელი 'შეცვლიდა' გული უცრუვდებოდა და ბავშვებს ჩუქნიდა..
კიდევ რამდენი უნდა მოვყვე რომ ამოვწურო
ეხ, რამდენი ვწერე ჩიჩიკოზე
წავალ განვაგრძობ საქმეს
tatiana555 
წელცომე წელცომე
მიყვარს თარიღები, მიხარია რომ მოხვედი