მადლობა, მაგას გავაფრენ, თავის ეკიპაჟიანად

***
დღეს პოეზიის დღედ ვაცხადებ
" --- "
მომინდა თქვენი სპეტაკი ბინა, აქ სოფელია, წვიმა, რუტინა
შემოდგომაა, წვიმამ მოლია , ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.
ზაფხულის დღეთა ის ქარი ქრება, არის ცეცხლის ხმა და ჩაფიქრება
იშლება თვალწინ ფერადი ნოხი - თქვენთა მშვენიერთ წამწამთა ქოხი.
იმ დარდად ჩემს გულს ხშირად სწოლია, ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.
არ გებრალებით? მე მქონდა გული, ეხლა ის არის როგორც ყინული.
თქვენ კი ჯერ ისევ მაისს ედრებით, მომწერეთ რამე, ოჰ, გევედრებით
ვინ იცის იქნებ გალღვეს ყინული ღრმა მწუხარებით შემორკინული.