იყო და არა იყო რა, იყო ერთი სამეფო.
ამ სამეფოს მეფე მართავდა. მას ულამაზესი ასული ჰყავდა.
ერთ დღეს მეფემ გამოაცხადა: ,,ვინც ისეთ ტყუილს მეტყვის, რომ დავიჯერებ, ჩემს ასულს მას გავატან ცოლად
და მომავალი მეფეც ის იქნებაო, ხოლო ვის ამბავსაც დავიჯერებ, მას თავს მოვკვეთო".
დადგა რიგი, გოგო ლამაზი იყო და მეფობაც ბევრს უნდოდა. მაგრამ, მეფე ყველაზე ამბობდა: ,,ეს სიმართლე იქნებაო"
ერთხელაც მივიდა ერთი კაცი და როგორც სხვა მანაც მოახსენა, რომ ტყუილის სათქმელად იყო მოსული.
დაიწყო ამ კაცმა:
,,მე და ჩემს ძმას მამამ დიდი მამული დაგვიტოვა, იმოდენა, რომ ცხენებით ერთი კვირა ვუნდებით შემოვლასო.
ერთხელაც დავთესეთ გოგრა. გაიზარდა ეს გოგრა და როდესაც მოსავლის ასაღებად წავედით, გადავწყვიტეთ
ერთი გოგრა ადგილზევე გაგვეჭრა და მოგვეხარშა, ვინაიდან დაღლილები და დამშეულები ვიყავით. ასეც მოვიქეცით,
გავჭერით გოგრა და ჰოი საოცრებავ . . . . გოგრა უზარმაზარი იყო, ერთ მხარეს ზღვა იყო, ხოლო მეორე მხარეს მთები.
გადავწყვიტეთ ერთი ძმა ზღვით წასულიყო, ხოლო მეორე მთით. მე ზღვა ავირჩიე. გავაკეთეთ დიდი გემი, ამას 2 თვე
მოვუნდით და როგორც კი დავამთავრეთ შევაცურეთ ამ გოგრის ზღვაში. ერთი თვის ცურვის შემდეგ მივადექი ერთ
ქალაქს, სადაც ხალხი უჩვეულოდ დაღონებული დადიოდა. მიზეზი, როცა ვიკითხე მიპასუხეს, რომ გველეშაპს წყალი
ჰქონია დასაკუთრებული და მანამ არ გამოუშვებდა ვიდრე ჩვენი ქალაქის ყველაზე ლამაზ ასულს არ მივგვრიდით.
ხოლო როდესაც ამ გველეშაპის ადგილამყოფელი ვიკითხე მათ მაჩვენეს მთები, რომლის გადავლასაც დაახლოებით
ერთი კვირა მოვუნდებოდი. მაშინვე ვიყიდე ამ ქალაქში ყველაზე ბასრი ხმალი, ყველაზე სწრაფი ცხენი, ყველაზე
გამძლე თოკი და დავადექი გზას. როგორც მოსალოდნელი იყო ერთი კვირის შემდეგ მივაღწიე გველეშაპის
ადგილსამყოფელს. რომ მივედი დღეს იყო და დაღამებას დაველოდე. დაღამდა, უცებ რაღაც ხმაური მომესმა.
ეს წყალი იყო, როგორც აღმოჩნდა გველეშაპსაც ჰქონია წყურვილის გრძნობა და მისთვის გამოუშვა წყალი, მაგრამ იგი
ბევრს სვამდა და ამიტომ ქალაქამდე არ აღწევდა თუნდაც ეს გამოშვებული წყალი. მე მომენტით ვისარგებლე,
და როდესაც მას თავი წყალში ჰქონდა ჩარგული, ჩემი თოკით წინასწარ მაგზადებული ლასოთი მას კისერზე
მოვაბი, შემდეგ ისე დავჭერი ხმლით, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწია და წამოვიყვანე ქალაქში. ორი კვირის თავზე
((ორი კვირა იმიტომ რომ გველეშაპი მძიმე იყო და თან ნებით არ მომდევდა)) მოვაღწიეთ ქალაქს. იქ უკვე ქალაქის
თავს ჩავაბარე ეს გველაშაპი და მან მადლობის ნიშნად ბატის კვერცხის ოდენა ბრილიანტი მაჩუქა. შემდეგ
იგივე გზით წამოვედი სახლში და აჰაა მოვედი თქვენთან და აჰაა მოგიტანეთ მეფევ ეს ბრილიანტი ((მან მართლაც
ამოიღო და ბატის კვერცხის ოდენა ბრილიანტი აჩვენა მეფეს. თურმე ამ საწყალს მთელი კარმიდამო გაუყიდია
ეს რომ ეყიდა)).
მეფემ მოუსმინა და ,,სიმართლეს ჰგავსო" ,
ხვალ 3 საათზე მოხვალ და მაშინ მოგკვეთენ თავსო.
წამოვიდა ეს კაცი დაღონებული. შეხვდა პატარა ბიჭი, ასე 20-21 წლის და ჰკითხა: ,,რამ დაგაღონა ბიძა კაცოო"
,,ეჰ შვილო თავი დამანებეო" - დაღონებულმა მიუგო მან.
არ მოეშვა ეს ბიჭი და ბოლოს ამ კაცმა ყველაფერი წვრილად მოუყვა.
,,ის ბრილიანტი მომეც და ყველაფერი კარგად იქნებაო" - ბიჭმა.
კი გაიკვირვა ამ კაცმა მაგრამ მაინც მისცა, აბა მას რაღაში არგოდა.
წავიდა ეს ბიჭი, გაყიდა ბრილიანტი და 100 უღელი ხარ-კამეჩი იყიდა და მეორე დღეს მეფის გალავანს მიაყენა,
ხოლო მსახურს უბრძანა ,,მეფეს ასე უთხარი სტუმარია და მიმიღოსო"
მეფემ სიამოვნებით მიიღო ეს ყმაწვილი და როდესაც სტურობის მიზეზი ჰკითხა ყმაწვილმა მიუგო:
,,დიდო მეფეო, პაპაშენის პაპის პაპას - პაპაჩემის პაპის პაპისთვის 100 უღელი ხარ-კამეჩი ოქრო ჰქონია ვალიო"
მეფემ შეიცხადა ,,ეგ ტყულიაო"
,,ხოდა ჩემო მეფეო - გახარებლმა წამოძახა ბიჭმა - თუ ტყულია შენი გოგო მომეც ცოლად და მეფობაც მიბოძეო"
,,არა, მართალიაო" - დაიბნა მეფე
,,თუ მართლია მაშინ ოქრო მინდაო"
რა გზა ჰქოდნა მეფეს - მისცა თავისი ასული ცოლად და უბოძა მეფობა ამ პატარა, მოხეხებულ ყმაწვილს.
მორჩა კინო

ჩქარა ვწერდი და თუ შეცდობაა ბოდიშით
This post has been edited by Neo777 on 15 Apr 2010, 03:28