Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(6)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ქცევების ანალიზი
, არაცნობიერში ქექვა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lulalu
Super Member
ჯგუფი: Registered
lulalu
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 250
წევრი No.: 95689
რეგისტრ.: 13-July 09
#19042689
· 14 Apr 2010, 17:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TETISA
QUOTE
არაორდინალური ქცევა რომელია აქ? ძირითადად რაც აღწერე უმრავლესობას ახასიათებს. ვცდები?
შეიძლება ახასიათებს უმრავლესობას, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
აი გავამუქებ "არაორდინალურს"
QUOTE
ეს არის მამაკაცი. გაიზარდა ღარიბ ოჯახში. სკოლაში სწავლობდა ცუდად. მერე იმეცადინა, ჩააბარა და მიიღო მაღალი თანამდებობა. ყველაფერი თავისი შრომით, პროტექციის გარეშე. ამას
ხშირად
იხსენებს საუბრებში. ხალხს ესალმება
დემონსტრაციულად
(ხელის მაღლა აწევა+წელში მოხრა),
ხაზგასმული
თავაზიანობით, ხმის ტონი ამ დროს აქვს
ხაზგასმულად
თბილი, თან ურთავს კოპლიმენტს(გარეგნობასთან დაკავშირებით) +ერთი ცალი ხუმრობა.
საშინელ
პირად შეურაცხყოფად აღიქვამს, როცა არ ესალმებიან(
ბავშვი, კატა, ნარკომანი, თანამშრომელი მაგისთვის სულ ერთია
)და
როცა ესალმებიან იმ ადამიანის( ბავშვი, თანამშრომელი ა.შ.) მიმართ უჩნდება თბილი გრძნობები
რა სჭირს და რას ფიქრობთ ესეთ ადამიანზე
QUOTE
აი საშინელი პირადი შეურაცხყოფა როგორ გამოიხატება?
გაბრუებული ნარკომანი, ან თამაშში გართული ბავშვი, რომელმაც არ უთხრა გამარჯობა მისთვის არის ადამიანი, რომელიც მას პატივს არ სცემს. ბრაზდება ქუჩის კატაზე, რომელსაც აჭმევს ხოლმე, როცა ეს კატა მიდის სხვასთანაც(რომელიც ასევე აჭმევს ამ კატას). ამის გამო იწყებს ამ კატის გაორმაგებული ძალით კვებას.
თამნამშრომლებთან ურთიერთობები შემოიფარგლება ამ მისალმების გრძელი რიტუალით და მისი კეთილგანწყობის მოპოვება შეუძლია მას, ვინც ამ ტირუალს ზედმიწევნით და რეგულარულად ასრულებს მასთან ერთად. ანუ მისი მანიპულირებაა შესაძლებელი ამ გზით.
ხოდა, რაატომ იქცევა ეს კაცი ასეეეეეე?
თემის სათაური ხომ არის ქცევების ანალიზი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş
ჯგუფი: Members
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş
ჯგუფი: Members
წერილები: 10752
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01
#19043355
· 14 Apr 2010, 18:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ხოდა, რაატომ იქცევა ეს კაცი ასეეეეეე?
დაბადებიდან მოყოლებული ეს ადამიანი მიჩვეული იყო სხვებისგან შორს დგომას, ზოგჯერ საკუთარი მორიდებისა და ზოგჯერ სხვისი ამპარტავნობის გამო, თუმცა მისმა მებრძოლმა სულმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის სხვებთან მიმართებით თანასწორი ყოფილიყო, მიიღო განათლება, იშოვა სამსახური. თუმცა ბავშვობიდან მოყოლებული ტრავმა თავისას შვება - როდესაც მას "აიგნორებენ" ის ამას მტკივნეულად იღებს, ისევ იმ დროშია, როდესაც სიღარიბის გამო არავინ იჭერდა მასთან საქმეს, სავარაუდოდ ბავშვებიც არ ეთამაშებოდნენ, ან თავის სათამაშოებს არ აძლევდნენ.
რაც შეეხება რიტუალებს - ეს მისი ახლანდელი კეთილდღეობის ხაზგასასმელად სრულდება, ძირითადად იმ ხალხის მიმართ ვისზე "ზევითაც" აყენებს საკუთარ თავს.
--------------------
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TheKalosh
Super Member
ჯგუფი: Registered
TheKalosh
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 561
წევრი No.: 105012
რეგისტრ.: 15-November 09
#19044670
· 14 Apr 2010, 19:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც მოვქცეულვარ ესე თვალი ამირიდებია მაგრამ ეს არც ამპარტავნების გამო და არც სიმორცხვის უბრალოდ მეზარება ხოლმე გამარჯობას რომ მოყვება ის დიალოგები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08
#19046564
· 14 Apr 2010, 21:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lulalu
QUOTE
გაბრუებული ნარკომანი, ან თამაშში გართული ბავშვი, რომელმაც არ უთხრა გამარჯობა მისთვის არის ადამიანი, რომელიც მას პატივს არ სცემს. ბრაზდება ქუჩის კატაზე, რომელსაც აჭმევს ხოლმე, როცა ეს კატა მიდის სხვასთანაც(რომელიც ასევე აჭმევს ამ კატას). ამის გამო იწყებს ამ კატის გაორმაგებული ძალით კვებას. თამნამშრომლებთან ურთიერთობები შემოიფარგლება ამ მისალმების გრძელი რიტუალით და მისი კეთილგანწყობის მოპოვება შეუძლია მას, ვინც ამ ტირუალს ზედმიწევნით და რეგულარულად ასრულებს მასთან ერთად. ანუ მისი მანიპულირებაა შესაძლებელი ამ გზით.
იმ ყველაფრის საფუძველზე, რაც შენ აქ დაწერე, მეფიქრება, რომ მას აქვს სხვებისგან სითბოს და კეთილგანწყობის მიღების გამძაფრებული მოთხოვნილება. შეიძლება ბავშვობითაა განპირობებული - ხშირად ძალიან ღარიბ ოჯახებში მშობლებს არ აქვს ხოლმე ბავშვების თავი და ისინი ვერ იღებენ არა მარტო აუცილებელ მატერიალური ნივტებს, არამედ მშობლების სითბოსაც. შესაძლებელია მისი ცუდი სწავლაც ამ გაჭირდებისგან მოდიოდეს. რატომღაც უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან შვილები არ სწავლობენ. ესეთი სტატისტიკა არ ვიცი ოფიციალურად თუ არსებობს, მაგრამ რამდენიმე ასეული ბავშვის დაკვირვების სედეგად, მე ამას ვამჩნევ. გარდა ამისა, კომუნისტების დროს ბავშვის ადამიანობას აკადემიური მოსწრებით აფასებდნენ და ცუდი მოსწავლეები მეორეხარისხოვან არსებებად ითვლებოდნენ. მოკლედ, ოჯახში გაჭირვება, სკოლაში დაბალი სოციალური სტატუსი... უკვე კომპლექსიც მზადაა.
ხოდა, კომპენსაციის მცდელობაზე მაქვს საუბარი. ცდილობს ბავშვობაში რაც აკლდა ეხლა მიიღოს დიდი დოზებით.
ეგოიზმის და მესაკუტრეობის მომენტებიც დავიჭირე. ამის გამო შეიძლება ეჭვიანიც იყოს.
მმმ,
კიდე რა? ჯერ-ჯერობით ესაა, რაც მაფიქრდება. სხვებმაც იქნებ დაწერონ და ვისმჯელოთ ამაზე.
შენ როგორ ფიქრობ, რაშია საქმე? მაინც უფრო იცნობ მაგ ადამიანს და პრივილეგიები გაქვს
--------------------
ბაყაყის ბარკლების გემოზე იმან მეკამათოს, ვისაც ის გაუსინჯავს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lulalu
Super Member
ჯგუფი: Registered
lulalu
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 250
წევრი No.: 95689
რეგისტრ.: 13-July 09
#19047618
· 14 Apr 2010, 22:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Lilith
კი, ეგრეა
ბავშვებს რაც შეეხება, არათუ არ ეთამაშებოდნენ. როგორც თვითონ ამბობს ისინი კარგად იყენებდნენ მის სუსტ აღნაგობას, სცემდნენ და ამით ქულებს იწერდნენ თავიანთ "სასარგებლოდ". მერე სახლში დაბრუნებულს დედამისი ურტყამდა იმის გამო, რომ იჩხუბა.
QUOTE
რაც შეეხება რიტუალებს - ეს მისი ახლანდელი კეთილდღეობის ხაზგასასმელად სრულდება, ძირითადად იმ ხალხის მიმართ ვისზე "ზევითაც" აყენებს საკუთარ თავს.
თვითონ როგორც ამბობს ყოველთვის თავაზიანი და თავმდაბალია ხალხთან და ამით იმის მაგალითს იძლევა, თუ როგორ არ გაამპარტავანდა რაც ფინანსურად გაძლიერდა
მაგრამ ხუმრობების შინაარსი ცვლის ყველაფერს
თავმდაბალი მისალმების შემდეგ ან წინ მოდის ყოველთვის "ხუმრობა", სადაც ის ვითომ რაღაცაზე გაბრაზებულია ამ ადამიანზე და შენიშვნას აძლევს. ჯერ შეგაშინებს და მერე გადაიხარხარებს.
TETISA
QUOTE
იმ ყველაფრის საფუძველზე, რაც შენ აქ დაწერე, მეფიქრება, რომ მას აქვს სხვებისგან სითბოს და კეთილგანწყობის მიღების გამძაფრებული მოთხოვნილება
აქვს, მოითხოვს და თვითონ არ გასცემს. მარტო ფამილარობით უნდა გავიდეს იოლას
მერე დავწერ კიდე დედამისზე. ძალიან მეზარება ეხლა.
თავის შეცოდების მომენტი აქვს. ძალიან ბევრს უყვება ამ ამბებს. როგორი ცუდი ცხოვრება ჰქონდა და როგორ არ იღებს დღესაც იმას, რაც ეკუთვნის-პატივისცემას და სიყვარულს. ჩემთვის ეს ამბები რამდენჯერმე აქვს მოყოლილი, ოღონდ როცა მე სიტუაციაში გარკვევას ვცდილობ, ღიზიანდება
უნდა რომ მარტო მოუსმინო, მაგრამ მოყოლის დროს ისეთ ეშხში შედის, რომ ლანძღვა-გინებაზე გადადის და იძულებული ვხდები გავაჩერო.
QUOTE
რატომღაც უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან შვილები არ სწავლობენ
ხო, მეც შევამჩნიე და არც მე არ ვიცი სტატისტიკა არსებობს თუ არა. საინტერესოა რატომ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08
#19048789
· 14 Apr 2010, 23:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lulalu
QUOTE
თავის შეცოდების მომენტი აქვს. ძალიან ბევრს უყვება ამ ამბებს. როგორი ცუდი ცხოვრება ჰქონდა და როგორ არ იღებს დღესაც იმას, რაც ეკუთვნის-პატივისცემას და სიყვარულს. ჩემთვის ეს ამბები რამდენჯერმე აქვს მოყოლილი, ოღონდ როცა მე სიტუაციაში გარკვევას ვცდილობ, ღიზიანდება
თავის შეცოდება კი არაა ეგ, სიამაყეა და მაღალი თვითშეფასება, რომელიც ბავშვობიდან წამოსულ კომპლექსს ნიღბავს და ფარავს. ნარცისიზმიც ხომ არ სჭირს
QUOTE
თვითონ როგორც ამბობს ყოველთვის თავაზიანი და თავმდაბალია ხალხთან და ამით იმის მაგალითს იძლევა, თუ როგორ არ გაამპარტავანდა რაც ფინანსურად გაძლიერდა
ესეც თვითკმაყოფილებაზე მიანიშნებს. ტავს ადარებს სხვა მისნაირებს და უნდა ხალხმა დაინახოს, როგორი "ადამიანური" დარჩა მიუხედავად მისი გავლილი ცხოვრებისა და მიღწევებისა. ეგეთი ადამიანები ყოველ გამვლელთან ყვებიან ხოპლმე თავის საცოდავ წარსულზე და თან მიანიშნებენ რამენაირად, რომ ახლა უკვე სულ სხვაა და თან ადამიანი დარჩა. მაგ, მომსახურე პერსონას დაიქირავებს და სანამ ისინი მუშაობენ ვიღაცას გამოიჭერენ, რომ მეათასედ მოუყვეს თავისი ისოტრიის ხაზგასასმელი მომენტები (სადაც მსხვერპლის როლი ქონდა), რა თქმა უნდა ამას იმ მომსახურეების გასაგონად აკეთებს. ისინი ხო ხედავენ, რომ უკვე ფულიანია, რადგან მათი სერვისით სარგებლობს ...
QUOTE
საინტერესოა რატომ
შვილების თავი აღარ აქვთ. ნერვები არ ყოფნით, რომ ამათ სწავლაზე იფიქრონ, როცა ჯერ ელემენტარული ბაზისური მოთხოვნილებები აქვთ დაუკმაყოფილებელი (საჭმელი).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
me vs me
Everlasting
ჯგუფი: Members
me vs me
Everlasting
ჯგუფი: Members
წერილები: 5847
წევრი No.: 73607
რეგისტრ.: 5-November 08
#19049876
· 15 Apr 2010, 00:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TETISA
QUOTE
ამას წინ ვლაპარაკობდი ერთ ადამიანთან და საუბარი ჩამოვარდა იმ ტიპებზე, ვინც გამარჯობას არ იძახიან. ამის ანალიზი დავიწყეთ და რამდენიმე ახსნა მოვუძებნეთ:
1) დაბალი თვითშეფასება ან არასრულფასოვნების კომპლექსი. ის ცდილობს თავისი თვითშეფასება აიმაღლოს იმით, რომ ზოგიერთ ადმაინს ჩათვლის ესეთი ქცევებით მისი სალამის უღირსად. ანუ იფიქრებს: ,,მე ისეთი მაგარი ვარ, რომ ჩემზე ნაკლებებს არც ვესალმები, ავოიეე... კაი შვილი აღზარდა დედაჩემმა"
2) ერიდება. არიან ადმაიანები, ვიზეც შემიმჩნევია, რომ უხერხულად გრძნობენ თავს, რომ გამარჯობა უთხრან ქუჩაში შეხვედრილ ნაცნობს. ეს მორიდება უფრო აღზრდითაა განპირობებული, ვიდრე კომპლექსით.
3) ნეიტრალურად ან ნეგატიურადაა განწყოფილი მის მიმართ. არ ანაღვლებთ,მ რას იფიქრებს ის ადამიანი მასზე, ან უნდათ იგნორით გაამწარონ ის.
ამ შემთXვევაში მეორე. ანუ მე ბავშვობაში ისე მერიდებოდა საუბარი. რატომ ? ვიცი სულ პატარა მაიმუნი მეგონა თავ ვინაიდან ყველა მათვალიერებდა და ლოყებზე მწიწკნიდა და ვერ ვიტანდი ასეთნაირ ყურადღებას.
დავამატებ იმას რომ ზედმეტი და მავნე კონტაქტებისგან თავის არიდება.
საკმაოდ რთულია ამაზე საუბარი ვინაიდან ყველას გვყავს ვინმე ისეთი ნაცნობი ვინც უბრალოდ გვბეზრდება ან გაკავშირებს მასთან ისეთი ათასი წვრილმანი რომლებიც ერთად წარმოადგენენ ერთ დიდ ლაქას და ცალკედ კიდევ უმნიშვნელოდ ჩანან . ეს არ გამარჯობა კიდევ პრევენციის ზომაა ასეთ ადამიანთან კონტაქტისას.
მე ( ეს მაგალითი ) ძალიან არ მიყვარს ჩემი რამოდენიმე მეზობელი. მიზეზი მრავალია. მითუმეტეს ძველი. მითუმეტეს ისეთი რომელიც დავტოვე ასე ვთქვათ ცუდათ. ანუ იჭორავეს ჩემზე ან კიდევ გამილანძღეს ოჯახი ან კიდევ გვიღა;ლატეს ( იყო ყველაფერი ) და ეხლა როგორც არაფერი UNDAთ მოსალმება და საუბარი. მირჩევნია რამე მოვიფიქრო და საერთდ არ ვუთხრა გამარჯობა ვიდრე ფარისევლურად ვიღიმებოდე და ვსაუბრობდე.
QUOTE
აი კიდე ერთი ქეისი : ამ ადამიანთან საუბრისას, ხელში ვატრიალებდი ქაღალდს. ეს ჩვევა მაქვს ზოგადად და ხშირად ვაძლევ სხვადასხვა ფორმას. ამ შემთხვევაში სამკუთხედად დავკეცე. ამაზე რას ფიქრობთ? რას ვფიქრობდი იმ დროს, ან რას ვგრძნობდი? რა დამოკიდებულება მქონდა იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ვსაუბრობდი?
საინტერესოა ჩემთვის თქვენი აზრები. რა თქმა უნდა არაფსიქოლოგებსაც გგულისხმობთ.
ნივთების ტრიალი ხელებში საუბრისას... ეჰჰ . გააჩნია ნივთს. შენ ამ შემთXვევაში ალბათ გინდოდა თემათიკის ან შეცვლა ან უფრო მიზანშეწონილად გამართვა. ვფიქრობ რომ მთლად კმაყოფილი არ იყავი საუბრით და უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია გაკლდა ან აი main question ის დადგენა გსურდა.
ანუ ქაღალდი არ არის მდგრადი ამ შემთXვევაში, შენ მას მართავ და აძლევდი ფორმას. სამკუთXედი არქეტიპებში გადის როგორც ცეცხლი ( შენც გახასიათებს ცეცხლი). კონკრეტიკა + აქტივობა.
--------------------
Nil admirari
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lulalu
Super Member
ჯგუფი: Registered
lulalu
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 250
წევრი No.: 95689
რეგისტრ.: 13-July 09
#19051590
· 15 Apr 2010, 02:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TETISA
QUOTE
თავის შეცოდება კი არაა ეგ, სიამაყეა და მაღალი თვითშეფასება, რომელიც ბავშვობიდან წამოსულ კომპლექსს ნიღბავს და ფარავს. ნარცისიზმიც ხომ არ სჭირს
არა, საკუთარი თავი ეცოდება როცა ყვება. სხვისთვის თავის შეცოდება რომ იყოს მაშინ თანაგრძნობას ან რჩევას მიიღებდა. მაგას სანაცვლოდ მხოლოდ პატივისცემა უნდა. ეს ისე ყვება ამ ყველაფერს, როგორც ლექსს, მოთხრობას. საშუალება რომ ქონდეს, როგორც ეგოპერფორმანსის თემაში, სურათებსაც დაურთავდა და საყვარელ ვიდეოს დაამატებდა. კომპლექსები და აკვიატებები რომ აქვს იცის, მაგრამ ამას თავის "ხასიათს" მიაწერს. ნარცისიზმია კი, მარა ისეთი ხშირი ურთიერთობა რომ გქონდეს მაგ კაცთან, როგორც მე, ნამდვილად აღარ გაგეცინებოდა მაგ სიტყვაზე
სხვათაშორის მაგის ახალგაზრდობის სურათები მაქვს ნანახი და იქ ჩანს, რომ ეგ ნარცისიზმი მანამდეც სჭირდა სანამ თანამდებობას მიიღებდა. სკოლის პერიოდში ძალიან მახინჯია და მერე მაგის გარეგნობა გაცილებით უმჯობესდება. ამ პერიოდში გადაღებულ სურათებში ისე იყურება, რომ აშკარად ეტყობა ფიზიკურ სიამოვნებამდე მისული პრანჭვა-გრეხვა და ტკბობა
ხო სტალინზე, ჰიტლერზე და მაკედონელზე გიჟდება...მარტო მაგათ აყენებს თავისზე მაღლა და როცა თავის თავზე არ ყვება მათი გენიალურობით აღფრთოვანებას გამოხატავს ხოლმე...
"უუუჩა*ლახესი და უბოროტესი ადამიანი იყო, მარააააა როგორც პიროვნებაა იყო გენიალური ადამიანი!!!" "ოცდაექვსი წლის ლაწირაკს მთელი მსოფლიო ქონდა დაპყრობილი ტოოოო!!!"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Alfa_Omega
Crazy Member
ჯგუფი: Members
Alfa_Omega
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4952
წევრი No.: 46101
რეგისტრ.: 8-November 07
#19052210
· 15 Apr 2010, 04:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TETISA
ეშინიათ
: .
--------------------
Роли стерв даются мне с особой легкостью.
Dear God, please save me from your followers
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş
ჯგუფი: Members
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş
ჯგუფი: Members
წერილები: 10752
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01
#19053332
· 15 Apr 2010, 11:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TETISA
QUOTE
რას ვფიქრობდი იმ დროს, ან რას ვგრძნობდი? რა დამოკიდებულება მქონდა იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ვსაუბრობდი?
საინტერესოა ჩემთვის თქვენი აზრები. რა თქმა უნდა არაფსიქოლოგებსაც გგულისხმობთ.
ვფიქრობ ამ ადამიანის მიმართ გაქვს ყველანაირად ღია და მკაფიოდ განსაზღვრული ურთიერთობა, ახლო არა, უფრო შორს გიჭირავთ თავი ერთმანეთისგან, სავარაუდოდ საქმიანი ურთიერთობა გაქვს, განწყობილი ხარ დადებითად, ეს ჩემი, როგორც არაფსიქოლოგის აზრებია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08
#19060569
· 15 Apr 2010, 17:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lulalu
მომწონს შენი გადმოცემის მანერა. ისე მგონია, მთელი დღე რომ ლაპარაკობდე, არ მომბეზრდება შენი მოსმენა.
me vs me
QUOTE
ეხლა როგორც არაფერი UNDAთ მოსალმება და საუბარი. მირჩევნია რამე მოვიფიქრო და საერთდ არ ვუთხრა გამარჯობა ვიდრე ფარისევლურად ვიღიმებოდე და ვსაუბრობდე.
იმათ უნდათ, შენ კიდე არ უსრულებ სურვილს. და კიდე იცი, რომ ნერვები უნდა მოგიშალონ. ანუ თავდაცვა და აგრესია, სამაგიეროს გადახდის სურვილი.
Lilith
QUOTE
ვფიქრობ ამ ადამიანის მიმართ გაქვს ყველანაირად ღია და მკაფიოდ განსაზღვრული ურთიერთობა, ახლო არა, უფრო შორს გიჭირავთ თავი ერთმანეთისგან, სავარაუდოდ საქმიანი ურთიერთობა გაქვს, განწყობილი ხარ დადებითად, ეს ჩემი, როგორც არაფსიქოლოგის აზრებია
საქმიან ურთიერთობაზე სხვამაც ივარაუდა უკვე.
რა საინტერესოა, სამკუთხედი ადამიანებში საქმესთან, შრომასთან ასოცირდება?
დისტანციის დაჭერა მე მინდა. დადებითად განწყობას და ღია ურთიერთობას რაც შეეხება, ესეც მართალია. მაგრამ უფრო ცემგან გამომდინარე. ბევრთან მაქვს ესეთი ურთიერთობა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş
ჯგუფი: Members
Lilith
¡ŋ ђθς ş¡ģŋθ ұ¡ŋςəş
ჯგუფი: Members
წერილები: 10752
წევრი No.: 370
რეგისტრ.: 8-October 01
#19060838
· 15 Apr 2010, 18:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TETISA
QUOTE
რა საინტერესოა, სამკუთხედი ადამიანებში საქმესთან, შრომასთან ასოცირდება?
სამკუთხედი არის მარტივი ფიგურა, ამიტომაც გარკვეულ, გამჭირვალე ურთიერთობაზე მეტყველებს, თუმცა აი დადებითი ურთიერთობის რა მოგახსენო, შეიძლება ადამიანზე გაბრაზებული იყო და "გაუიასნო" იმ მომენტში რაღაცა თქვენს ურთიერთობაში, ესეც ხომ გამჭირვალე პოზიციაა, მაგრამ დადებითი არაა, არ ვიცი, მეც
QUOTE
ბევრთან მაქვს ესეთი ურთიერთობა.
და ალბათ ამიტომ პირველივე ასოციაცია დადებითთან მქონდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lulalu
Super Member
ჯგუფი: Registered
lulalu
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 250
წევრი No.: 95689
რეგისტრ.: 13-July 09
#19108293
· 18 Apr 2010, 14:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TETISA
მადლობა, შემოქმედებით წვას განვიცდი ხოლმე როცა ეგეთ ამბებს აღვწერ
და თემა ჩაიძირა თუ რა ხდება? გააგრძელეთ რა, კარგი იყო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ALEX_&_ER
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ALEX_&_ER
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5613
წევრი No.: 66904
რეგისტრ.: 8-July 08
#19109119
· 18 Apr 2010, 15:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Selfish_kid
QUOTE
თუ არ მსიამოვნებს ის ადამიანი - რაც უნდა ის იფიქროს
ისე ჩამივლია წინ, თვალებშიც შემიხედავს და არ მივსალმებივარ
ხო, მეც შემიმჩნევია...
* * *
lulalu
QUOTE
ეს არის მამაკაცი. გაიზარდა ღარიბ ოჯახში. სკოლაში სწავლობდა ცუდად. მერე იმეცადინა, ჩააბარა და მიიღო მაღალი თანამდებობა. ყველაფერი თავისი შრომით, პროტექციის გარეშე. ამას ხშირად იხსენებს საუბრებში.
ხალხს ესალმება დემონსტრაციულად(ხელის მაღლა აწევა+წელში მოხრა), ხაზგასმული თავაზიანობით, ხმის ტონი ამ დროს აქვს ხაზგასმულად თბილი, თან ურთავს კოპლიმენტს(გარეგნობასთან დაკავშირებით) +ერთი ცალი ხუმრობა.
საშინელ პირად შეურაცხყოფად აღიქვამს, როცა არ ესალმებიან(ბავშვი, კატა, ნარკომანი, თანამშრომელი მაგისთვის სულ ერთია)და როცა ესალმებიან იმ ადამიანის(კატა, ძაღლი, ბავშვი ა.შ.) მიმართ უჩნდება თბილი გრძნობები
ეს ფსიქოტიპი რაღაცით კავშირშია ბაბუაჩემის ფსიქოტიპთან...
ასეთი ტიპის ადამიანებს ხშირად მძიმე ბავშვობა აქვთ გამოვლილი და წარმატებისკენ დიდი წინსწრაფვა განპირობებულია იმ მოტივაციით, რომ გარშემომყოფთ დაუმტკიცონ "რაღაც" (ეს რაღაც ინდივიდუალურია)... და უმრავლეს შემთხვევაში აღწევენ კიდეც სასურველ შედეგებს, რადგან ყველაფერს თავისით აღწევენ (მათ არ აქვთ არავის დახმარების იმედი, მხოლოდ თავის შესაძლებლობებს ეყრდნობიან, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს)... და ეს ერთგვარი "კომპლექსი" მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევთ... ნებისმიერი შესაძლებლობას იყენებენ, რათა ხაზი გაუსვან თუ რამხელა წარმატებას მიაღწიეს, რათა გამოიწვიონ გარშემომყოფთა აღფრთოვანება, რაც მათ ჰაერივით სჭირდებათ (შეგვიძლია პარალელი გავავლოთ სპორტსმენებთან)...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Selfish_kid
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Selfish_kid
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9605
წევრი No.: 94018
რეგისტრ.: 19-June 09
#19109614
· 18 Apr 2010, 15:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ALEX_&_ER
QUOTE
ხო, მეც შემიმჩნევია...
მამხილე ალექს?!
QUOTE
ასეთი ტიპის ადამიანებს ხშირად მძიმე ბავშვობა აქვთ გამოვლილი და წარმატებისკენ დიდი წინსწრაფვა განპირობებულია იმ მოტივაციით, რომ გარშემომყოფთ დაუმტკიცონ "რაღაც" (ეს რაღაც ინდივიდუალურია)... და უმრავლეს შემთხვევაში აღწევენ კიდეც სასურველ შედეგებს, რადგან ყველაფერს თავისით აღწევენ (მათ არ აქვთ არავის დახმარების იმედი, მხოლოდ თავის შესაძლებლობებს ეყრდნობიან, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს)... და ეს ერთგვარი "კომპლექსი" მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევთ... ნებისმიერი შესაძლებლობას იყენებენ, რათა ხაზი გაუსვან თუ რამხელა წარმატებას მიაღწიეს, რათა გამოიწვიონ გარშემომყოფთა აღფრთოვანება, რაც მათ ჰაერივით სჭირდებათ (შეგვიძლია პარალელი გავავლოთ სპორტსმენებთან)...
+1
არასრულფასოვნების კომპლექსი ქვია მაგას
და არ ვამტყუნებ ეგეთ ადამიანებს
რასაც იღებედნენ სხვებისგან - იგივეს უბრუნებენ
--------------------
Don't worry baby, it's just the end of the world... :)
ზოდიაქოთი დარიშხანი ხარ © demna_
ინ მოკლე კაბაზ ვი თრასთ :ბოლი:
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(6)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.2170 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.