ეს მგონი ერთადერთი თემაა,რომელსაც დარეგისტრირების დღიდან ვკითხულობ
ამ 5 წლის თემაში სიტუაცია არასდროს შეცვლილა
ასეთ რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებებს რამეზე,იშვიათად თუ ნახავ.
რა თქმა არიან იუზერები რომლებიც მამაზე თბილ პოსტებს წერენ და ასევე არიან იუზერები,რომლებიც ძალიან უარყოფითად საუბრობენ მშობელზე.
ყოველთვის არის ამ 80 გვერდიან თემაში მომენტები,როცა რაღაც პერიოდის განმავლობაში რამმენიმე იუზერი განსაკუთრებით აქტიურობს.იქნება ეს მამისადმი დადებითად თუ უარყოფითად განწყობილი იუზერები.
წერენ თუ როგორ უყვართ,ენატრებათ,ტკივათ გული რომ აღარ არის ის მასთან.ან ძულთ,აგინებენ და ა.შ.
შემდეგ ეს აქტიური იუზერები ქრებიან და მათ სხვა აქტიური იუზერები ანაცვლებენ
ამ ახლებს იგივე გრძნობები აქვთ მამისადმი - დადებითიც და უარყოფითიც.
ანუ როგორც ვთქვი სიტუაცია არასდროს იცვლება.
მამაზე შეყვარებული იუზერების კატეგორია ძირითადად მდედრებითაა დაკომპლექტებული
რო აღმერთებენ,საუკეთესო მამად თვლიან,რო იხსენებენ ბავშვობაში მამასთან ერთად გადახდენილ ისტორიებს,მაამზე ლექსებს წერენ.ან დაღუპულ მამას იხსენებენ,რომ ენატრებათ,ჭირდებათ,ტირიან,ტკივათ,სიცოცხლეში რო არ დააფასეს და ახლა მასთან რომ იყოს მამა,მთელი არსებით ჩაეხუტებოდა.ესენიც იხსენებენ ისტორიებს და რეალურად განიცდიან,თან სხვებსაც ეუბნებიან რომ სიცოცხლეშივე დააფასონ მშობელი და რომ მასზე უკეთესი ამ ქვეყნად არავინაა.
ნუ ეს იუზერები ერთმანეთის მტკივნეულ და თბილ პოსტებს აციტირებენ და ან მათთან ერთად განიცდიან,ან მათთან ერთად უყვართ,გააჩნია სიტუაციას.
და ამ თბილი კომენტარების შემდეგ უცებ შეგხვდება პოსტი სადაც სხვა იუზერი წერს რომ ეზიზღება მამა,ეზიზღება ყველაზე მეტად.უნდა რო მოკვდეს და ა.შ.
ესენი უფრო მეტად კაცები არიან
შედარებით ნაკლებს წერენ,მაგრამ არანაკლებ ემოციურს
უარყოფითად ემოციურს რა თქმა უნდა და ზიზღით სავსეს.
ხშირ შემთხვევაში ამ იუზერებს არიგებენ ჭკუას,ეცოდებათ ესეთი იუზერები,ეუბნებიან რომ არ შეიძლება მშობელზე ასე საუბარი,პირველ რიგში ოჯახის წევრები უნდა გიყვარდეს და მერე ყველა სხვა,რომ ადრე მათაც არ უყვარდათ მამა და ვერ უგებდნენ მაგრამ გარკვეული დროის მერე დააფასეს ის და ურჩევენ რომ ისიც ასე მოიქცეს.
თავისი ჭკუით კარგ საქმეს აკეთებენ - ასწავლიან ადამიანს თუ როგორია მისი მამა.არადა ამ უარყოფითი კომენტარების ავტორებზე მეტად არცერთმა იუზერმა არ ვიცით თუ რეალარუად როგორია მამამისი,მაგრამ ესენი ცდას მაინც არ აკლებენ.
ან გამოეკიდებიან ისეთ იუზერს,რომელიც დაწერს,რომ მიუხედავად იმისა,რომ ის მამაა შვილის სიყვარული უნდა დაისმახუროს და არა შვილს ის უყვარდეს მხოლოდ იმიტომ,რომ მამის დამსახურებაა მისი ჩასახვა
ამათაც ასწავლიან და ჭკუას არიგებენ
მამა რომ აუცილებლად უნდა გიყვარდეს და მსგავსი ყალბი ფრაზებით.
მოკლედ ამ ხალხს მაგრად უჭირს.
პირადად მე
ძალიან ნეგატიურად განწყობილთა რიგებში ვარ
This post has been edited by melodyman/ on 10 Apr 2014, 01:03