მამაჩემი გარდაიცვალა.
უცნაურია, დედა მყავდა ძალიან რბილი, დამთმობი, კარგი და ადვილი ხასიათის, მაგრამ როცა მე და ჩემი ძმები ერთად ვართ, სულ მამას ვიხსენებთ, თავისი პლიუს-მინუსებით.
თანაც მამაჩემი მაგარი ხმაურიანი კაცი იყო, ვერ იტანდა დისკომფორტს, ანუ თუ ყველა მის ჭკუაზე არ დავდიოდით.
კარგიც ბევრი მახსოვს და წყენაც, მაგრამ ძალიან მიყვარდა.
იმასაც ვგრძნობდი, რომ მარჩევდა , არც მალავდა, ბიჭებზე უფრო რომ ვუყვარდი.
ვგავდით ერთმანეთს ხასიათით და სულ ომი გვქონდა.
მამაჩემს უნდოდა, აღმოსავლურზე ჩამებარებინა, ძალიან ძლიერი სკოლა ჰქონდათ მაშინ ქართველებს.
მე, რასაკვირველია ,დასავლეთზე ჩავაბარე
ისეთი სიცოცხლის მოყვარე და თანაც მაგარი ეგოისტი კაცი იყო, მის სიკვდილს და ასე უცებ თუ ჩაქრებოდა , ვერ წარმოვიდგენდი.
ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა და მეპრესტიჟებოდა.
სკოლაში მამა დადიოდა კრებებზე და გაუთხოვარი პედაგოგები თაფლად იღვრებოდნენ.
ჩემი კარგი ნიშნების ერთი 60% მისი დამსახურებაა
ახლა რომ ვფიქრობ, ის რაც მწყინდა და გულს მტკენდა, მისი ახალგაზრდობის ამბავი იყო.
მერე უფრო დავაფასე, როცა ბაბუა გახდა.
აქაც თავისებური იყო, ჩემ ბიჭებს არჩევდა .
ასე ამბობდა ესენი შენი შვილები არიანო, ისინი, ძმისშვილებზე რძლებისო
მოკლედ , რაც თავი მახსოვს, სულ თავის გემოზე უყვარდა ცხოვრება და ცდილობდა ჩვენც მისი წესით გვეცხოვრა.
ბიჭებთან გამოსდიოდა, ჩემთან არა.
როგორც ბაბუა, ფანტასტიური, მსგავსი არც გამიგია, არც მინახავს.
ასეთი მაგარი ბაბუობის, ფაქტობრივად ჩემი შვილების მამობის გამო, ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდი.
ბაბუა რომ გახდა 42-წლის იყო. ეტყობა მაშინ დაუდგა მამობის ასაკი და მე ძალიან ადრე გავჩნდი.
ძალიან ახალგაზრდა, ლამაზი, საინტერესო კაცი იყო და შვილებისთვის ნაკლებად იცლიდა, აკრძალვები და ჩვენი სახლში დროზე მოსვლები იყო მთავარი.
რომ არ ენერვიულა და მშვიდად დაეძინა