Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(94)
« პირველი
...
92
93
[94]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მამაჩემი
გამოკითხვა
მამა ვარ და მიყვარს ჩემი შვილი/შვილები
[
182
]
[19.63%]
მამა ვარ და არ მიყვარს ჩემი შვილი/შვილები
[
24
]
[2.59%]
მამა არ ვარ, მაგრამ მინდა შვილი
[
416
]
[44.88%]
მამა არ ვარ და არც მინდა მამობა
[
128
]
[13.81%]
მამა ვერ ვიქნები გარკვეული მიზეზის გამო...
[
177
]
[19.09%]
Total Votes: 927
Guests cannot vote
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
forumistvis
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
forumistvis
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1874
წევრი No.: 261299
რეგისტრ.: 24-February 21
#57598554
· 5 Mar 2021, 15:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PANTALONE
არა მას არ დაუწერია
ზაზა კოშკაძის ლექსია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nigo
Dont Worry , Be Happy
ჯგუფი: Members
nigo
Dont Worry , Be Happy
ჯგუფი: Members
წერილები: 24798
წევრი No.: 75044
რეგისტრ.: 17-November 08
#57599889
· 5 Mar 2021, 21:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
შენ პოსტებს ყოველთვის ვკითხულობ და როგორც ბიჭების დედა ან უბრალოდ ადამიანი,ყოველთვის გითანაგრძნობ.
რჩევაც არ მინდა დავარქვა,არავის უყვარს,არც მე :)
მოკლედ,შენ ძალიან ბევრი შეძელი სრულიად მარტომ.
არ გაბოროტდი,არც საკუთარი თავის მუდმივი შეცოდება შემინიშნავს.
რასაც ვკითხულობ ,სულ იბრძვი.
როგორმე დაივიწყე წარსული,ვერაფერს შეცვლი,ვერ გამოასწორებ,მხოლოდ სევდას და სინანულს იგრძნობ.
რაც იყო,იყო.გაუშვი,დაივიწყე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57600047
· 5 Mar 2021, 22:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nigo
QUOTE
მოკლედ,შენ ძალიან ბევრი შეძელი სრულიად მარტომ.
არ გაბოროტდი,არც საკუთარი თავის მუდმივი შეცოდება შემინიშნავს.
სამყაროზე რომ იბოღმებიან, ეგრე არ ვარ, ანუ ადეკვატური შეფასება მაქვს მოვლენებისაც და ადამიანებისაც. თუმცა სიტყვა "ბოროტი" შემესაბამება. რამდენადაც ყოველდღიურობაში სურთ ჩემი ნათელი მხარე დაინახონ, იმდენად ვარ ბოროტიც, ვერ გაცალკევდება ადამიანში ეს ორი ცნება.
კი, საკუთარი თავი შემეცოდა შარშან განსაკუთრებით. სახლში რომ დავჯექი და ბლომად დრო მომეცა ფიქრისთვის, სულ თავიდან მოვყევი ცხოვრებას წარმოსახვაში და შემზარა რაც იყო. გავფუჭდი და კიდევ უფრო ღრმად დავინახე რა გავიარე, რაზეც თვალს ვხუჭავდი ნაწილობრივ. მივხვდი, რომ ობლის სინდრომი ბოლომდე ვერ მოვიშორე. ყოველდღიურობაში არ მეტყობა და ხმამაღალ ფიქრებში მაინც ზოგჯერ მინდა სისუსტისგან ნაწილობრივ მაინც დავიცალო, რადგან მართლა ცოდო ვიყავი. სულ ეგრე მიყურებდნენ თავიდანვე, მამცირებდნენ, ჩემს გასაგონად რომ ამბობდნენ "მაგას არაფერი უთხრა, უმამოა, ცოდოა", არაფერს ზედმეტად არ მანდობდნენ, რადგან არ მქონდა უნარები და სულ დაგვიანებით ვვითარდებოდი ყველაფერში ვიდრე ჩემი თანატოლები, ისიც ჩემით ვჯახირობდი რომ რაღაც მესწავლა. ვითომ რომ იცოდებენ და სინამდვილეში კუთხეში მიჩექმავენ, რომ არ ამოიღოს ხმა ადამიანმა არაფერზე. ეგ იყო, და სანამ არ დავფერთხე ძველი სანაცნობო, არ მეშვებოდნენ, უნდოდათ რომ სულ ეგეთი ვყოფილიყავი. :) შარშან გავიაზრე ბოლომდე, თუ როგორ დახვეწილად ამომისვა გარშემომყოფებმა ერთ ადგილას წლების განმავლობაში ჩემი უცოდინრობის, უუნარობის გამო როცა უპატრონო ვიყავი. გაუპატიურებულის შეგრძნებასავითაა. ერთი აღმოსავლური გამოთქმაა, შარშან წავიკითხე - "დალაქი თავისი ხელობის ათვისებისას ობლის თავზე ვარჯიშობსო"- ამ ანდაზის წაკითხვისას რომ ამეწვა გული, მივხვდი, რომ ბოლომდე ვერ მოვიშორე ეს. ეგაა, ობლის ხვედრი გვიან ასაკამდეც ზოგჯერ ეგეთია, კარგად ვარჯიშობენ მასზე, ცხოვრებისეულ მინუსებიდან ვერ ამოდიხარ და ვერ ინაზღაურებ ვერაფერს კაი ხანს. :) ზრდასრულ პერიოდში კი, თან როცა მარტო ვიყავი და ვარ ახლაც ცხოვრებაში, დღემდე მძაფრი შეგრძნება მაქვს, რომ უსაფრთხოდ არ ვარ და სულ თავდაცვისთვის ვემზადები, რომ მოგერიება შევძლო.
QUOTE
როგორმე დაივიწყე წარსული,ვერაფერს შეცვლი,ვერ გამოასწორებ,მხოლოდ სევდას და სინანულს იგრძნობ.
რაც იყო,იყო.გაუშვი,დაივიწყე.
ვცდილობ, უბრალოდ უფრო მეტ მოტივაციასაც ვერ ვპოულობ. ჩემით ვიქმნი მაგ მოტივაციასაც, მაგრამ სულ საკუთარი თავის ამოქოქვა არ გამოდის. ზოგჯერ ისე შემახსენებს თავს რაღაც მომენტებში, რომ ისევ უკან მაგდებს.
არადა მართლა ძალიან მინდა დავიწყება და ყველაფრის გადახალისება. პირად ცხოვრებაშიც, საქმეშიც იმდენი რამე შევცვალე კიდევ ერთხელ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nigo
Dont Worry , Be Happy
ჯგუფი: Members
nigo
Dont Worry , Be Happy
ჯგუფი: Members
წერილები: 24798
წევრი No.: 75044
რეგისტრ.: 17-November 08
#57603019
· 6 Mar 2021, 18:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
არც კი ვიცი,რა გითხრა.
ჩემი უმცროსი ბიჭის კლასელების ნახევარს მამა არ უნახავთ,აფხაზეთში დაეღუპნენ,ზოგი წამალს გადაჰყვა,მაგრამ შენ რასაც წერ,მსგავსი დამოკიდებულება არ იყო.
ბოლოს და ბოლოს ბავშვები ბავშთა სახლებში იზრდებიან და კაცები დგებიან.
საკუთარი თავის შეცოდება ყველაზე
,არც ვიცი ,როგორ დავწერო.
მოკლედ,ვერაფერს ცვლი,იგრუზები
ენერგიას გართმევს და
რაც ყველაზე ცუდია,გაგიკვირდება,მაგრამ კომფორტსაც გაძლევს,რომ არ იბრძოლო.
აი,მე ეს გადავიტანე,მე ასეთი ბავშვობა მქონდა,რა ჩემი ბრალია თუ წარმატებას ვერ ვაღწევ,მოტივაცია არა მაქვს და ა.შ.
წარმატება
და მიზნის მიღწევა :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57606286
· 7 Mar 2021, 01:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nigo
QUOTE
ჩემი უმცროსი ბიჭის კლასელების ნახევარს მამა არ უნახავთ,აფხაზეთში დაეღუპნენ
მამაჩემიც აფხაზეთის ომში დაიღუპა.
QUOTE
ბოლოს და ბოლოს ბავშვები ბავშთა სახლებში იზრდებიან და კაცები დგებიან.
QUOTE
საკუთარი თავის შეცოდება ყველაზე
,არც ვიცი ,როგორ დავწერო.
დავკაცდი, შევდექი კაცად, მაგრამ მეც ზოგჯერ ისევ ამეწვება ხოლმე სუსტი ადგილი და წყლული. საკუთარი თავის შეცოდება, ჩემი ერთ-ერთი გამოვლინებაა თვითგანადგურებისკენ. საკუთარი სისუსტეების ბოლომდე აღიარება, ან რაღაც გაგებით ფსკერზე მინდა ზოგჯერ ჩასვლა, რომ ხელახალი ამოგდება გამოვიწვიო. დიდი ენერგია მიაქვს, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზას ვერ ვნახულობ განმუხტვისთვის.
QUOTE
წარმატება
და მიზნის მიღწევა
მადლობა.
This post has been edited by
ლეოპარდი
on 7 Mar 2021, 02:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nigo
Dont Worry , Be Happy
ჯგუფი: Members
nigo
Dont Worry , Be Happy
ჯგუფი: Members
წერილები: 24798
წევრი No.: 75044
რეგისტრ.: 17-November 08
#57609004
· 7 Mar 2021, 16:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
იქით გარიგებ თუ გამხნევებ და დღეს მეც ძალიან მძიმედ ვარ.
წარსულს არ მივტირი,რაც იყო,ყველაფერი ჩემი ბრალია,ჯანმრთელობას ვგულისხმობ.
მაგრამ ხომ ვფიქრობთ, სისუსტის მომენტებში
ეჰ....წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე
სილამაზეს ჯანმრთელობით და ჯანსაღი ფსიქიკით შევცვლიდი.
ლადო ასათიანს ვუსწორებ ლექსს.
:)
This post has been edited by
nigo
on 7 Mar 2021, 16:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
საქმიანნი
Crazy Member
ჯგუფი: Members
საქმიანნი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3596
წევრი No.: 223877
რეგისტრ.: 12-September 16
#57609075
· 7 Mar 2021, 16:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა რთულია, იყო მშობელი
გაუაზრებლად რამდენ რაღაცას უდებენ/უფუჭებენ შვილებს თავში
მთელი ბავშვობა ამბივალენტური გრძნობები მქონდა მამაჩემის მიმართ, ერთი ის, რომ ძალიან მიყვარდა, ძალიან ვუყვარდი, სასწაული იუმორის და მიხვედრილობის მქონე კაცი იყო, უნიჭიერესი, ყველა ადამიანთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა .. დედაჩემის გარდა. ხშირად სვამდა და ოჯახზე ზრუნვის ნაცვლად ანიავებდა შემოსავალს ძმაკაცებზე ) მერე იწყებოდა სახლში წივილ-კივილი და მიდიოდა სახლიდან თვეობით. თავიდან მინდოდა, მალე დაბრუნებულიყო. ბოლოს უკვე აღარ.
აღარ შემეძლო არც სასმლის სუნის ატანა, როცა სიმთვრალეში ცდილობდა ჩამხუტებოდა, გაუცხოების გრძნობა მეუფლებოდა.. ვერ ვპატიობდი ჩემს დაგლეჯილ ნერვებს და ვერც იმას, ყველაფერი რომ მაკლდა
ბოლოს დაღვინდნენ თუ მობეზრდათ და იყვნენ ასე, ერთ ჭექვეშ უცხოები. ვეხვეწებოდი, დაშორიდთ თქო, მაგრამ ვინ მისმენდა )))
სრული თავისუფლება მქონდა მამაჩემისგან მინიჭებული, არასდროს არაფერში მზღუდავდა, პრინციპში მგონი არც აინტერესებდა სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ერთადერთხელ დამირეკა მოსაკითხად, დედაჩემის შეფუცხუნების მერე, თურქეთიდან ვბრუნდებოდი და გზაში მომიკითხა. ეგ იყო ბოლო საუბარი, არც მინახავს იმის მერე, მალევე უბედური შემთხვევა მოხდა და გარდაიცვალა.
სიკვდილის მერე ვაპატიე ყველაფერი, დაკარგული დრო მენანებოდა, რაც უბრად ყოფნაში და გაუცხოებაში დავკარგე. მაგრამ იმხელა დაღი დამასვა თავისი საქციელით, საპირსიპირო სქესთან მიჭირს ურთიერთობების დალაგება. გაუცნობიერებლად უპასუხისმგებლო და ჰარი-ჰარალე ადამიანებს ვირჩევ, რომლებიც ბოლოს გულს მტკენენ თავიანთი არასერიოზული დამოკიდებულებით. ალბათ მინდება მათგან მივიღო ის სითბო, რაც მამაჩემისგან დამაკლდა ბავშვობაში მეთქი..
ნუ რაცაა, მეზიზღება საკუთარ თავში ტრიალი და სიღრმემდე ჩაძვრომა ხოლმე, მაგრამ აღმოვაჩინე, ყველა issue , რაც მაწუხებს, ჩემი ბავშვობიდან იღებს სათავეს. რაც მთავარია, ვიაზრებ ამ ყველაფერს და მერე უკვე ყველაფერი კონტროლირებადი ხდება მეტნაკლებად.
ასე რომ.. მაინც მენატრება
ფხიზელი როცა იყო და ფილოსოფიურ-იუმორისტული საუბრები რომ გვქონდა ..) ჩემს მეგობრებს რომ დაინახავდა და სასმლიანად რომ გამორბოდა გოგოების გასამხიარულებლად.. )))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#57609839
· 7 Mar 2021, 19:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nigo
QUOTE
ჯანმრთელობას ვგულისხმობ.
QUOTE
სილამაზეს ჯანმრთელობით და ჯანსაღი ფსიქიკით შევცვლიდი.
ჯანმრთელობის თემაც ჩემი აქტუალური საკითხია, რაც აივ ინფიცირებული გავხდი. იმხელა გაკვეთილები მივიღე. დღეს ეს დაავადება მართვადია და ჩვეულებრივად ვცხოვრობ როგორც სხვები, უბრალოდ დარტყმა იყო თავიდან იმდენად დიდი და მოულოდნელი, რომ წლები დამჭირდა წონასწორობის აღსადგენად. არაფერს ვუჩივი, მაგრამ როცა მეუბნებიან, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ადამიანს, მძაფრად ვგრძნობ და ვიცი რისი თქმაც უნდა.
როგორიც არ უნდა იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზუსტად ფსიქიკის სიჯანსაღეა საბოლოო და ყველაზე ძვირფასი დაცვის ობიექტი ჩვენთვის. მართო პროცესები და შეეჭიდო პრობლემას კონცენტრირებული და თავდაჯერებული. მე მითხრეს, რომ არ იფიქროო მაგაზე, ყლაპე უბრალოდ წამალიო, რაც უნდა ვსვა სულ. მე კიდევ პირიქით, თვალებში ჩავხედე საკუთარ შიშებს და ბოლომდე გავიაზრე რაში ვიხარშები. და დავიწყე საკუთარ თავთან ჭიდაობა. სისუსტეები ბრუნდება უკან და ზუსტად ეგ სისუსტეა ჩვენი ყველაზე დიდი ძალის წყარო. მე რომ საკუთარ უძლურებას გავუსწორე თვალი, მაშინ გავხდი უფრო ძლიერი და დავინახე ჩემი ცხოვრებაც სხვანაირად, ბრძოლა მომანდომა. ჩვენი ძალა მოდის ჩვენი ყველაზე დიდი სისუსტიდან, რომლის გამოც ზოგჯერ გვეწვის... როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე, შენც მაგ სისუსტის მომენტებიდან ამოზიდავ შენს ყველაზე დიდ ძალას...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nigo
Dont Worry , Be Happy
ჯგუფი: Members
nigo
Dont Worry , Be Happy
ჯგუფი: Members
წერილები: 24798
წევრი No.: 75044
რეგისტრ.: 17-November 08
#57612543
· 8 Mar 2021, 09:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
:up: :)
_____________&&
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ninicool
წნევიანი იეღოველი
ჯგუფი: Members
ninicool
წნევიანი იეღოველი
ჯგუფი: Members
წერილები: 18577
წევრი No.: 119119
რეგისტრ.: 3-August 10
#62134881
· 21 Jun 2025, 12:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
29 აპრილს დაიწყო ყველაფერი და 21 ივნისს დასრულდა
13 წელი გასულა
* * *
QUOTE
(ninicool @ 29 Apr 2012, 23:53 )
სიზმარში ვნახე მამაჩემი.
------------------------------
მაშინაც სულ მარტო ვიყავი
:user:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Forgiveness
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Forgiveness
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 799
წევრი No.: 276118
რეგისტრ.: 31-May 25
#62136856
· 22 Jun 2025, 16:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძაან მიყვარს ჩემი უსაყვარლესი და უკეთილესი მამა ♥️♥️♥️
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
φία
Tired Member
ჯგუფი: Registered
φία
Tired Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1448
წევრი No.: 246848
რეგისტრ.: 25-November 18
#62149172
· 29 Jun 2025, 15:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მამაჩემი
თქვენ დედაჩემი უნდა ნახოთ ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Match•
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Match•
Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 50
წევრი No.: 278805
რეგისტრ.: 14-September 26
#62746049
· 7 Oct 2026, 19:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Forgiveness @ 22 Jun 2025, 16:06 )
ძაან მიყვარს ჩემი უსაყვარლესი და უკეთილესი მამა ♥️♥️♥️
რომელმაც ისე გამაბრაზა, რომ ფეხით მინდა ჩამოვიდე, გავგლიჯო და დედაჩემიც მივაყოლო!!!!
ოპერაცია გაიკეთა თურმე გუშინ და არცერთ შვილს არ გვითხრეს!!!
დაგვიმალეს, ინერვიულებდით და გაგიფრთხილდითო!!!
ბოლო ხმზე ვუკიოდი დედაჩემს ტელეფონში, ხმა ჩამეხლიხა….გამიცნეს ახალმა მეზობლებმა :facepalm:
მილიარდჯერ მყავს გაფრთხილებული ორივე, ნუ
მიმალავთ ნურაფერს!!!
ეს არის შვილების მიმართ უპატივცემულობა და უპასუხისმგებლობა!!
ჰოსპიტალშია ახლა, რამდენიმე დღეში გამოწერენ, რომ დავურეკო, ვერ შევიკავებ თავს…
არადა, უნდა დავურეკო!
არანორმალური, ჯიუტი კაცი!
თავს ვგრძნობ არარაობად, თითქოს უპატრონოები არიან, , წავიდნენ მარტო ოპერაციის გასაკეთებლად :help:
ღმერთო, მადლობა, რომ გადაწყვიტა და კარგად ჩაიარა ♥️♥️♥️
ახლა მე დამაწყნარე, გთხოვ :)))
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(94)
« პირველი
...
92
93
[94]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0618 ] [ 13 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.