ვაიმეე, მე მჭირდა ზუსტად ეგეთი რაღაც

საშინელებაა,ღამეები არ მეძინა ხოლმე
ვგიჟდები ჩემს მშობლებზე! რაღაც არაამქვეყნიური სიყვარულით მიყვარს, მამაჩემი ჩემი იდეალი,ფილოსოფოსი, ჩემი ფსიქოლოგია. ის ჩემთვის ყველაფერია! ძალიან კარგად იცნობს პატარების ფსიქოლოგიას. ყოველთვის გვაკვირდებოდა და ისე იქცეოდა, რომ არ გავეღიზიანებინეთ. დედას ყოველთვის ეუბნებოდა ხოლმე როგორ მოქცეულიყო, არაჩვეულებრივად იცოდა ჩვენი ფსიქიკა.ვოცნებობ, ჩემს მშობლებს ცოტათი მაინც დავემსგავსო და ისე აღვზარდო შვილები, როგორც ისინი გვზრდიდნენ. იმდენი რამ ვისწავლე მათგან... არასოდეს ყოფილან მკაცრები, თუმცა ძალიან ყურადღებიანნი ყოველთვის იყვნენ! საერთოდ არ ყოფილან მკაცრები ,და ალბათ, ამიტომაცაა ცუდი არასოდეს გაგვიკეთებია მე და ჩემს დას. არაფერი გქვონდა აკრძალული და შესაბამისად, უცხო,"აკრძალული" ხილის "გასინჯვაც" კი არ მოგვნდომებია. უბრალოდ, მამა მთხოვდა, შვილო, გთხოვ მალე მოდი სახლშიო და მეც აუცილებლად ვასრულებდი. ძალიან,ძალიან დიდი პატივისცემის გრძნობა მქონდა მშობლების მიმართ. დღემდე ძალიან,ძალიან დიდ პატის ვცემ ჩემს უსაყვარლეს მშობლებს! ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითია ორივე! სულ იმას ვევედრები უფალს, დიდხანს,ძალიან დიდხანს და ჯანმრთელად მიცოცხლოს ჩემი მშობლები!
* * *
პატარა გოგოს მამიკო უყვარს
არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე.
მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზერს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
- მამიკო მოდის!..
- მამიკო მოდის!..
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
- რა მომიტანე, - წივის, კისკისებს,
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით
და კონწიალობს ყელზე, კისერზე,
როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
ვინ რას დაუშლის პაწაწა თითებს,
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს
და რას არ ითმენს, ო, რას არ ითმენს
მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები,
მამიკოს თმები (თუ ჰქვია თმები).
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
ან რა სჯობია მამასთან თამაშს,
მამიკო გოგოს აცინებს მუდამ,
ბავშვის გალახვა არ იცის მამამ,
ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.
დარიალებენ აქეთ და იქით,
თამაშში ნეტა რა არის ცუდი?
ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?!
ვერსად იპოვა მამიკომ ქუდი?!
- მამიკო მიდის!
- მამიკო მიდის?
ატეხავს განგაშს ხმა მოტიტინე
და იმუქრება პაწია თითით:
- მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ...
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
შოთა ნიშნიანიძის ამ ულამაზეს ლექსს ვუძღვნი ჩემს უსაყვარლეს მამიკოს! :*
* * *
სულ მამაჩემი მიკითხავდა ზღაპრებს და სიმღერით მაძინებდა ხოლმე.ძირითადად,ამას მიმღეროდა- "პატარა გოგო დამეკარგა..."

) მიყვარს სიგიჟემდე ჩემი დედიკო და მამიკოო !
This post has been edited by kristiii777 on 1 Jul 2010, 19:34
I have decided to stick with love. Hate is too great a burden to bear.
Martin Luther King, Jr
Don't let your sins turn into bad habits.
Saint Teresa
This is the very perfection of a man, to find out his own imperfections.
Saint Augustine
"Errare humanum est, ignoscere divinum."