მამა-ჩემი. ყველაზე ჩემი ადამიანი, რომელსაც ვგევარ და რომელიც მგავს. გარეგნულად, ხასიათით, თვისებებით.
ყველაფერია ჩემთვის-დაც, ძმაც, დედაც (გაჭირვების დროს შეითავსებს ამასაც

)
იმდენად დადებითია, იმდენად ჩემია და იმდენად კარგია, რომ ძალიან მიჭირს მასზე საუბარი.
დილიდან საღამომდე მუშაობს და დილიდან საღამომდე ველოდები მის მოსვლას. რომ შემოაღებს კარს - მიხარია, მეზეიმება, მეამაყება...
ჩვენი ოჯახის საყრდენია, (და არა მარტო) ვიცი, რომ თუ რომელიმეს რაიმე პრობლემა შეგვექმნა, მხარში ამოგვიდგება... ბოლომდე დაიხარჯება.
მიყვარს ძმაკაცებივით, რომ შევიკეტებით და ერთმანეთს გულახდილად ველაპარაკებით-რაღაცეებს ვიხსენებთ, ვიგონებთ, ერთმანეთის პრობლემებს განვიხილავთ და რჩევებს ''ვცვლით''. კიდევ პატარ-პატარა საიდუმლოებები, რომ გვაქვს. მარტო ჩვენ რომ ვიცით.
მიყვარს სასეირნოდ, რომ ''მიმყავს" , და თავისი ფულით მაკდონალდსში რომ ვეპატიჟები...

არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, ფული მეთხოვოს და არ მოეცა

ბოლო 5 თეთრიანსაც მე მომცემს.

(ხანდახან ბოროტად ვსარგებლობ ამით

)
მიყვარს, როცა მიცავს დედის სამართლიანი "რისხვისგან". უფრო სწორად მიცავდა. ეხლა აღარ ვსაჭიროებ. სულ მე მიფუჭდებოდა მაგნიტოფონი, ტელეფონი, ვიდეო, კომპიუტერი. რაც ისე ვერ მიფუჭდებოდა, ფეხით "გადავუვლიდი" :| მერე ისევ მე ვიჯახუნებდი კარს ტირილით, ''მართალი კაცივით" . ჩემი მამა კიდევ მამშვიდებდა და მეფერებოდა
მიყვარს, მიყვარს და კიდევ მიყვარს.
ეხლა გადავიკითხე პოსტები და ვიგრძენი რომ მომენატრა...
მაააა, შენ ყველაზე ყველაზე ჩემი მამა ხარ

მე კიდევ შენი შვილი ვარ და იმდენ სიყვარულს ვიტევ, რომ სათქმელს თავს ვერ ვუყრი...
This post has been edited by nat_nat777 on 23 Sep 2011, 17:43
. . . ფანჯარა იყო - საშინლად ბნელი, ოთახი იყო - საშინლად პატარა, გარეთ დღე იყო - გველივით ჭრელი და მზე - ძალიან , ძალიან ცხრათვალა!