დედაჩემს უთხრა ამასწინათ
რანაირი ბავშვი გაგიზრდიაო
იქნებ თვითონაც ეცადა აღზრდა
აღზრდას თავი დავანებოთ, გაზრდა მაინც ..
ან უბრალოდ ხელი მაინც არ შეეშალა ჩემი გაზრდისთვის
მიდიოდა, მოდიოდა.. რომ მოდიოდა- მინდოდა ისევ წასულიყო : /
მეზიზღება ჩემთან ურთიერთობის აღდგენას როცა ცდილობს
რამდენჯერაც თავიდან შევიყვარე, იმდენჯერ გული მატკინა
ხოდა ვართ ახლა ნელთბილად
ახალ წელს შევრიგდით (საერთოდ ახალ წელს ვრიგდებით ხოლმე )
მანამდე არ მახსოვს რამდენი თვე არ გვინახავს ერთმანეთი
2 თუ 3 ?
სახლში იყო, ხო
უბრალოდ გვიან როცა მოდიოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, მე ჩემს ოთახში ვიყავი ხოლმე
არადა ხანდახან მეცოდება
ჩემს სურათს ატარებს გულის ჯიბით
ლექსების მიწერს, მიხატავს
მერე რა რომ აფრენს და თავის სამყაროშია გადავარდნილი
მერე რა, რომ "მამა" არასდროს ყოფილა
მერე რა, რომ არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია
ხომ ცდილობდა ემეგობრა მაინც
გაორებული ვარ
სითბოს ვეღარ გამოვხატავ მის მიმართ. მიყვარს, მაგრამ აღარ მინდა მისი დანახვაც კი