ვაა, რატო არ დაპოსტეს?
ე.ი. მოგახსენებთ ვითარებას:
სპექტაკლი ძაან კარგი იყო. მოგვეწონა. აპლოდისმენტებიც უხვად ვაჩუქეთ.
ფიურერას ცოტა მიეძინა, მაგრამ დაღლილი იყო და არა იმიტომ, რომ მაინცდამიანც არ მოეწონა. თუმცა კი იძახდა, ამაში 10 ლარის გადაყრას, არ ჯობდა სადმე გვეჭამაო?

თამოსაც მოეწონა, სიტყვები არ ყოფნიდა, ისე.
თეო იმდენად აღფრთოვანდა, რომ ნახევარი გზა თავის ემოციებზე საუბრობდა

კაი იყო და კიდე წავალთ სხვა რამეზეც.
იქიდან ამოვისეირნეთ რუსთაველზე და მეტროს მიდამოებში შევჩერდით - მიდიოდა სერიოზული სჯა-ბაასი, თუ სად დაელიათ და ეჭამათ. წარმოგიდგენიათ? 11-ის წუტები იყო და ხინკალი მოუნდათ.

მე რა თქმა უნდა ავუხსენი, რომ ესე არ შეიძლება და ცელულიტებში წაუვიდოდათ ყველაფერი, მაგრამ არაო, გვინდაო.
ხოდა იმდენი ხანი ვარჩევდით ამ საკითხს, რომ დავიღალეთ და აღარ ჭამა უნდოდა უკვე არავის და აღარც სმა. ალბათ 15 წუთი ვიდექით იმ ერთ ადგილზე

მე წამოვედი.
ისინიც თითქოს აპირებდნენ სახლებში და რა ვიცი...