ბავშვობის მოგონებები......ჰუუუჰ რამდენი მაქვს ამჯერად სკოლას გავიხსენებ

".... 9 კლასი დავამთავრე ერთერთ "პროვინციაში" ... ხუთოსანა ვიყავი და მთელი კლასის "ძველბიჭობის" ძმაკაცი როცა მოულოდნელად შემოწმებაზე შემოივლიდნენ ხოლმე ჩემი ჩანთა ყოველთვის ივსებოდა სხვადასხვა ზომის და ფორმის ჯაყვებით...პლასმასის თოფებით.... კარტებით შიშველი ქალების გამოსახულებით.... და ა.შ.... ვინ გაბედავდა და მე შემიმოწმებდა ჩანტას

ექსკურსია იშლებოდა თუ არ მივდიოდი ამიტომ წინასწარ დედაჩემთან იწყებოდა მოლაპარაკებები და შემდეგ ექსკურსიის წვრილმანებზე. თოფიდან პლასმასის ტყვიაც მომხვედრია .... დამწვარი წიწაკაც მისუნთქია მათგამო მთელი გაკვეთილი .... ბომბაჩკებიც ამიფეთქებია სანაგვე ურნაში და შატალოზეც წავსულვარ.... ორიანიც ბევრჯერ მიმიღია და საშინაო დავალება დამიმალავს როცა გადავწყვეტდით არ გვეჩვენებინა არცერთს რადგან უმეტესობას არ ჰქონდა შესრულებული .
თითქმის ყველა ჩემი კლასელი ბიჭი მეპრანჭებოდა

და ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავდა ამას ზოგი წერილებს და საჩუქრებს ჩანთაში მიყრიდა რომელსაც დედაჩემი უფრო ხშირად ნახულობდა ხოლმე ვიდრე მე

ზოგი თმას მაწიწკნიდა ზოგი მერხზე დამიწერდა გულში ს+დ=შ ზოგიც სხვას გამოუშვებდა ხოლმე ... ზოგი უბრალოდ მხოლოდ იმის თქმას ახერხებდა დარცხვენილი "სალი ძალიან ლამაზი კბილები გაქ" ..... ბავშვობიდან ვხატავდი მახსოვს ერთხელ ერთმა ჩემმა კლასელმა ბიჭმა ქაღალდისგან ფოტოაპარატი გააკეთა 7 კლასში ვიყავით და მტხოვა შიშველი ქალი დამიხატე შიგ ჩავდებ ვითომ სურათი გადაიღოო უარი არ მითქვამს ვაღიარებ ფანტასტიური შიშველი ქალის სურათი დავუხატე ერთერთი ჩემი საუკეთესო ნამუშევარი იყო რომელიც მასწავლებელმა აღმოუჩინა სამწუხაროდ როცა მერხიდან მერხზე ვაწოდებდი ...
მეორე დღეს მე დახეული კაბიტ..... თმა გაჩეჩილი.... პირველ კლასში რომ მეჭირა იმ დახეული ჩანთით მუხლებზე გამოგლეჯილი რეიტუზით და ერთ ფეხსაცმელზე საერთოდ მომძვრალი და მეორეზე ნახევრად ამძვრალი ძირიანი ფეხსაცმელით მივედი ერთი გაკვეთილის დაგვიანებით მარტო.... იმიტომ რომ როცა მოვდიოდი ფეხსაცმელის ძირი ისე იყო ამძვრალი სიარულშე ხელს მიშლიდა და დამაგვიანდა.... ეს იყო დედაჩემის პასუხი წინა დღით ჩემს დამრიგებელთან ჩემს ბარბაროსულ ქმედებაზე საუბრისა ...... "სალომესგან ამას არ მოველოდი".....
არასოდეს დამავიწყდება ჩემი კლასელების გაკვირვებული თვალები 27 თავი რომ შემოტრიალდა ჩემკენ როცა კარი შევაღე და დამრიგებლის გაფითრებული სახე და დაღებული პირი...

პირველად მისკენ გავიხედე თავი დახრილი ჰქონდა კლასში და სკოლაში მის შეყვარებულად ვითვლებოდი

და ესე ფანტასტიურადაც მის გამო ვიყავი გამოწყობილი .... არასოდეს ყოფილა ჩვენს გაკვეთილებზე ესეთი სიჩუმე კლასში ... ჩემი დაქალი იმ დღეს არ იყო და ცემს გვერდით ადგილი მერხზე ცარიელი იყო..... ზარი დაირეკა მაგრამ არ ავმდგარვარ მრცხვენოდა .... სანამ ზარი დაირეკებოდა ის მოვიდა და თმის რეზინი გამომიწოდა ....
_ აიღე ამით დაიმაგრე ფეხსაცმელი..... გამოვართვი და ტუფლზე შემოვიკარი...
დასვენებაზე გარეთ არავინ გასულა რატომრაც ყველა დაბნეული იყო და ჩემთან მოსვლას ვერავინ ბედავდა ......
_ რატომ არ დგები? არ ვიცოდი რა მეპასუხა მისთვის არც შემიხედავს უბრალოდ ვიჯექი და დაფაზე ერთ წერტილს მივშტერებოდი...
_ გრცხვენია?......
კარგახანს იდგა ჩუმად მერხთან ...მერე ზარიც დაირეკა .....
_ კარგი მაშინ მეც აქ დავჯდები ...
დანარჩენი 5 გაკვეთილიც არავინ გასულა გარეთ 27 ვე ცდილობდა ჩემს გართობას.... თავისებურად და ბავშვურად მაგრამ მოახერხეს ნამდვილად

დღის ბოლოს დედაჩემი მოვიდა უბრალოდ იმისთვის რომ დარწმუნებულიყო ნამდვილად მივედი სკოლაში და სადმე არ გადავუხვიე სირცხვილის გამო. შეიძლება მომეჩვენა მაგრამ ძალიან გაუკვირდა როცა კლასში შემოვიდა და იქ დამინახა ისე გამოწყობილი როგორიც გამომიშვა სახლიდან მარტო..... დღემდე მახსოვს როგორ მიეჭრა ჩემი დამრიგებელი "ეს როგორ გააკეთე.... ესე როგორ მოექეცი ....." და დედაჩემის პასუხი " სამაგიეროდ მას აწი ეცოდინება რა არის სირცხვილი".... "