რახან ეგრე პოლემიკა გამოიწვია
E madame _ს იმ დღეს ჭკუა ვერ ასწავლეს სამწუხაროდ ..... დედა ყველაზე უკეთ იცნობს საკუთარ შვილს ყველაფრის მიუხედავად. იმ დღეს მე მივხვდი რა არის სირცხვილიც..... მაგრამ სხვა ძალიან ბევრ რამესაც მივხვდი სამწუხაროდ..... მეც და დედაც ....
ეხლა სხვა ბავშვობის მოგონებებსაც შევეხოთ როცა უფრო პატარა ვიყავი ......

როცა ცხოვრების ეს პერიოდი მახსენდება ყოველთვის მეღიმება ხოლმე

პირველი რაც ბავშვობასთან ასოცირდება ჩემთვის ბაბუაა.....დედაჩემის მამა. მამაცემი ძალიან პატარა იყო როცა მისი მსობლები ერთმანეთს დაშორდნენ და უმამოდ გაიზარდა. ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის რომ მე ბაბუაშენისგან გავიგე მხოლოდ რა არის და რას ნიშნავს "მამა" კაცის ცხოვრებაში..... როცა პატარა ვიყავი ფაქტიურად მთელს ზაფხულს იქ ვატარებდით .... 6 შვილიშვილი ჰყავდა ბაბუაჩემს ექვსივე როცა ერთად მოვიყრიდით თავს სუყველა ქალაქში ვცხოვრობდით და სოფელს სივრცეს და ერთმანეთს დახამებულები თავბრუს ვახვევდით ბებიას და ბაბუას ექვსივე ერთად რომ დავრბოდით გიჯებივით

პირველი შვილიშვილი ვიყავი და ალბათ ამიტომაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემტან

მახსოვს სიამაყისგან რა ბედნიერი ვიყავი და გემრიელად მივირთმევდი ბაღიდან ჩუმად რომ ამომიტანდა საუკეთესო ატამს ვაშლს და ჩუმად მომცემდა ხოლმე და ყურს ვუგდებდი კედელს ამოფარებული როგორ უწყრებოდა დედა ბავშვები არიან ვერ გაიგებენ გული ეტკინებათ ეგრე აშკარად ნუ გამოხატავ რომ ის განსაკუთრებით გიყვარსო

ჰეჰ რა გემრიელი იყო იმ დროს ის ვაშლიც და ატამიც სახლში რომ ლპებოდა ხოლმე და მეხვერწებოდა დედა ჭამე შვილოო .
ოპოპოიას ვეძახდი .სარამოს გამომაწყობდნენ ხოლმე ერთი თვალებდათხრილი თოჯინა მყავდა "სოფო"

ჩემს დასაც ესე დავარქვი როცა მომიყვანეს პატარა და მჩხავანა შენი დაიკოაო მახსოვს მამა ნახე სოფო მოიყვანესთქო ....და დაარქვეს სოფო ჩემი თოჯინის საპატივცემულოდ . ესე ამ ჩემს თვალებამოთხრილ სოფოს ამოვიჩრიდი და მივყავდი ოპოპოიას... რიტუალი გვქონდა ჯერ მის მეგობარტან შეივლიდა ორ ხელ ნარდს ითამაშებდნენ ... მე მანამდე იმათი შვილიშვილების სათამაშოებით ვერთობოდი .... მერე მე და ოპოპოია მივდიოდით ჩვენს ტყეში

...... ტყეს მე ვეძახდი თორე უბრალოდ იუზარმაზარი ნაძვების ქარსაფარი ზოლი იყო რომელიც უზარმაზარ ყანებს ჰყოფდა.... დასაწყისში უზარმაზარი ქვა იყო....როცა ტყეში ვისეირნებდით იმ ქვაზე შემომსვამდა ხოლმე და მოთმინებით და ჩვეული იუმორით პასუხობდა ჩემს კითხვებს .... მაგალითად ესეთს: "ბაბუ რას ნიშნავს ბაბნიკ?"

.....
დაახლოებით 6 კლასში ვიყავი ....უკვე ცოტა ავად იყო მძიმე ოპერაცია ბოლომდე ვერ გადაიტანა მისმა ორგანიზმმა და სიარულიც უჭირდა.... პატარა ლეკვი უნდა მოგვეყვანა რომელიღაც მეზობლისაგან და მტელი დღე ყველანი ვემზადებოდით წასასვლელად.... ჩემი დეიდაშვილები თბილისში ცხოვრობდნენ ჩვენ ცოტა უფრო ახლოს ჩვენ სოფელთან შესაბამისად ბებოს ისინი უფრო მონატრებული ჰყავდა ხოლმე ვიდრე ჩვენ

მხოლოდ ისინი წაიყვანა და მე აღრიალებული და აბღავლებული დავრჩი ჭიშკარტან ..... დღემდე მახსოვს ბაბუაჩემის შეშლილი სახე როცა მოვარდა ხელში ამიყვანა უკვე ისტერიკადამართებული და მთელი 2 საათი მაწყნარებდა .... კარგად მახსოვს მისი სუნიც კი და როგორ დაუსველდა პერანგი ჩემი ცრემლებით....ის დღე დღემდე დგას ჩემსა და ბებიაჩემს შორის... ვერ ვაპატიე სამწუხაროდ და ის დღემდე გრძნობს და ხვდება ამას. საღამოს ისევ წამიყვანა სასეირნოდ ტყეში.... უკვე აღარ შეეძლო მაგრამ მაინც წავედით .... მაშინ ბავშვი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი და ვერ ვაცნობიერებდი დღეს როცა ვიღდგენ მეხსიერებაში რამდენ რამეზე მელაპარაკებოდა ბედნიერი ვარ ..... იმ დღეს ჩემს წიწვოვან ტყეში მუხის ფოთოლი ვიპოვე ... გაგვიკვირდა ორივეს ირგვლივ მხოლოდ წიწვოვანი ხეებია ..... ალბათ ქარმა მოტანაო ..... დიდ ქვაზეც ცამოვჯექით მუხის ფოთოლს ვატრიალებდი ხელში.... მერე გადავაგდე იქვე წიწვებზე დავარდა ...
_ ბაბუ საიდან უნდა მოეტანა ქარს მუხის ფოთოლი
_ რავიცი სალომიკა ..... არ გუაჭირდებოდა პოვნა .... ხო ხედავ რა იოლად შესამჩნევია ამდენ ნაძვის წიწვებში .... კარგი ძღაბი იცი როდის იქნები?
გაეცინა როცა ჩემ პირდაღებულ სახეს შეხედა მიხვდა ვერ მივხვდებოდი იმის აზრს რასაც მეტყოდა მაგრამ მაინც მითხრა....
_ როცა ამდენ წიწვებში ერთ ძალიან ჩვეულებრივ წიწვს გამოგარჩევს შენნაირი ლამაზი გოგო .... აბა ამხელა მუხის ფოთოლს ამდენ წიწვებში ბრმაც კი წამოედება ბაბუ....
მე მართლა ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა ბაბუაჩემი მაშინ მაგრამ ის მუხის ფოთოლი დღემდე შენახული მაქვს და ერთადერთს რასაც ვცდილობ ის ჩვეულებრივი მაგრამ ვიღაცისთვის "განსაკუთრებული და გამორჩეული წიწვი " ვიყო....
როცა არდადეგები მორჩა დედამ ჩამოგვაკითხა და მივდიოდიტ გამომშვიდობებისას იტირა.... პატარა ბავშვივით იტირა. მას შემდეგ ცოცხალი აღარ მინახავს სამწუხაროდ. 2 ნოებერს დილის 6 საათზე სანადირო თოფიტ საკუტარ სახლში თავი მოიკლა სწორედ ისე როგორც იმ დღეს და იმ მომენტში სიზმარში ვნახე. კარგად მახსოვს როგორ წამომიყვანა მამამ ბოლო გაკვეთილიდან სწორედ იმ დროს როცა ჩემს დაქალს ვუყვებოდი რა სიზმარი მესიზმრა დილით..... არაფერი გვითქვამს მთელი გზა სახლამდე ერთმანეთისთვის მე და მამას.... და როცა გაღებულ ჭიშკარს მივადექით ღამით ჩემი ბავშვობაც სწორედ იქ დამტავრდა.... მე ბაბუაჩემი არ მიტირია .....
დღეს დედაჩემიც ვერ მიბედავს რომ მითხრას წადი სოფელშიო.... იმ იშვიათ შემთხვევებში როცა წლობით უნახავი ბებოს მოსანახულებლად ჩავირბენ რამოდენიმე საათით იქაურობა ჩემზე დღემდე დამთრგუნველად მოქმედებს ბაღის კარის ყოველ გახმაურებაზე ზალაუნებურად იმ ატმის და ვაშლის გემო მაგონდება ჩემთვის ჩუმად რომ მოჰქონდა ხოლმე ... მას შემდეგ არასდროს ვყოფილვარ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იმ "ტყეში"..... არც კი ვიცი არსებობს კი ისევ? ერთადერთი კითხვა რაც ყოველთვის მაწუხებს და რომელზეც სამწუხაროდ არ მაქვს პასუხი .... ნეტა თუ მოეწონებოდა დღეს ის რა ადამიანადაც ის პატარა გოგო იქცა წლების შემდეგ..... "