ძალიან დიდი ბოდში, რომ ვერევი შენს პირად ამბავშI, უბრალოდ მე რამოდენიმე წლის წინ ზუსტად ეგეთი ნაბიჯი გადავდგი და დღემდე ვთვლი, რომ ყველაზე წარმატებული ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაშI.
მე მეგონა , რომ შემეცოდებოდა, ვიცოდი როგორც იტანჯებოდა, მაგრამ რკინა გავხდი. არასდროს მიბრუნდე უკან, როცა უკვე წასული ხარ. აზრი არა აქვს, იგივე პრობლემები იჩენენ თავს გარკვეული ხნის მერე. ამიტომ ტყუილად დროს და ნერვებს დაკარგავ. ასევე არ მიაქციო ყურადღება არავითარ ნათესავებს, მშობლებს, მეგობრებს ანუ ე.წ. "კეთილისმსურველებს" . გამოაცხადე ერთხელ და სამუდამოდ , რომ აღარ გიყვარს, რომ ეს შენი ცხოვრებაა და უფლება გაქვს ისე იცხოვრო როგორც გინდა. მარტო შეცოდების გამო არ ხარ ვალდებული ვინმესთან ერთად იყო. არავის მოუყვე დაწვრილებით და არ დაიწყო მისი გაკიცხვა სხვებთან.
სასურველია ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტო . ჩემ შემთხვევაშI ისე იყო, რომ მას ისევ ვუყვარდი და მთხოვა რომ ძალიან რთული იქნებაო ჩემთვის შენთან დაკონტაქტება და საერთოდ აღარ შემეხმიანოო, მაშინ ძალიან გამიკვირდა, მაგრამ დავთანხმდი. ახლა ვხვდები, რომ ამან ძალიან გვიშVელა. ამდენი წელია ერთხელაც კი არ მინახავს და არც გვილაპარაკია.
ახლა ის ბედნიერია თავისთვის და მე ბედნიერი ვარ ჩემთვის.
გადადგი თამამდ ნაბიჯი წინ, იცი ცხოვრება რამდენ საინტერესო და ლამაზ საჩუქარს გიმზედებს ? ვერც კი წარმოიდგენ

წარმატებები
This post has been edited by teonala on 10 May 2010, 13:48
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ...
Verbringe deine Zeit nicht mit jemandem, der sie nicht mit dir verbringen möchte
I like being a mess. It's who I am.
ის, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს...