შემოვიხედე

უამრავი რამ დავწერე და წავშალე

თითოს ვორდი არ მქონდეს კომპიუტერში, რომ იქ ვწერო, თუ წერა მინდა.
ეს ლექსი მოგვერგო ყველას:
გვიანია.
ისე ახლოს ვართ –
ვერავინ იტყვის, რომ ერთმანეთს სულაც არ ვიცნობთ,
თუმცა პირველად კი არა და –
ითქმის, რომ ვხვდებით.
ვსხედვართ კუთხეში –
არავისბიჭი.
არავისგოგო.
ერთმანეთის სხეულებზე მიბჯენილები,
მიყრილები ერთმანეთის მარტოობებზე –
ქალაქში, სადაც აღარავინ არ არის მარტო,
სადაც სუყველა უკან მიითრევს
საკუთარ ჩრდილზე ასხმულ-გამობმულ
ქუჩებს. მოედნებს. შადრევნებს. სახლებს.
მიყრილები ერთმანეთის უძილობებზე –
ქალაქში, სადაც ყველას სძინავს და ერთმანეთს ესიზმრებიან –
დაბურცული ტუჩებით და
მოშვებული მეჩხერი წვერით.
ჩვენ – დაუდევრად მიყრილები ერთმანეთის სიყვარულებზე,
რომლებზეც – აბა ვინ დაიჯერებს, რომ არ ვსაუბრობთ –
რომლებიც ვიცით,
და რომლებიც საკმარისია.
ხოლო როდესმე ერთად ვიქნებით ჩვენ,
შეიძლება არც –
უბრალოდ, ასე ვიქნებით.
დავიმახსოვრებთ ერთმანეთის თვალების ფერს და
უსურვილო სხეულის სურნელს.
და მერე წავალთ.
გვიანია.
წავალთ, უბრალოდ.
წავალ, ძილინებისა ...