Luchiaდავიწყო ეხლა

:D
მოკლედ როგორც ყოველთვის 9 საათზე დაგვიბარეს და გავედით 11 საათზე.
მერე 3 საათში ჩავედით.
წინანდალში კარგი იყო, დალის ცოტა სურათები კი იყო მაგრამ მაინც არა უშავდა
ყველაზე საშინელება ის იყო რომ ჩვენს მკურნალების ექსკურსიაზე ვიღაც იდიოტები იყვნენ წამოთრეულები, მოგვატყუეს მაგალ კურსლეები ვართო. ჩვენ კიდე მაღალ კურსლებს არ ვიცნობთ. საბოლოოდ კი აღმოჩნდა რომ გპი-დან იყვნენ. უიმეე ვცნობ რაა. ყველა გპი-ის სტუდენტს ერთი ტვინი აქვს რა. იდიოტები არიან.
ხოდა ჩევნს ექსკურსიაზე რასსაც ჰქვია იბლატავეს რა. ყველაფერს ისინი განაგებდნენ რამის.
მერე ავტობუსს ტორმუზები გაუფუჭდა და რამის სადღაც ჯანდაბაში გადავიჩეხეთ.
მერე ნუ დავჯექით და ვჭამეთ, თუმცა იმდენად დაღლილი ვიყავი იმ უაზროდ დაყრილ ცომეულს რომ ვუყურებდი რამის გული მერეოდა.
მერე ორი ჭიქა არაყი გადავკარი და დოზაც მიღებული მქონდა...
იმის მერე.....
ბოლოდ ჩემეული სიყვარულის სადღეგრძელო დავლიე
მერე მოვდიოდით და თბილისში რომ ჩამოვედით საბურავი დაეშვა.

ხო კიდევ გზაში ვიჩხუბე, როგორც ყოვეთვის, ვიკამათე, გამლანძღეს, არაეტიკური ექიმი მიწოდეს, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც უცნობმა ფეხი იღრძო და არ შემეცოდა და იმ წამსვე თბილისში დაბრუნება არ მოვითხოვე.
იცით რა მითხრეს ჩემმა ჯგუფელებმა? ჩვენ რომ მოგვეტეხა შენ მაშინაც მასე იტყვოდიო. ისე შეურაცყოფილად ვიგრძენი თავი რომ ძლივს დავამუხრუჭე ჩემი ცრემლები. მაგრამ დავამუხრუჭე და რაც მთავარა ყველაფერი მხიარულად გავუტარე.
მერე ვიღაც დედა.... ბიჭის მარიაჯობას ვუსმინეთ იმის შესახებ თუ რა მდიდარი მამიკო ჰაყვს და როგორ მოსდევდა ლენდროვერით თუ რაღაცით უკან. ნამდვილი...... უკომენტაროდ.
აღშფოთება ძლივს დავმლე.
კბილებში ისევ შენი კანის გემო მაქვს...