საერთოდ.. მაგ ექსპერიმენტის შემთხვევაში, რომ ყოფილიყო ჩემზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა უპირველესად მოვთხოვდ პასუხს ზიბმარტოს.. და რატომ, ის აკონტროლებდა ყველაფერს, ის იყო მოთავე და ცხადია 'დანაშაულის' მხილველი.. მაგრამ ზიმბარტო რაღა თქმა უნდა ეცდებოდა დავერწმუნებინე რომ გაკეთდა ექსპერიმენტი , რომ ამას არც თუ ისე პატარა მნიშვნელობა ჰქონდა .. ბლა ბლ ა ბლა და ( დეტალებს არ დავწერ თუ შეიძლება) რაღათქმაუნდა პასუხი მოსთხოვეს ცდის პირებს.. კერძოდ -'ზედამხედველებს..
ლოგიკურად რომ მივყვეთ.. თუ ზედამხედველები იყვნენ ადამიანები, რომლემბმაც ეს ექსპერიმენტი 'გაამართლეს' , ანუ აზრი მიცეს.. ამასთანავე თუ დასკვნა ისეთია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა აგრესიულად მოიქცეოდა.. მაშინ რაღატომ უნდა მოთხოვო მათ პასუხი? პოტენციურად ყველანი დასასჯელები ვყოფილვართ და ის ხალხი კი ხელოვნურად ჩააგდეს მდგომარეობაში, ანუ გამოუწერეს განაჩენი.. გამოახატინეს, იძალადეს და დასაჯეს? ეს როგორი რამეა იცით? ადამიანი გამოიყენო, იმანიპულირო, შენი საქმე გააკეთო, მიაღწიო რისი ცოდნაც გინდოდა და ის კი მოისროლო, ჯოხი გადატეხო მასზე.. მაგრამ საზოგადოებას სჭირდება დამნაშავის ძიება.. რომ ვიღაცამ უნდა ზღოს დანაშაული..
ეს პოზიცია რომელიც გამიჩნდა თავად ექსპერიმენტის შემდგომ მოვლენებზე.. მაგრამ მე ვფიქრობ რომ აქ პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილებულიყო ზედამხედველებზეც და ზიმბარტოზეც..
მე არ ვთვლი რომ ყველა ადამიანი მოიქცეოდა მათ მსგავსად, თუ არ იქნებოდნენ დამუშავებული წინასწარ ფსიქოლოგიურად არაპირდაპირი მეთოდებით, ან გარემოებებით..
მათ ექნებოდათ კონტრაქტი დადებული ხომ ასეა? და ყველა მოირგებდა თავის როლს? რაღათქმაუნდა მოქმედებს დასწავლის მეთოდებიც.. ბავშვი რომ უყურებს ძალადობას ოჯახში, დიდი შანსია თავადაც განახორციელოს..
ამასთანავე , პირველი ცოდვა დედამიწაზე გავიხსენოთ-კაენმა მოკლა აბელი.. ეს დევს ჩვენში და სწორედ ამ ყველაფრისგან გათავისუფლება და დათრგუნვა, სიყვარულის სწავლა გვევალება დედამიწელებს.. ანუ რელიგიურად რომ ვთქვათ, ვიზრუნოთ დავთრგუნოთ ამქვეყნიური მიწიერებანი და ვიზრუნოთ სულიც ცხონებაზე.. არ მინდა ღრმა რელიგიურ ჭრილებში შევქანდე, მესმის რომ არიან ათეისტებიც და სხვა რელიგიის მიმდევრებიც.. ამიტომ აქ შევჩერდები და პირველ კურსს დავუბრუნდები..
ვინ ფიქრობს რომ ციხის კედლებში მკაცრად არ იქცევიან/არ უნდა მოიქცნენ?
ექსპერიმენტი რომელ წლებშია ჩატარებული? ახლა რომ 'გვკვებავებ' ფილმებით, არის ისეთებიც რომ ჰუმანურობა და გაგება იღვრება იქედან.. მაგრამ წარმოდგენებში როგორია თქვენთვის ზედამხედველი?
ვფიქობ სწორედ ამის ფონზე ვითარდება მოვლენები..
ჯერ ერთი, ის 'ზედამხედველები' არიან ჩაკეტილ სივრცეში, ეს არაა ხომ ბოლომდე რეალური.. ჩაკეტილ სივრცეში ადამიანი რომ სხვაგვარად იწყებს ადაპტირებას ეს თქვენც იცით.. მათ იციან რომ არიან ექსპერიმენტის მონაწილეები, გავიდა რამდენიმე დღე, ამოვარდნილი არიან ყოველდღიური ცხოვრებიდან, ელემენტარულად, გასვლა არ შეუძლიათ და ოჯახში დაძინება, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მუშაკი არის სამხედრო სტრუქტურაში თუ არა, მას აქვს კავშირი ჩეულებრივ სოციალურ გარემოსთან.. მათ შემთხვევაში კი არაა ასე.. ამასთანავე სამხედრო სტრუქტურაში რომ იწყებ მუშაობას, ამისთვის არსებობს სწავლა, წვრთნები, მომზადება, ჩამოყალიბება..
ეს ხალხი კი თითქოს არსაიდან მოწყვიტეს სრულიად სხვა გარემოში.. და ამასთანავე მათ უნდა იზედამხედველონ, ესაა მათი როლი.. მე არ გამოვრიცხავ რომ გახდნენ აგრესიულები, თუნდაც იმიტომ რომ ბევრი მოთხოვნილება გაუჩნდათ და ამოქმედდა ფრუსტრაციის მომენტი.. ამასთანავე ის დასწავლის მომენტი.. ამასთანავე, რასაც დიდ ყურადრებას ვუთმობ, და დიდ წონას ვაძლევ, ესაა ნდობა ზიმბარტოსადმი.. მათ იციან რომ ექსპერიმენტია და თუ რაღაც ისე ვერ წავა, გონიათ რომ ზიმბარტო შეაჩერებს. არადა ზიმბარტომ ფაქტიურად გაწირა.. ეს მეცნიერების სტიქიაა, არც მიკვირს, იმდენად დიდი ხდება აზარტი შეცნობის, რომ ზანდახან საზღვრების დაკარგვის შეგრძნებაც ქრება..
მე მახსენდება მსგავსი ექსპერიმენტები.. სადაც ცდის პირები ექსპერიმენტატორს აღიქვამენ როგორც ავტორიტეტს, "და თუ მას ასე სურს კვევისთვის , დაე იყოს ასე.."
კიდევ შეიძლებოდა რღაც დეტალების გავრცობა, ზაან მოკლედ ვეცადე

საერთოდ ყოველთვის ვფიქრობდი რომ თუ ადამიანს 'მოუწყობ' და დაუგეგმავ გარემოს, ყველაფერი შეიძლება გააკეთებინო.. მაგრამ თუ ის ადამიანი მზადაა გამოცდებისთვის, და იცის ამის შესახებ, რომ შეიძლება რარაცამ იმსხვერპლოს, ერთვება თავდაცვის ფუნქცია, ამ შემთხვევაში იქნება უფრო შეუვალი და ძნელი მისი პროვოცირება