მე სახლშI ვარ.
ალბატ ყველა დაბრუნდებოდა უკვე, უბრალოდ ჯერ ვერ მოიცალეს აქ შემოსასვლელად.
ძალიან კარგი იყო. სხვებიც უნდა წამოსულიყავით.
ვიყავით ბუღაძის სპექტაკლზე - 7 პატარა პიესა. საინტერესო იყო. ცუდი არ იყო.
მერე ბილიარდის სათამაშოდ წავედით.
მერე შევყევით ჭორაობას და ისე გავიდა დრო, რომ ვერც მივხვდით, რომ საკმაოდ გვიანი იყო.
დღეს გავიცანი ზენობია, სოფო და ნეო და ძალიან კარგი ხალხი ხართ მინდა გითხრათ.

თეომ ბილიარდში დაგლიჯა. ერთ გუნდში ვიყავით და მომაგებინა ფაქტიურად
ფიურერას კიდე დიდი მადლობა, ძალიან იჯენტლმენა და გოგოებს არ გადაგვახდევინა ფული. (იმ წუთას ისე გავითიშე, რომ დამავიწყდა მადლობის გადახდა). ხოდა გათიშვის მიზეზი იყო ჩემი "მალალიტრაჟკობა" - ლუდი მომეკიდა
თუ არ იქნება წინააღმდეგი ერთი ადამიანი, ძალიან მაგარი ფოტო გვაქვს და იქნებ დაგვადებინოს. საუბარია ჩემს მ ა რ ა ო ს თ ა ნ ერთად გადაღებულზე.
bleach