#48300873 · 8 Jul 2016, 16:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძროხები არიან ძალიან კარგი ტიპები, დამჯერე და თბილი, თან ესმით ყველაფერი, გრძნობენ, ვუვლუდი ზაფხულობით სოფელში და ვიცი რომ გრძნობდნენ სითბოს და მოვლას, ნუ ძაღლები ხო საერთოდ, საოცარი ძაღლები იყვნენ, დედა შვილი, კიდევ კატა მოვაშინაურე დიდი ბებერი კატა იყო დაკარგული და მოვუარე მერე 3 თაობა გაიზარდა ჩვენთან, ეხლა სოფელში აღარავინ ცხოვრობს, ერთადერთი კატა დარჩა იმათგან ტყეში ცხოვრობს ზაფხულობით მოდის ხოლმე, ბავშვობაში მშიშარა იყო ეხლაც მშიშარაა შორიდან იყურება, იშვიათად შემოდის სახლში, განსხვავებული ველური იერი ქონდა მუდამ და ხმებიც, კნუტობიდან სახლს გარეთ ცხოვრობდა.
2 წლის უკან მიუხედავად იმისა რომ ძალიან მშიშარა იყო მიმიშვა და მერე წინ გამიძღვა, ტყეში ჩამიყვანა ბაბმუკებში და მის ბუნაგთან წამოწვა, მშვიდი იყო მაგრამ რომ მოვეფერე აგრესიული გახდა, თუმცა არ გაიქცა არსად უბრალოდ დამჩხაპნა და დაიღრინა, რატო მიმიყვანა არ ვიცი მაგრამ შეგნებული საქციელი რომ იყო მისი მხრიდან ამაში დარწმუებული ვარ.
This post has been edited by GeoWarr1or on 8 Jul 2016, 16:34
--------------------
I Love Life, so as Life is Love and Love is Life.
|